საბერძნეთი უარავი პატარა კუნძულისგან შედგება და თითქმის ყველა მათგანის არქიტექტურისთვის დამახასიათებელია თეთრი ფერის მომრგვალებულ კედლიანი შენობები. კუნძული პაროსიც ზუსტად ასეთია. სითეთრე ისე ირეკლავს მზეს, თვალს უზომოდ ღლის, განსაკუთრებით კი ზაფხულში, თუმცა ლურჯი ცის ფონზე ძალიან მიმზიდველ კონტრასტს ქმნის და ადვილი გამოსაცნობია, რატომ აქვს ამ ქვეყანას დროშა თეთრსა და ლურჯ ფერებში.
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
პაროსის კუნძული სავსეა სითეთრით. ამას თითქოს ერთფეროვნება უნდა შემოჰქონდეს, მომაბეზრებელიც კი უნდა იყოს ამხელა მასივზე მხოლოდ ამ ერთ ფერში არსებობა, მაგრამ ადგილობრივებმა უძველესი დროიდან მიაგნეს იდეალურ კომბინაციას. მარტივ ფორმებს ფერადი დეტალები ენაცვლება. კარები, ფანჯრები, ქოთნები მცენრეებისათვის, ეკლესიების ცისფერი სახურავები და ა.შ.
ფერადოვნება ამ ადგილის, ალბათ, ყველაზე სახასიათო ნაწილია მცენარებთან ერთად. წითელის, მწვანის, ლურჯისა და ყვითელის ტონები ენაცვლება ერთმანეთს. ორი ერთნაირი ფერის ვერაფერს ნახავთ და ერთნაირ ფორმასა და დეკორის კარზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. კუნძული თეთრისა და ჭრელი კარების გარემოცვაში არსებობს.
ამ სტატიაში საბერძნეთის კუნძულ პაროსის ფერად კარებს წარმოგიდგენთ. ისინი ერთმანეისგან ყველაფრით განსხვავდება, იქნება ეს ფერი, ფორმა თუ იმ შენობის დანიშნულება, სადაც ისინი არსებობენ.
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
- Photo Courtesy of IDAAF
ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი


