ხელოვანის სივრცეში სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს,თუ ისგამორჩეული დაარაჩვეულებრივია. idaaf-ისა და დავით კუხალაშვილის შეხვედრაც სწორედ მის საინტერესო ქმნილებებით სავსე სახელოსნოში შედგა.

კუხალაშვილის შემოქმედებაშიქალაქის ურბანული გარემო, ერთის მხრივ, დაუნდობელია და რეალობას საკმაოდ მკაფიოდ ასახავს, მეორეს მხვრივ კი, მკაცრი გრაფიკული გამოსახულება ფერით ისეა გაჯერებული, რომ შემზარავი რეალობა არც თუ ისე დამთრგუნველი ხდება. მხატვრის კომპოზიციებში ადამიანები იშვიათად ჩნდებიან და თუ ჩნდებიან, მაშინაც ნაკლებად ადამიანურები არიან. სერია „ქალაქის“ ლოგიკური გაგრძელება „ხელსაწყოების“თემაა, ამ ორ სერიას კი „დიალოგი“ უერთდება, რომელიც ყოველთვის ორ არათანასწორ მხარეს შორის იმართება. ჯამში,წლების მანძილზე დაკვირვებისა და მუშაობის შედეგად შექმნილ, თანამედროვე საზოგადოებისა და მისი საარსებო გარემოს სურათს ვიღებთ.

 

სერია „ქალაქი“

 

 

კუხალაშვილის ფერწერაში ნამუშევრების შესრულების ტექნიკა მრავალფეროვანია, მასალა კი ხშირად მოულოდნელი. მაგალითად,ძველი სეიფის ლითონის კარი, რომელიც თავისი ფიზიკური მახასიათებლებით და წარსულით გამოირჩევა, მას ოდესღაც ქართული ფილმის თანამშრომლები იყენებდნენ. გეომეტრია და პერსპექტივი, სიმბოლურ ობიექტებთან ერთად, დომინანტი სახვითი ხერხია.

მხატვარიცდილობს იდეა თავში ძალიან დიდხანს არ ატაროს. ის ურჩევნია, მისი რეალიზება თავდაპირველი ჩანაფიქრისგან განსხვავებული ფორმით და მასშტაბით მოახდინოს, ვიდრე წლობით შეინახოს გონებაში. ნამუშევრებს ზოგჯერ ერთიანად არ ასრულებს, დრო და დრო უბრუნდება. ამ პროცესში კი უფრო და უფრო მეტი ახალი იდეა ჩნდება.

 

სერია „დიალოგი“

 


„ერთი ადამიანის ემოციები საზოგადოებისთვის არც თუ ისე საინტერესო მგონია.“ – ასეთია ავტორის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის ის დაინტერესებული თემებით, რომლებზეც მუშაობს. ამჟამად, მზადების პროცესში ბევრ სხვა ნამუშევართან ერთად „ხელსაწყოების“ ტრიპტიქია. მისი ბაზა ხავერდის მსგავსი იასამნისფერი მატერიაა, ამ შემთხვევაში ფერთან ერთად ფაქტურა მეტყველებს.

 

სერია „ხელსაწყოები“

 

 

სიმბოლოებისა და ფერის ენით ნათქვამი ყველა მინიშნება აბსოლუტურად გასაგებია, ისევე როგორც პირდაპირ ნათქვამი წინადადებები, რომლების მიღმაც განსხვავებული ქვეტექსტი არ იმალება.

დავით კუხალაშვილის სიყალბისგან თავისუფალი და დელიკატური ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მის გვერდზე:

 

სერია “საქართველო”

 

 

 

ფერწერა და ფოტო: დავით კუხალაშვილი

ფოტო: PopiashviliGvaberidze Window Project- გურამ კაპანაძე

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest