პროექტი: საცეკვაო დარბაზი და აუდიტორია თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიისთვის

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

ფართობი: 300 კვ. მ

სტატუსი: დასრულებული

გუნდი: დავით გიორგაძე, ედიშერ წოწერია, დარეჯან ბეშქენაძე

 

ავტორისგან:

” შენობა ქალაქ თბილისში ორი ძირითადი ცენტრალური რაიონის, ვაკისა და საბურთალოს საზღვარზე, მდ. ვერეს მიერ ხეობაში მდებარეობს.

შენობასთან სამისამართო მისასვლელი ვაკის მხრიდან ურბანული ქსოვილის გავლით ხდება. აქ მოხვედრის დროს ტოვებ ურბანულ გარემოს და მას უკვე დისტანციურად აღიქვამ. სწორედ ეს დისტანციურობა იძლევა საშუალებას გაანალიზო ის გარემო, რომელის აღქმა მასში ყოველდღიური მოძრაობისას ვერ ხერხდება.

საპროექტო შენობა პირველი შეხვედრის ჟესტად გაშლილ სივრცეს სთავაზობს ვიზიტორს ბრტყელი სახურავის მეშვეობით. ნაგებობა ფუნქციური მინიშნებებით მიუძღვის და იღვენთება ქვედა დონეზე განთავსებული თავისი დახურული ნაწილისკენ. საცეკვაო დარბაზის ინტერიერის 60% მიწაშია მოქცეული, ხოლო ქვედა დონეზე არსებული დანარჩენი სივრცეები არსებულ ფერდზე კონსოლის სახით არის გადმოკიდებული, რაც შენობას დახურული ტექტონური მდგომარეობიდან ღია სივრცისკენ ანვითარებს და ინტერიერიდან ვიზუალურ კონცენტრაციას აკეთბს ხეობის მეორე მხარეს არსებულ ერთადერთ გამწვანებულ ზონაზე.

არსებულ ურბანულ გარემოში, რომელიც საპროექტო ტერიტორიას გარს აკრავს, შენობა თავის მარტივი მორფოლოგიით ერთგვარი გეომეტრიული დისციპლინისა და მასშტაბის შემომტანია.

პროექტის მნიშვნელობა აკმაყოფილებს საზოგადოების ჯანმრთელ ინტერესებს, როგორც სასწავლო დანიშნულებით ასევე მასპინძლობს სხვა და სხვა აუდიტორულ და შემეცნებითი პროცესების.

დამკვეთის სურვილი იყო დაახლობით 300 კვ. მ სამი ფუნქციის მქონე (დარბაზი, სამაყურებლო სივრცე და გასახდელი) შენობის დაპროექტება ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო რესურსი არსებული საცხოვრებელი სახლებით თითქმის უკვე ამოწურულია. არსებულ ტერიტორიას სწორი ზედაპირი დაახლოებით 45 კვადრატული მეტრამდე გააჩნდა, დანარჩენი ნაწილი ფერდზე იყო განთავსებული. ამ პრობლემის გადაჭრა მოხერხდა შენობის მარტივი ფორმის განთავსებით სივრცეში ისე, რომ მისი ბრტყელი სახურავი დაემთხვა ბრტყელი მიწის ნაწილის დონეს და ის ოთხჯერ გაიზარდა, რამაც იქაურობას მანამდე არ არსებული უტილიტარული სარეკრეაციო სივრცე შეუქმნა. ხოლო დახურულმა ნაწილმა ქვედა დონეზე გადაინაცვლა და ახალი სივრცე შექმნა. კონცეფციის ასეთი ფორმით განვითარებამ რეალური გახადა მანამდე ერთი შეხედვით უპერსპექტივო განაშენიანების მდგომარეობა. ასეთი კონფიგურაციის ახალი იმპლანტი ღია სივრცით ინტეგრირდა გარემოსთან ხოლო დახურული ნაწილით მყუდრო საცეკვაო და აუდიტორული დანიშნულების სივრცე გააჩინა. ორივე, ღია და დახურლი სივცეები გამოიყენება სხვა და სხვა ღონისძიებებისთვის. ”

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest