პროექტი: Ctrl+Z (გეოდეზიური გეომეტრია)

ხელმძღვანლი: ჯანლუკა სტასი

მონაწილეები: აფონსო მირანდა (პორტუგალია), ალექსანდერ ტიბარი (მოლდოვა), ალინა სიდარევიჩ (ბელორუსია), ანა ბერტოლ (ესპანეთი), ანნა მასლოვა (რუსეთი), სესილი ვენდეურე (საფრანგეთი), ელიზავეტა ჩუხლანცევა (რუსეთი), ევა ლოგონდერი (სლოვენია), მარჩელა რაცჟოვა (სლოვაკეთი), მარკო სიმსიო (ფინეთი), ნასტია ბელოუსოვა (რუსეთი), სანდრა ჰურეკ (პოლონეთი), ვიქტორია პაოვა (ბულგარეთი)

ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო

სპონსორი: ISTITUTO ITALIANO DI CULTURA – SOFIA and Colegio Oficial de Arquitectos de Sevilla.

 

Ctrl+Z და მისი ჯგუფის ორგანიზებული ვორქშოფი“Geodesic Geometry” (გეოდეზიური გეომეტრია) ერთიანი კონცეფციის ნაწილია, რომლის საკუთარ პრაქტიკაში დანეგვა მათ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და მას შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ანვითარებენ. ავტორი შთაგონებულია 1922 წლის ვალტერ ბაუერსფილდის გეოდეზიური გუმბათითა და რიჩარდ ბაქმინსტერ ფულერის არქიტექტურით, რომელმაც მისი პოპულარიზაცია გასული საუკუნის 60-იან წლებში მოახდინა. Ctrl+Z-ის იდეის მიზანი იყო, შეექმნათ მარტივი სისტემა, რომლის გამოყენებითაც ჩვეულებრივ ადამიანებს შეეძლებოდათ ერთგვარი თავშესაფრის აშენება ადგილობრივი და მეორადი მოხმარების მასალებით, მარტივი დეტალებისა და იარაღების გამოყენებით.

ვორქშოფის საინტერესო მხარე არის ის, რომ პროექტი არ არის დაფუძნებული მხოლოდ თეორიულ ნაწილზე და მასთან ერთად პრაქტიკული ექსპერიმენტების შედეგია. დროთა განმავლობაში ის იქცა კონსტრუქციად, რომელსაც არ აქვს ზედმეტი ჩახლართული კვანძები და რამდენიმე შაბლონური დეტალით შეიძლება აიწყოს. დაშლილ მდგომარეობაში ნაწილების დატევა საკმაოდ პატარა მოცულობაში შეიძლება, რაც კონსტრუქციის მობილურად ქცევის საშუალებას ქმნის.

გეოდეზიური გუმბათი თავისთავად ძალიან ლამაზი ნაგებობაა. მისი შექმნისთვის გამოყენებული მასალა კი უფრო მიმზიდველს ხდის. ნახევარფეროს შიდა სივრცე ნაწილობრივ დაჩრდილულია და საკმაოდ კომფორტულად გამოიყურება მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ არის დაფარული მოპირკეთებით ან გადახურვით.

EASA-ზე ვორქშოფის მთავარი მიზანი ცოდნის გადაცემა და ამ სფეროში გამოუცდელ ადამიანთა ჯგუფისთვის იდეის გაცნობა იყო. შედეგი საოცარი გამოდგა, რადგან მონაწილეებმა მთელი სამუშაო ძალიან მოკლე დროში შეასრულეს.

„ჩვენს მიდგომაში მთავარია ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს აითვისოს შეთავაზებული მოდელი პირველადი ძირითადი ცოდნის გადაცემით, მიუხედავად მასალის, ტექნოლოგიისა და სპეციფიური გეომეტრიის ცოდნისა.

ეს მისცემსმეტ მოქნილობას მათ, ვინც ჩართულია სოციალურ და არქიტექტურულ პროცესებში და თუნდაც პირველადი დინამიკა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გლობალიზაციასთან, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმ მიმართულებითა და რწმენით, რომ განვითარება შესაძლებელია ადგილობრივების ძალებით.“

ჯგუფი თავის მხარდამჭერებთან ერთად კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არქიტექტურა არ იქმნება მხოლოდ რჩეულთათვის ან სპეციფიური ცოდნის მქონე ადამიანების მიერ, არამედ ყოველი პიროვნებისთვის. არქიტექტურა არის გარემო ადამიანებისთვის, რომელიც მათ ცხოვრებას განსაკუთრებულს და უკეთესს ხდის.

 

მეტი ინფორმაცია Ctrl+Z-ის ნამუშევრების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ:

www.control-zeta.org

 

განსაკუთრებული მადლობა: ნედიალკო იორდანოვს, მარიო მესიკივს, გიორგი კომსალოვს, მარტინ ანგელოვს, მასსიმო მაცონეს და Easa Bulgaria-ს გუნდს.

 

პ.ს. Ctrl+Z -ის მონაწილეები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მართას, ელექტრო ხერხს, რომელმაც გმირულად შეასრულა დაკისრებულ მოვალეობა, ღირსეულად გაუძლო ყველანაირ დატვირთვასა და სტრესს და რომლის წყალობითაც პროექტი წარმატებით დასრულდა. :)

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest