დიზაინი: DODO Designs
მდებარეობა: ვ. პეტრიაშვილის ქ. 1, თბილისი
საერთო ფართობი: 120 კვ.მ
წელი: 2021
ქართული ფეხსაცმლის ბრენდის, Crosty-ის პირველი მაღაზია თბილისში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. Მაღაზიის ინტერიერის დიზაინზე სტუდია DODO designs -მა იმუშავა. სივრცე ორ, სახელოვნებო და სავაჭრო ნაწილადაა დაყოფილი და ფერებისა და ტექსტურების საშუალებით ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამიჯნული.
Crosty-ს კონცეპტუალური მაღაზია თეთრი, სტერილური სივრციდან იწყება, რომელსაც საგამოფენო სივრცისგან მხოლოდ ვარდისფერი ჭერი განასხვავებს. Ამჟამად Ამ Სივრცეში მთავარ აქცენტს არტისტ უტა ბექაიას სკულპტურული ფიგურა: “Sea Sea Swallow Me” ქმნის. Აღსანიშნავია, რომ Crosty-ის სახელოვნებო სივრცე ცვალებადია და პერიოდულად სხვადასხვა არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
თეთრი სივრციდან მკვეთრი ლურჯი ნიშა ჩანს, სავაჭრო სივრცე, სადაც Crosty-ს პროდუქციაა წარმოდგენილი. Ამ სივრცის ყველა დეტალი Yves Klein-ის ლურჯი ფერია, რომელთანაც გამოფენილი ფეხსაცმელების მრავალფეროვნება მკვეთრ აქცენტს ქმნის და ნეონის სანათების საშუალებით მკაფიოდ გამოირჩევა გარემოში.
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
- Photo: Soso Gamgebeli
ავტორი: ლილე აბსანძე


