სქემაზე გამოსახულია სამშენებლო ელემენტებით საცხოვრებელი, ორმაგკედლიანი სახლის აწყობის პრინციპი.საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით კი სეისმიურ ზონებში შეიძლება აწყობილი ელემენტების გამაგრება სპეციალური ღეროებით. კვანძების დეტალები უნიფიცირებულია. მარჯვენა სურათზე კუთხის კვანძია წარმოდგენილი – ერთზე მეტი სართულის შემთხვევაში პანელებით ორმაგი კედელი შენდება, აუცილებელია კუთხეების გამაგრება არმირებული ბეტონით და საჭიროების შემთხვევაში კედლებს შორის სივრცის შევსება თბოსაიზოლაციო მასალით.
© არქიტექტორ გ.ჩახავას არქივი

The principle of assembling an apartment building with double walls, using the building elements. In high risk seismic zones, the assembled elements might be reinforced with special rods. All details of the joints were combined; In a multi-storey building, panels created double walls which required the strengthening of the corners with reinforced concrete. In some cases the gaps between walls were filled with insulation materials. 
© Architect G.Chakhava's archive