ტუტორები: რორი რანკინ | ბრეთ მაჰონ (NIR)

მონაწილეები: კონსტანტინ ევტიმოვ (BGR) გლენ ენდრიუს (NIR) ჯეიკობ თომპსონ (NIR) მეთიუ სჩერი (MLT) დალიბორ სთენექ (CZE) თობიას ჰრაბექ (CZE) დემიენ ჟიღაღ (FRA) კატია მერინიკ (SVN) კატარინა კობალე (SVN) ბეატრის ფერეირა (PRT) მარკოს ანთონ (ENG) რაკიელ ოკონ (ESP) ნიამა ქალენბერგ (SWE) ქრისთინ ქარლსონ (SWE)

ფართი: 36m2

მდებარეობა: ნიდა | ლიტვა

ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო | რორი რანკინ | ბრეთ მაჰონ

EASA 2016

 

Collector Gatherer არის ტყეში განთავსებული ძლიერი კონცეფციის მქონე თავშესაფარი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს მაშინაც კი, თუ ისინი არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. შენობის კიდევ ერთი უპირატესობაა ვერტიკალურად განვითარებული მოცულობა, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მიწის ზედაპირზე გაცილებით მაღლა მოხვდნენ, რაც ტყის ტერიტორიაზე ნამდვილად არატრადიციული გამოცდილებაა. ის კურშის ცელის სანაპიროს ბუნებრივი სილამაზის აღქმის საშუალებას იძლევა, როგორც ზღვის ასევე ტყის კუთხითაც.

კონსტრუქცია ხისაა და თითოეული კედელი შედგება მრავალი პლატფორმისგან, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატოვოს ნივთი მომდევნო ვიზიტისთვის, ან მათთვის ვინც მის შემდეგ ისარგებლებს თავშესაფრით. ამავე ქმედებით ის ახდენს შენობის ტრანსფორმაციას. დროთა განმავლობაში ნაგებობა შეიცვლება, ხის გამჭოლი კედლების ფერის ჩათვლით, შესაძლოა ის ხავსითაც კი დაიფაროს.

Collector Gatherer სამ, განსხვავებული ფუნქციის მქონე, სართულს მოიცავს. მიწის ნიშნული სოციალური სივრცეა, რომელიც დროთა განმავლობაში მოგროვილი ნივთების მეშვეობით საგანძურად გადაიქცევა. შემდეგი სართული ანტრესოლია, რომელიც განკუთვნილია დასაწოლად და მოსასვენებლად. თითქმის 4მ სიმაღლეზე არსებული ბოლო სართული ყველაზე ახლოს აკავშირებს ადამიანს გარემომცველ ხეებთან და აშორებს მას მიწის ზედაპირიდან. ყველა ნიშნული ერთმანეთთან ხის კიბეების სისტემით არის დაკავშირებული.

ტუტორმა, ბრეთ მაჰონმა იდააფს Collector Gatherer-ის შესახებ კიდევ უფრო მეტი დეტალები გაუზიარა და ჩვენს კითხვებს უპასუხა:

– რა იყო Collector Gatherer-ის მოცულობის შექმნისთვის შთაგონების წყარო?

ეს მოხდა ჩემსა და რორის შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე მოკლე დიალოგის გზით. Collector Gatherer-ზე მუშაობისას ჩვენ სხვა და სხვა ადგილებში ვცხოვრობდით. საბოლოო ფორმა ჩამოყალიბდა, მარტივი მოცულობის შექმნის იდეიდან, რომელიც მინიმალურ გავლენას მოახდენდა საპროექტო ადგილზე და ამავე დროს ხაზს გაუსვამდა შენობის და გარემომცველი ხეების ვერტიკალურობას.

– როგორ შეარჩიეთ CG-სთვის საბოლოო ლოკაცია?

ყოველთვის გვქონდა წარმოდგენა იმაზე, თუ რა ტიპის სივრცეში ვხედავდით CG -ს, თუმცა ნიდაში მეორე და საბოლოო ვიზიტამდე არ ვიყავით ბოლომდე დარწმუნებულები, რომ ეს ნამდვილად ის არის. მანამდე ჩანაფიქრში გვქონდა ერთი-ორი ლოკაცია, მაგრამ ამ დროს წავაწყდით ტყის დასაწყისში მოცარიელებულ ადგილს და ყველა სხვა ლოკაცია ამოვარდა ჩვენი გონებიდან.

– რა იყო ვორქშოფის ყველაზე რთული ნაწილი?

ეს რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ მიუხედავად მასალის მოწოდების დაგეგმილთან შედარებით 5 დღიანი დაგვიანებისა ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა ჩვენთვის. ჩვენი მონაწილეები ნამდვილად ძალიან ჩართულები იყვნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რომ CG სულ რაღაც 8 დღეში აგვეშენებინა, რისთვისაც ჩვენ მათი უზომოდ მადლიერები ვართ.

– ხომ არ აპირებთ გარკვეული დროის მერე CG-ს მონახულებას და შეხედვას თუ როგორ მუშობს და „ცხოვრობს“ ის? რისი ნახვის მოლოდინი გაქვთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ღია შენობა, რომელიც შესაძლო იქნებოდა ყოფილიყო დასახლებული და გამოყენებული ნებისმიერი გამვლელის მიერ. ამ დღეებში ადგილობრივი მცხოვრებისგან, რომელსაც უნდოდა გმოეხატა თავისი აღტაცება CG-თი მივიღეთ ფოტო. უახლოეს მომავალში მის მონახულებას რომ ვაპირებდეთ, ვისურვებდით მისი თაროების ტყის საინტერესო ობიექტებით სავსე მდგომარეობაში დანახვას და არა ბევრი ცარიელი ღვინის ბოთლების.

მეტი პრექტის შესახებ იხილეთ აქ: Collector Gatherer

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest