ვორკშოფი: CITY IS MY PLAYGROUND

წელი: 2014

მდებარეობა: ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი.

ხელმძღვანელები: ანდრეი ზიკიჩ, სანია მილანოვ, მარკო ბრკიჩ.

მონაწილეები: თეოდორა ნინოვა, მარი სონდერგაარდ, ტრინა გაარდ, კატია ტოივოლა, სემელი სივონენ, პეტერ ფილიპპაუ, ლადო ხუჯაძე, კუბა ულბრიხ, ლაურა ბეკერ, ლუსია ქოლაია, ჯოანა რის, ქითი ბირნე, სამირ როგტი, ალვარო გომის, ჰიუ ო’როურკ.

 

ხელოვნების მრავალი დარგი დაკავშირებულია სხვა და სხვა ტიპის შენობებთან, ნაგებობებთან და ლანდშაფტთან. გრაფიტი ხელოვნების ისეთი ტიპია, რომელიც მჭიდრო კავშირშია არქიტექტურასთან. ის მოცულობითი და ბრტყელი, 3D და 2D, ობიექტების საოცარი სინთეზია, რომელიც ახალ ფიზიკურ და ემოციურ გარემოს ქმნის.

“City is my playground” (ქალაქი ჩემი სათამაშო მოედანია) არის ერთ-ერთი ვორქშოფი, რომელიც EASA 2014-ის ფარგლებში ბულგარეთში ჩატარდა. ველიკო ტარნოვო ახალგაზრდული სულით სავსე გრაფიტით გალამაზდა. ქალაქი სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანთა ჯგუფის წარმოსახვით სათამაშო მოედნად იქცა. შედეგი მიმზიდველი, სურეალისტური და ფერებით სავსეა.

ვორქშოფი პირველად ჩატარდა ფინეთში, ქალაქ ჰელსინკში EASA-ს ფარგლებში, როგორც ერთდღიანი ღონისძიება. მას შემდეგ მონაწილეების რაოდენობის თვალსაზრისით ის ფაქტობრივად ტრადიციულ ვორქშოფად იქცა.

ყველა ხელოვნების ნიმუში თემატურად, ვიზუალურად და კონცეპტუალურად ახალგაზრდული სულით არის გაჯერებული. ერთ-ერთი მათგანი თითქოს კონტექსტიდანაც არის ამოვარდნილი და უცნაური სანახავია ნამუშევართა ამ ჯგუფში. ეს “Wise Man” (ბრძენი კაცია). მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი პერსპექტივით და ფერით თამაშის ხარჯზე მიღებული შედეგია, ასაკოვანი ბრძენი კაცის თემა თავიდან მოულოდნელი და უცნაური ჩანს. მაგრამ, რამდენჯერმე შეხედვის შემდეგ მნახველს შეუძლია მის თვალებში ახალგაზრდული ნაპერცკალი დაიჭიროს და მაშინ ყველაფერი ცხადი ხდება. გრაფიტისთვის შერჩეული ადგილი და გარემო საოცარია.

„…ამბობენ რომ ბრძენი ადამიანები ყოველთვის დამალულ და მოწყვეტილ ადგილებში, მთელი სამყაროდან მოშორებით, სიწყნარეში და სიმშვიდეში ბინადრობენ. იქ სადაც შეგიძლია შენი აზრების გაგება და აუღელვებლად ფიქრი. ადგილი რომელიც ჩვენ ვიპოვნეთ მისთვის იდეალური იყო – ქალაქიდან მოშორებული და ყოველდღიური აურზაურისგან განცალკევებული…“

მასიური ბეტონის ბლოკები მდინარეზე გადასული ხიდის ქვეშ, რომლებიც სიმწვანით არის გარშემორტყმული.“Wise Man”-ის ძირითადი მუქი იასამნისფერი ტონი ზაფხულის და ზამთრის ნებისმიერ მოსალოდნელ გარემომცველ ტონალობასთან კონტრასტს იძლევა.სამი დამოუკედებელი ნაწილი სრულ სურათად ერთიანდება კონკრეტული წერტილიდან შეხედვით.

თითქმის ყველა ნამუშევარი დინამიურია, თუ არა მასში ფიზიკური, ემოციური ან ინტელექტუალური მოქმედების დასაწყებად მზადყოფნა იგრძნობა. ჩემის აზრით თითოეული მათგანი გუნდური მუშაობის და ინდივიდუალური აზროვნების ფანტასტიური ნიმუშია.

 

საბოლოო პრეზენტაცია იხილეთ აქ:

https://www.youtube.com/watch?v=4BPCPbeRvw4

 

მეტი Artez-ის შესახებ:

http://artezonline.com/

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest