„ ჩვენი ნამუშევრები თავისუფლების ყვირილია.“- ქრისტო

 

ქრისტო და ჯინი კლოდი – ორი ადამიანი და ერთი სული. ერთი ხელოვანი ორ სხეულში, ორი იდეა ერთი განსახიერებით.

ქრიტო იავაშევი- ბულგარელი,

ჯინ კლოდ დენატ დე გუილიბონი – ფრანგი.

დაბადების თარიღი ერთი და იგივე: 13 ივნისი, 1935 წელი.

შეხვედრის ადგილი: პარიზი,1958 წელი.

განშორების დრო -2009 წელი, 18 ნოემბერი, ჯინი გარდაიცვალა…

საინტერესო ფაქტი: ისინი არასდროს დაფრინავდნენ ერთი თვითმფრინავით, თუ ერთი დაიღუპებოდა მეორეს რომ შეძლებოდა სამუშაოების გაგრძელება.

ერთხელ ჯინიმ თქვა: „ მე ხელოვანი ქრისტოს გამო გავხდი, ის რომ დანტისტი ყოფილიყო, მეც დანტისტი ვიქნებოდი.“

მათი პირველივე გამოჩენა სახელოვნებო ასპარეზზე ექსცენტრული და ამბიციური იყო. 1962-ში თვითნებურად გადაკეტეს ვიწრო ქუჩა: რუ ვისკონტი მდინარე სენის მახლობლად რკინის კასრებით. ნამუშევარს „რკინის ფარდა“ ერქვა და იყო პროტესტი ბერლინის კედლის წინააღმდეგ. რკინის კასრები ხელშეუხებელი იყო, ხელოვანებმა ისინი არ შეღებეს, ამიტომ მათზე გარკვევით ჩანდა საწვავის ბრენდების სახელები. ნამუშევრის სიმაღლე 4.2 , ხოლო სიგანე 2.9 მეტრი იყო. ქუჩის პარალიზებას პოლიციის გარშე არ ჩაუვლია, თუმცა ქრისტომ და ჯინიმ შეძლეს მათი რამოდენიმე საათით შეჩერება, ხოლო ნამუშევარმა ყურადღების მიპყრობა შეძლო.

ამას მოყვა ახალი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა წელს და ამ ყველაფერს ქრისტო დღემდე აგრძელებს. იყო რაიხსტაგის „შეფუთვა“ ბერლინში 1995 წელს, ვარდისფრად გარშემორტყმული კუნძულები მაიამიში 1983 წელს, უშველებელი ნარინჯისფერი ფარდა კოლორადოში 1972 -ში და კიდევ რამოდენიმე, რომელებსაც ეხლა იმდროინდელი საზოგადობა პოზიტიური ნოსტალგიით იგონებს. ნამუშევრები, შემორჩენილი მხოლოდ ფოტობზეღა, გვანიშნებს, რაოდენ დიდია ხელოვანის წვლილი ამ სამყაროში და როგორ შეუძლიათ მათ ყოველდღიურობის მიმართულების შეცვლა. თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი და ღირებულა როგორც ხელოვნების, ისე ადამიანების ცნობიერების განვითარებისათვის. ჯინმა და ქრისტომ შეძლეს და შექმნეს ეპოქა, სტილი და თითქოს ამ საუკუნესაც მოყვება მათი გავლენა, ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავია, ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება შთაგონება „რამის“ შესაქმნელად.

 

„რკინის ფარდა“

პარიზი, საფრანგეთი. 1962

ფოტო: ჰარი შანკი, ჟან დომინიკ ლაჟუ ©

 

 

„გარშემორტყმული კუნძულები“

მაიამი, ფლორიდა.1980-83

ფოტო: ვოლფგანგ ვოლთზი, ანდრე გროსმენი ©

 

 

„რაიხსტაგის შეფუთვა“

ბერლინი, გერმანია. 1971 -95

ფოტო: ვოლფგანგ ვოლთზი, ანდრე გროსმენი ©

 

 

„პონტ ნეუს შეფუთვა“

პარიზი,საფრანგეთი. 1975-85

ფოტო: ვოლფგანგ ვოლთზი, ანდრე გროსმენი ©

 

 

„შეფუთული ხეები“

რიენი, შვეიცარია. 1997-98

ფოტო: ვოლფგანგ ვოლთზი, ანდრე გროსმენი ©

 

 

„ქოლგები“

შეერთებული შტატები, იაპონია. 1984-91

ფოტო: ეევა ინკერი, ვოლფგანგ ვოლთზი ©

 

 

„სანაპიროს შეფუთვა“

სიდნეი, ავსტრალია. 1968

ფოტო: ჰარი შანკი ©

 

 

„ ხეობის ფარდა“

რიფლი, კოლორადო.1970-72

ფოტო: ჰარი შანკი, ანდრე გროსმენი, ვოლფგანგ ვოლთზი ©

 

 

„ჭიშკრები“

ცენტრალ პარკი, ნიუ იორკი. 1979-05

ფოტო: ვოლფგანგ ვოლთზი, ეევა ინკერი ©

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest