ვორკშოპი: ქაოტიუმი

წელი: 2014

მდებარეობა: მდინარე იანტრა, ველიკო ტარნოვო:

ხელმძღვანელები: რეინის სოკოლოვს, ლაურა ბირინა, ელენა ზუბურე.

მონაწილეები: ალექსანდრა კრისტოვა, ალექსანდრე კულიკოვ, ლუდმილა გეორგიევა, ნატალია ზაფიროშკა, დიმიტრა იოვანოვსკა.

ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო, რეინის სოკოლოვს, ალექსანდრ კულიკოვი.

განსაკუთრებული მადლობა: ინეს რუდზაიტეს, კრიშიანის გულბისს, ლასმა იზოლას, კატერინა რომანოვას, კატრინა ბელაიას და წორქშოფებს: Onion, Small interventions, Eye the dot, dot the Eye.

 

ვორქშოფის დასახელება, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ხელოვნების ნიმუშის სათაური, აღწერს მასში ჩადებულ შინაარსს. “Chaotium” არის პროექტი ქაოსის შესახებ. მისი შექმნის პროცესიც კი ცოტა არათანმიმდევრული იყო და პირველად გეგმას არ დაემთხვა. აი ასე ხედავს ავტორი საკუთარ ნამუშევარს და ვორქშოფის არსს, მასზე უკეთ კი არავის შეუძლია აღწეროს ის.

 

მდგომარეობა, სადაც შემთხვევითობა უმთავრესია.

ბუნების განუმეორებელი უნიკალური ქმედება, რომელიც მისთვის თანდაყოლილი და არაგანმეორებადია. ვორქშოფის იდეა იყო ქაოსის კონცეფციის გამოყენება ველიკო ტარნოვოს უნიკალურობის საჩვენებლად. ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად ქალაქი, ისევე როგორც მისი ყველა მაცხოვრებელი, მუდმივ მოძრაობაშია. ისინი განუწყვეტელ ურთიერთქმედებაში არიან და ყოველი ახალი კონტაქტი განსხვავებულია. ვინაიდან ქაოსი რაღაც უნიკალურიდა არაგანმეორებადია, ჩვენ ის გამოვიყენეთ როგორც ფუძე ადამიანებს და ქალაქს შორის სიმბოლური კავშირების გამოსახვისათვის.

ჩვენი გეგმა იყო, აგვერჩია რომელიმე სოციოლოგიური კვლევის შედეგი და მასზე დაყრდნობით გვემუშავა. როდესაც მთელი იმფორმაცია შეიკრიბებოდა დაგეგმილი გვქონდა შერჩეული ალგორითმის გამოყენებით შეგვექმნა უნიკალური სურათი, რომელიც ველიკო ტარნოვოს ლანდშაფტს მიესადაგებოდა. რაც მეტი იქნებოდა ხარისხი, მით მეტი იქნებოდა წერტილების სიმჭდროვე.

ყველაფერი შეიცვალა ვორქშოფ “Yantra” -სთან შერწყმასთან ერთად. მათი ჩანაფიქრის მიზანი იყო, მდინარე იანტრას შესწავლა, რომელიც გარს არტყავს ქალაქს. მასალის სრულად შეგროვების შემდეგ მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთგვარი წარმოდგენის დადგმა. “Chaotium”-მა შეიცვალა არსი მდინარის დინების მიმართულებით.

ადგილი შერჩეული იყო – შესანიშნავი მიტოვებული დამბა მდინარეზე, რომელიც დღეს ადგილობრივებს სათევზაო ადგილის სახით ემსახურება. დამბის სივრცეში მონაწილეებმა წარმოადგინეს მდინარე იანტრა სამ სხვა და სხვა ასპექტში: მდინარე როგორც ინსტრუმენტი, როგორც სარიტუალო ადგილი და როგორც ეკოსისტემა. „ეკოსისტემა“ იყო ის ადგილი სადაც “Chaotium”-მა თავი დაიმკვიდრა – ეს იყო ორიდან ერთ-ერთი სამანქანო განყოფილება უზარმაზარი დაჟანგული დანადგარებით.

შედეგად მივიღეთ წარმოდგენა და ინსტალაცია, სადაც ადგილობრივების მონაწილეობით ყველასგან მივიწყებული ქალაქის ნაწილი, თუნდაც მოკლე ხნით, მაგრამ გამოცოცხლდა.

 

გამოყენებული მასალების სიმარტივემ და მათმა კომბინაციამ შექმნა პროექტის ინდივიდუალური სახე (ხელით ნაკეთი ქაღალდის ბურთები, ძუა, ხის ჩარჩო დაულტრაიისფერი ნათება). შედეგი საოცრად ლამაზი და მიმზიდველი გამოვიდა. სიბნელიში მნათობი სფეროები, დღის შუქზე ნახევრად განადგურებული ნაგებობის გარემოცვაში მყოფ თეთრ და სუფთა ობიექტებად იქცევიან. იმის წარმოდგენაც კი შემიძლია, თუ როგორ ამძაფრებს მდიანრის ხმა ამ ქაოსის შეგრძნებას. იდეალური ადგილი მოულოდნელი და მშვიდი, უწესრიგო მაგრამ კარგად დაგეგმილი ხელოვნებისათვის.

 

პრეზენტაციის ვიდეო შეგიძლიათ იხილეთ აქ:

https://www.youtube.com/watch?v=4ZOlJZ1TZes

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest