პროეტი: 3/4 სკამი

ავტორი: სანდრო ლომინაშვილი

შესრულება: ArchDesigne

წელი: 2014

ფოტო: Kikala Studio


სკამი – ყოფითი მოხმარების ნივთი.

სკამი 3/4 – დიზაინ პროდუქტი!

სკამი 3/4 ამ სახით ფართო აუდიტორიის წინაშე 2014 წლის ლონდონის დიზაინის ფესტივალზე წარსდგა. სანდრო ლომინაშვილი ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინით არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაკავდა. მისი პროფესია მანქანათმშენებლობაა, რაც ავტორს პროექტირებისას ბევრ საკითხში ეხმარება. მუშაობისას არ აქვს განზოგადებული და მკაცრ ჩაჩოებში ჩასმული კონცეფცია, რადგან თვლის რომ ყოველი დამკვეთი, წარმოება და პროექტი სფეციფიურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

3/4-ის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად არის. აქ დიზაინერი სკამს საკუთარი დაკვეთით ქმნიდა და როგორც თვითონ IDAAF-თან საუბარში განაცხადა: „ კონცეფცია, პირველ რიგში, ჩემთვის უნდა ყოფილიყო საინტერესო. მინდოდა შემექმნა ნივთი, რომელიც ჩემს მიერ მანამდე ნანახი უამრავი სკამისგან განსხვავებული იქნებოდა.“

მეტალი, როგორც მასალა პირველ რიგში სიმყარის გამოა შერჩეული. ის ხელმისაწვდომია და მისი დამუშავება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. მასალა მინიმალიზმის წამყვანი თემის რეალიზებისთვის კარგად არის გათვლილი.

როგორ შეძელი სკამის დიზიანის, მისი ფუნქციისა და სიმყარის დაბალანსება?

„3/4-თან მუშაობისას, მისი არამდგრადობის ილუზიის შექმნა და ამავე დროს ბალანსის მიღწევის თემა ერთნაიდარ საინტერესო იყო. სკამს სიმყარე აუცილებლად სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ ვერ შეასრულებს ფუნქციას. მეორეს მხვრივ ვიზუალი დიზაინში წამყვანი თემაა და ასევე პრიორიტეტული.“

წარმოდგენილი სკამი პროტოტიპია. ეს მისი მესამე ვერსიაა, ერთ-ერთი მათგანი დიზაინერს უკვე ნახევარი წელია რაც ემსახურება. ავტორი მის სერიულ წარმოებასაც გეგმავს და ამ საკითხზე მოცემულ მომენტში მუშაობს. პარალელურად რამდენიმე ნივთის პროექტირებით არის დაკავებული და ბევრი სამომავლო გეგმაც აქვს.

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest