Null

Courtesy of ROOMS

ROOMS – დიზაინი შთაგონებისთვის

  სამხატვრო აკადემიაში დაწყებულმა მეგობრობამ, დღევანდელი სტატიის გმირები პროდუქტის დიზინის საერთაშორისო ბაზარზე გაიყვანა. ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია ROOMS-ის, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის კომპანიის დამაარსებლები არიან. დაიბადნენ თბილისში 1981 წელს დამას შემდეგ, რაც 2003 წელს სწავლა სამხატვრო აკადემიაშიდაამთავრეს, დაარსეს სტუდია ROOMS. დასაწყისისთვის,ისინი ადგილობრივ ბაზარზე გამოდიან, მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, ქმნიან ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინს.ეხლაც, მათი ნამუშევრების […]

ეს არის ქოთანი -This is a Pot

ლია ბაგრატიონის კერამიკა

  ლია ბაგრატიონი ცნობილი ქართველი კერამიკოსია, რომელსაც ერთობ შთამბეჭდავი რეზუმე აქვს. ის საკუთარ თავს „თიხის არტისტს“ უწოდებს. ლია 1957 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა კერამიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1980 წელს. დღეს იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე, საქართველოს კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის „თიხის ოფისი“-ს თანადამფუძნებელი, ხოლო […]

zebra

ეთერ ჭკადუა ქართული სიმბოლიკითა და გულწრფელი რეალიზმით

  5 წლის იყო ეთერ ჭკადუა, როდესაც თავის თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა და სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, საოცნებო პროფესიის დასაუფლებლად. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაა საქართველოში და თავისუფალ აზროვნებას ხელოვნებაში დიდი გასაქანი არც აქვს. ძნელია, გულგრილი დარჩე ამ ხელოვანის ნამუშევრების მიმართ. რეალისტური სურათები მაშინვე აჩერებს გამვლელს და ატყვევებს მის თვალს. მისი […]

Eileen_Gray

ეილინ გრეი – დიზაინერი ძლიერი ხასიათით

„იმისთვის რომ შექმნა, პირველ რიგში, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენო.“ – ეილინ გრეი   ეილინ გრეი ირლანდიელი არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი იყო. მამამისი მხატვარი გახლდათ, სწორედ მან შეუწყო ხელი შვილის არტისტად ჩამოყალიბებას. დედა არისტოკრატების ოჯახიდან იყო, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ბარონესა გრეიმ შვილებიც საკუთარ გვარზე გადაიყვანა. გრეი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, […]

Yayoi-Kusama

იაიოი კუსამა – თანამედროვეობის ალისა საოცრებათა სამყაროში

  „მე, კუსამა, თანამედროვეობის ალისა ვარ, საოცრებათა სამყაროში“ -იაიოი კუსამა იაიოი კუსამა იაპონელი არტისტი და მწერალია. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალ სფეროში იმუშავა, იქნებოდა ეს ფერწერა, კოლაჟი, სკულპტურა, ინსტალაციები თუ სხვა. მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ინტერესი ფსიქოდელური ფერებისადმი. იგი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმალიზმის, პოპ-არტისა და ფემინისტური ხელოვნების ფუძემდებლად. იაიოი ხელოვნებით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. 1948 წელს […]

Keteval Sokolova-Qurdiani (Family Archive)

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი – პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი პირველი ქართველი ქალი არქიტექტორია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი იურისტი იყო, ხოლო დედა, მარიამ ფორაქიშვილი – მხატვარი. ალბათ, სწორედ დედისგან გამოჰყვა არქიტექტორს შემოქმედებითი ნიჭი. 1922 წელს მან გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიდა (1928 წლამდე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური […]

Lin portrait, courtesy Maya Lin Studio

მაია ლინი – არქიტექტორი, სკულპტორი, ლანდშაფტის ჩიტი

მაია ლინი ამერიკელი არქიტექტორია, თუმცა საკუთარ თავს დიზაინერად უფრო მიიჩნევს; იგი ცნობილია ნამუშევრებით სკულპტურასადა ლანდშაფტის დიზაინში. […]

Tam Oonz

Tam Oonz -ის გრაფიტი

თამუნა წახნაკია იგივე თამოოზ იმ ხელოვან გოგონათაგანია, რომელმაც თავისი ნამუშევრებით უკვე აჩვენა, რომ ერთ- ერთი საუკეთესოა თავის სფეროში და სხვა ცნობილ არტისტებს არაფრით ჩამოუვარდება. ბავშვობიდან ხატავდა და ახლა, მის ნამუშევრებში ყველაზე კარგად შეამჩნევთ რამდენად ინდივიდუალურია ეს გოგო, როგორი დახვეწილი ხატვის მანერა და ძლიერი შტრიხები აქვს თავისი პერსონაჟების სამყაროს გადმოსაცემად. პერსონაჟებზე გამახსენდა -ეს ფერადი სამყაროდან გადმომხტარი […]

” Easel – Mirror “

ანუკა თავართქილაძის პროდუქტი ინტერიერისთვის

ანუკა თავართქილაძე 1984 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 2009 წელს მაგისტრის ხარისხი ფლორენციის დაიცვა დიზაინის ინსტიტუტში, ხოლო 2010 წლიდან კომპანია „MosuliShvili & Partners”-ში მუშაობს. წარმოუდგენელია, იყო არქიტექტორი და ამავდროულად არ გიტაცებდეს ნებისმიერი სახის დიზაინი. ეს პროფესია უკვე გულისხმობს ამ სფეროსთან პირდაპირ შეხებას ნებისმიერ პროექტში. ანუკაც ატქიტექტურის პარალელურად ავეჯის დიზაინით დაინტერესდა და პირველი […]

Sara-Cwynar-portrait-with-still-life-set-up

სარა ქვინერი

სარა ქვინერი 1985 წელს ვანკუვერში დაიბადა და დღეს დღეობით ნიუ ორკში მოღვაწეობს. მის ნამუშევრებს კუპერ კოულის გალერია წარმოადგენს. სარა Washed Out-ის ალბომ Paracosm- ის დიზაინიდან აღმოვაჩინე, შემდეგ მის სხვა ნამუშევრებსაც გავეცანი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ამ ახალგაზრდა გოგოს შემოქმედებით. თითოეულ მათგანში კარგად იგრძნობა მისი განსხვავებული ხედვა საგნების მიმართ, დახვეწილი ფერთა გამა კი მათ უკეთესად აღქმას […]

dreaming_in_the_field

კვაჭის ილუსტრაციები

კვაჭი 2006-ში ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიცანი, მაშინ აბიტურიენტები ვიყავით და მზიან ამინდში აკადემიის ეზოში შეხვედრები ტრადიციასავით გვქონდა ბავშვებს. მაშინვე მომეწონა, ფერადი, პოზიტიური და იაპონურ კულტურაზე უზომოდ შეყვარებული ეს გოგო. მახსოვს მზიურის ფესიტივალები და კვაჭის ლურჯი თმა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ალტერნატიული მუსიკის კონცერტები და ზენიტის ფოტოკამერით გადაღებული მისი ფოტოები. მერე იყო სტუდენტობა, სწავლის დღეები, კვაჭი ხატავდა, ილუსტრაციებს […]

Infected Mushroom

მანანიკო კობახიძის a.k.a CATION-ის ილუსტრაციები

მანანიკო კობახიძე 22 წლის ნიჭიერი და პერსპექტიული ასტრონავტია. დიახ, ის თავის თავს ასტრონავტს უწოდებს და დაე იყოს ასე, ასტრონავტი ხელოვნებაში. სულ დაფრინავს, ინსპირაციას იმაზე შორს ეძებს, ვიდრე გალაქტიკაა და როგორც თვითონ აღნიშნა idaaf-თან საუბარში, ხეების მოძრაობიდან დაწყებული, მელოდებით დამთავრებული შთაგონებას ყველანაირ გარემოსა და საგანში პოულობს. მისი ძირითადი კატალიზტორები, დედა და მეგობრები არიან, ამ საქმეში მნიშვნელოვანი […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |