Null

poster

ბალენსიაგას SS17დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით

ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ თავისი გაზაფხული/ზაფხული 2017-ის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა და მოდურ ფეტიშიზმს უფრო მეტად გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ ახალ კოლექციებზე მუშაობისას, შემოქმედებითი პროცესის დაწყებამდე დიზაინერი საგულდაგულოდ აანალიზებს თემას, იკვლევს მას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ნამუშევრების შექმნაზე. შეიძლება თემის სიღმისეული ცოდნაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი ნამუშევრები ასე გამორჩეულია […]

Photo courtesy of elle.com

Loewe-ს გაზაფხული/ზაფხული 2017

ირლანდიელი დიზაინერის, ჯონათან ანდერსონის შესაძლებლობებს რომ საზღვარი არ აქვს, კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ესპანური ბრენდისა და სამოდელო სახლის Loewe-ს შემოქმედებითმა დირექტორმა სექტემბრის ბოლოს, 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოგვიდგინა. დღევანდელ ქაოტურ მოდის სამყაროში ამ დიზაინერის შემოქმედება შესამჩნევად პროგრესირდება ყოველწლიურად და ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს; მისი ნამუშევრები ეკლექტურ ერთობას ქმნის, რომლის შთაგონების წყაროსაც სხვადასხვა ეპოქა თუ […]

Photo courtesy of sagmeister & walsh

ზაგმაისტერისა და ვოლშის პოპ არტი აიზონისთვის

ზაგმაისტერმა და ვოლშმა აიზონის 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ორიგინალური და ფერადი კამპანია შექმნეს. კოლექცია ანიმაციის მსგავსი ილუსტრაციებითაა გაფორმებული; მათ ვიდეოც ახლავთ თან, რომელშიც კოლექციაში შემავალი ნივთებია გაცოცხლებული. სტეფან ზაგმაისტერისა და ჯესიკა ვოლშის მიერ ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია „ზაგმაისტერი და ვოლში“ კლიენტებს რეკლამებს, ვებ-გვერდებს, ფილმებს, წიგნებსა და სხვა და სხვა სახის ნივთებს სთავაზობს. მათი მუშაობის სტილი გამოირჩევა […]

© Mark Borthwick

დემნა გვასალიას 2016 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია ბალენსიაგასთვის

  ესპანელი დიზაინერის კრისტობალ ბალენსიაგას (Balenciaga) მიერ 1919 წელს დაარსებული იგივე სახელწოდების სამოდელო სახლი, წლების განმავლობაში რჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. კრისტობალი ცნობილი იყო, როგორც უკომპრომისო სტანდარტების დიზაინერი; მისი უცნაური, ფემინური და ამავდროულად ულტრა თანამედროვე ფორმები, სამოდელო სახლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში ბალენსიაგას დიზაინერები იცვლებოდნენ, იცვლებოდა ნამუშევრების სტილიც, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში, სამოდელო სახლი […]

poster

Telma DA-ს სამკაულები და დიზაინი

  “Telma DA არის სამკაულები და დიზაინი. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს ორი სამყარო, დიზაინი და არქიტექტურა უნიკალური და გულწრფელი პერსპექტივიდან“. – თელმა ფერეირა, ახალი ბრედის დამფუძნებელი. Telma Da არის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურული კონცეფციებისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაციას. ბრენდის შექმნის პირველი მცდელობა თელმას რომში არქიტექტორად მუშაობის დროს გაჩნდა. როდესაც ის პორტუგალიაში, პორტოში დაბრუნდა […]

BACK TO PARIS By Eisenberg

აიზენბერგი – სილამაზე ჩვენი სამყაროა

  4 დეკემბერს, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა ლუტეციამ თავის მომხმარებელს ახალი ფრანგული ბრენდი, „აიზენბერგი“ წარუდგინა. ფუნიკულიორის დარბაზში გამართულ პრეს კონფერენციასა და შემდეგ უკვე წვეულებაზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ “აიზენბერგის” წარმოდგენილ პროდუქციას, თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოს ხაზს, რომელიც რამოდენიმე არომატს სხვადასხვა ფლაკონებში აერთიანებს. კომპანიის დამფუძნებელი ჟოზე აიზენბერგია, რომელმაც პარფიუმერიის სფეროში 15 წლიანი სამეცნიერო კვლელების შემდეგ, თავისივე სახელობის ბრენდი […]

CO.MODE

ლიზკა ზაუტაშვილის ინტერიერი CO.MODE -სთვის

ინტერიერი: ლიზკა ზაუტაშვილი ფოტო: ნატო ბაგრატიონი მდებარეობა: საქართველო, თბილისი, აბაშიძის ქ. 14   თბილისს კიდევ ერთი საინტერესო სივრცე შეემატა, რომლის ინტერიერიც არქიტექტორებთან და დიზაინერებთან ერთად, მოდისა და უბრალოდ გემოვნებიანი სამოსის მოყვარულებსაც გაახარებს. განახლებული CO.MODE -ს დიზაინზე ახალგაზრდა ხელოვანმა, ლიზკა ზაუტაშვილმა იმუშავა და აქ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ნაწარმია წარმოდგენილი. ფასადი საკმაოდ არატიპურია, მისი გარკვეული ნაწილი გაუმჭვირვალეა და მინაზე დატანილი […]

1aa

არქიტექტორების მოდა

  რატომ აცვიათ არქიტექტორებს ყოველთვის შავი? ეს არის კითხვა, რომელიც არქიტექტორს არ უნდა დაუსვათ. ამ სტატიაში ცნობილი არქიტექტორების მოდას წარმოგიდგენთ, იმ ჩაცმულობას, რომლებსაც მათ ყოველდღიურობაში ვხედავთ და ასე თუ ისე მათ გემოვნებას გამოხატავს. მათი სტილი თითოეული პერსონის ინდივიდუალიზმის დემონსტრირებას ახდენს და კულტურული თუ დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიბმული დამახასიათებელი თვისებები იკითხება. შეიძლება ითქვას, არქიტექტორები უფრო მეტად ზრუნავენ იმაზე, […]

poa

საკრუიზო ჩვენება 2016

MM6 MaisonMargiela – მარჯიელა, ეს ის ბრენდია, რომლის გამორჩეული მდგომარეობა მოდის სფეროში, არაერთხელ დამტკიცდა წარდგენილი კოლექციებით. ეს 2016 წლის საკრუიზო არ გახლდათ გამონაკლისი. აღნიშნული კოლექცია, შედგება 23 ნამუშევრისგან, რომლებიც ერთი მეორესგან განსხვავებული და შთაბმეჭდავია. ასიმეტრიული ზედატანები, ფორთოხლისფერი და მწვანე ელემენტებით გაჯერებული ქვედაბოლოები, რომლებიც ნაზად ერწყმის შარვლებს. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იდეალურად თავმოყრილი საუცხოო კოსტუმები, […]

Louisa Chalatashvili

მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეული შ/ზ 15-16

მინდა გესაუბროთ მერსედეს ბენცის მოდის დღეებზე, რომელმაც საქართველოშიც აიღო სათავე. ის მეტად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი კოლექციებითა და დიზაინერთა სიუხვით. მის ფარგლებში მრავალი ჩვენება და ღონისძიება ჩატარდა, რაც მოდის მოყვარული ყველა ადამიანისთვის ერთ დიდ დღესასწაულად იქცა. ჩვენს წინაშე არა ერთი ცნობილი ქართველი დიზაინერი წარსდგა თავისი ახალი შემოდგომა-ზამთრის 15/16 კოლექციით. მათ შორის ყველაზე გამორჩეული გვანცა ჯანაშიაა, […]

Janashia

ჯანაშია შემოდგომა-ზამთარი 15/16

ქართველი დიზაინერი გვანცა ჯანაშია თავის ახალ, შემოდგომა-ზამთრის 15/16 კოლექციას, ამჯერად მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოგვიდგენს, რომელიც ამჯამად თბილისში მიმდინარეობს. ფოტო ნამუშევრები რომელიც თან ერთვის აღნიშნულ კოლექციას, სავსეა ნაზი და ამავდროულად, „მამაკაცური“ უხეში სილუეტებით, რაც ვიტყოდი რომ საუკეთესო კომბინაცია არის კარგი კოლექციისათვის. ის გამორჩეულია ყოველდღიური ტანისამოსისაგან და ამავდროულად სავსეა ელეგანტური ელემენტებით. ნებისმიერ ქალს გაუხარდება ამ სილუეტების […]

post

თბილისის მოდის კვირეული შ/ზ 15/16

მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში ყოველწლიურად ტარდება თბილისის მოდის კვირეული, არც ეს მე-11 სეზონი ყოფილა გამონაკლისი. 15/16 შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ამჯერადაც გამორჩეული და მრავლის მომცველი იყო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მოდის სახლი „მატერიალი“ -ს დიზაინერების ალექსანდრე ახალკაციშვილისა და ლიკუნა ჩიტაიას კოლექციებს, რომლებიც შავ-თეთრ და მინიმალისტურ ფრომებში იყო გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, ანუკი არეშიძის ახლად შექმნილი კოლექციაც, რომელიც სავსე იყო […]

Ingrid Verner

“EAT CAKE” ინგრიდ ვერნერისგან

ავსტრალიურ ბრენდს, რომელიც 2012 წელს ინგრიდ ვერნერმა შექმნა, დღემდე იგივე სახელი, „ვერნერი“ ქვია. ამ ქალბატონის წარსულში იყო ლეიბლი, საინტერესო სახელით „TV“, რომელიც ასევე ავსტრალიური პროდუქტია. სამწუხაროდ, ის დაიშალა, თუმცა მანამდე ამ ბრენდმა შექმნა საინტერესო ნამუშევარი „ტოპშოპის“ კაპსულის 2011 წლის კოლექციისთვის. ამ სტატიაში წარმოდგენილი ნამუშევარი გაზაფხული/ზაფხული14/15 წლის კოლექციაა. ონლაინ ჟურნალ „ოისტერ“-თან საუბარში ინგრიდმა აღნიშნა, რომ ეს კოლექცია […]

©Ghostbags by Nutsa

ნუცას Ghostbag-ები

ნუცა ნადარეიშვილი (www.Nutsa.nl) დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რის შემდეგაც სამაგისტრო კურსის შესასწავლად Delft-ის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაემგზავრა. გარდა არქიტექტურული სწავლებისა, ის ყოველთვის ინტერესდებოდა მოდით და აქსესუარების დიზაინით. ის ყოველთვის თავის შექმნილ ბროშებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს ატარებდა. ბოლო წლების განმვალობაში განსაკუთრებით დაინტერესდა გამჭვირვალე მასალებით, როგორიცაა შუშა , pvc და ორგანული მინა. ყველაფერი, არქიტექტურული სწავლების […]

©Gregory Regini

გოლა დამიანის

PHOTO: Gregory Regini MODEL: Qeti Lomadze (IMAGE CENTRE) MAKE UP: Christina Regini   დიზაინერი გოლა დამიანი, ქართული მოდის ერთ-ერთი ინოვატორია. გამორჩეული ფორმებითა და განსხვავებული ხედვით, მან თავიდანვე მიღწია წარმატებას და მალევე გახდა ცნობადი ფართო მასებისათვის. მისი კოსტუმების ტექსტურა, ქსოვილები და მოყვანილობა თვალსაჩინო და ჰარმონიულია. “SLEEP WITH ME”, გაზაფხული-ზაფხული 2015 წლის კოლექცია, რომელსაც აქ წარმოგიდგენთ, სავსეა […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |