Null

Aesthetics of Repair in Contemporary Georgia poster

“რემონტის ესთეტიკა თანამედროვე საქართველოში” – ქართველი ხელოვანების გამოფენა ესტონეთში

  კურატორი: მარიკა აგუ კონსულტანტი: ფრანცისკო მარტინეზ მონაწილეები: დავით ბოსტანაშვილი | ჯგუფი ბულიონი | თეა გვეტაძე | ლევან მინდიაშვილი | გიორგი ოქროპირიძე | ნინო სეხნიაშვილი | სოფია ტაბატაძე ფოტო: ჯოან ჰიუმერინდ თარიღები: მარტი 24 – მაისი 29 | 2016 მდებარეობა: TARTMUS ტარტუს ხელოვნების მუზეუმი, ესტონეთი     იდააფი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ესტონეთში რამდენიმე ხნის წინ […]

Petre Otskheli WINGED PAINTER 1936 photo credit www.georgiatosee.com

პეტრე ოცხელი – სივრცის ინსპირაცია თეატრსა და კინოში

  თეატრი და კინო თავად არის წარმოსახვითი რეალობა, მოქნილი და ამავდროულად კონკრეტულ სიუჟეტზე მიბმული, ამიტომ ამ აბსტრაქტული სამყაროსთვის ხელშესახები სივრცის შექმნა განსაკუთრებულ გონს, ინტუიციასა და ნიჭს მოითხოვს. დღევანდელი ორშაბათის ინსპირაციის მთავარი გმირი პეტრე ოცხელი ყველა ამ და კიდევ სხვა მრავალი დადებითი პროფესიული თვისებით გამოირჩევა. პეტრე ოცხელი ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებელია. Petre Otskheli and […]

FABRIKA by MUA courtesy of MUA

უფუნქციო ფაბრიკის ნაცვლად კულტურული ცენტრი – MUA-ს ახალი პროექტი თბილისში

  არქიტექტურა: MUA | ნიკა გურაბანიძე, ნიკა მაისურაძე, ტატა ქოიავა, ეკა კანკავა, სალომე ღუდუშაური, ბოკა კილასონია, ქეთევან ვაჩნაძე, ირაკლი ფეტელავა, მარეხ გორგილაძე, ნინო მარგველაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, დევი ქიტუაშვილი დამკვეთი/ინვესტორი: Adjara Group Hospitality მდებარეობა: ნინოშვილის ქ.8 | თბილისი, საქართველო წელი: 2016   საბჭოთა დროინდელი სამკერვალო ფაბრიკის შენობა სიცოცხლეს იბრუნებს, ოღონდ ამჯერად მისი რეინკარნაცია განსხვავებული სახით მოხდება. სამუშაოები […]

Zaha Hadid

ზაჰა ჰადიდი – ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი არქიტექტურაში

  „თუ ადვილი ცხოვრება გსურს, არ გახდე არქიტექტორი“ – ზაჰა ჰადიდი რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი, ზაჰა ჰადიდი დაკარგა. 65 წლის არქიტექტორი მაიამის ჰოსპიტალში გულის შეტევით გარდაიცვალა. ზაჰა ჰადიდი ერაყში დაბადებული ბრიტანელი არქიტექტორია; იგი პირველი ქალია, რომელმაც მამაკაცებით სავსე არქიტექტურულ სამყაროში თამამად შეაბიჯა და თანამედროვე არქიტექტურა „თავის ჭკუაზე მოიყვანა“. ზაჰა ჰადიდი უნიკალური […]

SUNFLOWER_2005

მერაბ აბრამიშვილის ფერწერა

  იდააფის დღევანდელი ორშაბათის ინსპირაცია თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელიც შუა საუკუნეების ფრესკებისთვის დამახასიათებელ ტექნიკას იყენებდა დაზგური ფერწერის შესაქმნელად. მერაბ აბრამიშვილის პირველი შთაგონება ატენის სიონის ფრესკები იყო, რომლებსაც მამის ხელმძღვანელობით შემდგარი ექსპედიციისას შეხვდა. ასლების ხატვისას უძველეს ტექნიკას დეტალურად გაეცნო და შემდგომში ის საკუთარი სტილის შექმნაში ოსტატურად გამოიყენა. ლევკასის ტექნიკით შესრულებული დაზგური ფერწერა განსხვავებულ თემატიკას მიუძღვნა და ოთხმოციანელების […]

WATER 3 PHASES

ლუკა აქიმიძის ზღვა მზეა, მთვარე – ქვა ALLISALI

  ახალგაზრდა არტისტმა, ლუკა აქიმიძემ გამოფენა : “ზღვა მზეა, მთვარე – ქვა ALLISALI” თავისივე სახლის ინტერიერში, კაკლებში წარმოადგინა. სხვა და სხვა ფაქტურის, ზომის, კონცეფციისა და ფერთა საინტერესო გამის მქონე ნამუშევრები, მინიმალისტურ სივცეში იყო გამოფენილი და მნახველისთვის ძალიან კარგად აღსაქმელ ექსპოზიციას წარმოადგენდა. ლუკა თითოეულ ნამშევარს დეტალურად უხსნიდა მნახველებს, რამაც ამ გამოფენის აღქმა უფრო გაადვილა და მთავარი სათქმელი ადრესატებამდე […]

Courtesy of teamLab

მომავლის სამყაროს პოეზია

  „სამყაროს სჭირდება შექმნა და არა კრიტიკა“ – ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმ გრძელი წერილიდან, რომელიც „თიმლაბის“ კომუნიკაციების დირექტორმა – კუდო ტაკაშმა მომწერა დასმული კითხვების პასუხად. კითხვა სულ რამდენიმე იყო და ბწკარედული, მაგრამ პასუხები ძალიან გრძელი და დეტალური გამოუვიდა. ისინი იაპონელი არტისტები არიან, ქვიათ „თიმლაბი“ და დაარსების ასეთი მოკლე ისტორია […]

Courtesy of Filip Hodas

ციფრული აბსტრაქციები ფილიპ ჰოდასის ლანდშაფტებში

  ფილიპ ჰოდასი 23 წლის გრაფიკული დიზაინერია პრაღიდან. ის თავისუფალ დროს შთამბეჭდავ, კონცეპტუალურ კომპოზიციებს ქმნის 3D პროგრამებში, სადაც წარმოსახვით პეიზაჟებს ძალიან დეტალური და რეალისტური ტექსტურები აქვთ. არტისტის სურრეალისტური ვიზუალები მნახველს ჰიპერრეალურ სივრცესთან აკავშირებს. მკვეთრი ფერები, პეიზაჟები, რომლებიც ხშირად სხვა პლანეტის ლანდშაფტებს ჰგავს და საინტერესო ფაქტურის გეომეტრიული ფორმები არის ის, რაც ჰოდასს სხვებისგან გამოარჩევს. მის ნამუშევრებში […]

Death of an Image © Andrea Galvani

ანდრეა გალვანის ”დასასრული” და ნადირობა მკვდარ წამზე

  ანდრეა გალვანი იტალიელი ხელოვანია. იგი 1973 წელს ვერონაში დაიბადა, დღესდღეობით კი ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი ძირითადი პროფილი ფოტოგრაფიაა, მაგრამ კვლევის პროცესში ხშირად მიმართავს ინტერდისციპლინურ მიდგომას და იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას. არტისტი ეგზისტენციალურ თემებზე მუშაობს და ექსპერიმენტის გრძელ და ბნელ გვირაბს ძალადობის დოკუმენტალისტიკით, ყოფის სიმყიფისა და დროებითობის ამსახველი ინსტალაციებითა და ენიგმატური ნახატებით მიუყვება. მისი იდეები ხან სკულპტურის […]

Source: jankalab.com

იან კალაბის ფერადი გრაფიტი და დედამიწა, რომელიც სახეს იცვლის

იან კალაბი გრაფიტის ჩეხი მწერალი 1978 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. დღეს მისი ნამუშევრების სოლო გამოფენები სხვადასხვა გალერეაში იმართება, მაგრამ მანამდე, როგორც ქუჩის მხატვარმა, ყველა ის საფეხური გაიარა, რომელიც გრაფიტის სრულფასოვანი წერისთვის არის საჭირო. იანი საბჭოთა სივრცეში დაიბადა, სადაც გრაფიტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდა. 90-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საზღვრები გაიხსნა და დასავლური ამბები ადვილად შევიდა ქვეყანაში, […]

2 (timdietrich.me)

ორშაბათის ინსპირაცია: ალექსანდრე ქალდერი – ‘შემდეგი ნაბიჯი სკულპტურაში მოძრაობაა’

ალექსანდრე ქალდერის ნამუშევრები 2015-ის ზამთრის სეზონის მთავარი ექსპოზიცია იყო ტეიტ მოდერნში, ლონდონში. კურატორებმა მნახველის წინაშე მსუყე მასალა და ხელოვანის უამრავი საკულტო ნამშევარი წარმოადგინეს, სადაც კარგად ჩანდა ამ უდიდესი შემოქმედის საწყისი, განვითარებისა და კულმინაციის მომენტები. უსაზღვრო ნიჭით დაჯილდოებული არტისტი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას და მისი შემოქმედება მრავალი ხელოვანისთვისაა შთაგონების წყარო. ქალდერმა ქანდაკებასთან მუშაობის ინოვაციური მეთოდები […]

Soviet Textiles

საბჭოთა ფოლკლორი – ტექსტილი ტანკებითა და ტრაქტორებით

  საბჭოთა კავშირმა ბევრი ცუდი მოგონება დატოვა ისტორიაში, თუმცა შექმნა სახასიათო სტილი და მიმართულება ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი დიზაინში, რომელსაც ახლაც ვიკვლევთ, გავინტერესებს და უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია; უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ავტობუსის გაჩერებები, მონუმენტები, ავეჯი და თითქმის ყველა დეტალი, რაც ამ დროის განმავლობაში შეიქმნა. ყველას […]

Courtesy of Chxeo

თვითმფრინავის ილუმინატორიდან დანახული ჩხეოს აბსტრაქტული ლანდშაფტები

  “აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ დედამიწა და ის, რასაც ვხედავთ სრული საოცრებაა.” გიორგი ჩხეიძე, იგივე „ჩხეო“ ქართველი არტისტია, რომელსაც ხელოვნება ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში შეუყვარდა. ბაბუა სკულპტორი იყო, ვისთანაც ის დიდ დროს ატარებდა. ახლა უკვე ნამუშევრებს დამოუკიდებლად აკეთებს, მაგრამ თავიდან ხატვით დაიწყო: „ბავშვობაში მეგონა, რომ ხატვა, როგორც პროცესი იყო ხელოვნება. დროის გასვლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ […]

Petite Noir - La Vie Est Belle - Life Is Beautiful

2015 წლის მუსიკალური ალბომების საუკეთესო გარეკანები

  უდავოა, რომ ახალი მუსიკალური ალბომის გამოსვლისას კარგი და ხარისხიანი მუსიკის მიღების იმედი გვაქვს; ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ალბომის წარმატებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გარეკანიც, ის არა მარტო შენახვის, დაცვის ფუნქციას ასრულებს, არამედ გემოვნებიანად შესრულებული სურათი, ნახატი თუ უბრალოდ წარწერა გააჩერებს, მიიზიდავს მსმენელს და ალბომის შეძენის სურვილს გაუჩენს. წიგნის ყდის მსგავსად, მან ილუსტრაციებით უნდა გადმოგვცეს მუსიკის […]

Source: jadamparkersmithwork.com

ადამ პარკერ სმიტის შავი იუმორი და აბსურდული ხელოვნება

  ადამ პარკერ სმიტი 36 წლის ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტია, რომელიც ცნობილია თავისი სკულპტურებით, ინსტალაციებითა და ნახატებით. ბაკალავრის ხარისხი სანტა კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიიღო, ხოლო მაგისტრის – ტაილერის ხელოვნების სკოლაში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო როგორც ამერიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ხელოვანი საკმაოდ პოპულარულია თავისი არაორდინალური, საინტერესო ნამუშევრებით. იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ცდილობს საკუთარი […]

© 2018 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |