Null

‘ახალი ტალღის ტურისტი’ – მაია ნავერიანი

გალერეა არტბითი მაია ნავერიანის სოლო გამოფენას: “ახალი ტალღის ტურისტი” მასპინძლობს. “ტურისტი – ცნობისმოყვარე მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, დროებითი, შემთხვევითი სტუმარი – ეს ის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მომწონდა და ბევრ ჩემს ნამუშევარში გამომიყენებია. და აი, ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში გამოვიკეტეთ და ყველანაირი მოგზაურობა გაყინულია, ცნება ტურიზმი, ტურისტი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა ჩემთვის და ამ თემაზე ახალი ტექსტის შექმნაზე […]

Mouth of Darkness – Andro Eradze

  ‘ხედვა გისოსებიდან ისე დაიღალა, რომ მისთვის აღარ არსებობს მის გარეთ არცერთი სამყარო; როდესაც ისინი დადიან, მათი ნაბიჯები წრეებში არიან დატყვევებულები, მაგრამ ეს მოძრაობა მაინც ჰგავს რიტუალურ ცეკვას, რომელშიც მათი ვნება პარალიზედება. ძალიან იშვიათად, როდესაც მაყურებელი ტოვებს ტერიტორიას, შემოდის გამოსახულება, სადაც ისინი დაძაბული ვარდებიან ძირს; თავიაანთი ჩაკეტილი კუნთებით ეშვებიან საკუთარ გულებში და ქრებიან.’ – რაინერ მარია რილკე […]

თამარ ნადირაზე – ინტერვიუ ადამიანებზე, აკვარელსა და გავლენებზე

ქრისტო კლოდმა თქვა: „მჯერა, რომ ხელოვნების ყოველი ნაწარმოების საუკეთესო დროა პერიოდი, როდესაც ის შესრულდა, ამის შემდეგ კი ხდება მისი მუდმივი ტრანსფორმაცია.“ – თამარის ნამუშევრებიც თითქოს ასეა – მათ აქვთ მიზანი, რასაც მხატვარი ნარატივით გადმოსცემს, სიმბოლიკა, რაც მის კომპოზიციებში მსუყედაა მიმოფანტული და პერსონაჟები – რომლებიც თავიაანთი გამომსახველი ფერებითა და ფორმით თითქოს ნამუშევრიდან გადმოსვლას და რეალურ სამყაროში […]

რაც შენია, შენია: ერთი გარაჟის მანიფესტი – თბილისის არქიტექტურის ბიენალე

საავტორო ჯგუფი: დავით ბროდსკი, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე, ტობიას შმიტი, გიგი შუკაკიძე მდებარეობა: ზალივსკის ტბა, ივანო ფრანკივსკი, უკრაინა წელი: 2019 ავტორებისგან: “თავდაპირველად გარაჟი ავტომობილის მოპარვისგან დაცვის მიზნით შენდებოდა მძიმე კრიმინალური ვითარების დროს 90-იანებში. თვითნაშენი გარაჟების წარმოშობა ასევე უკავშირდება პრივატიზების კულტურის აღმოცენებას კომუნიზმის შემდგომ პერიოდში.ურბანული სივრცეების ზრდამ და მისმა არაფორმალურმაგანვითარებამ შედეგად ქაოტური ურბანული პროცესები და გეგმარების […]

ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა

იდეის ავტორი: ნიკოლოზ კაპანაძე კურატორი: ნინა პატარიძე მდებარეობა: თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორანჟერეა 31 მარტს თბილისის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში ხელოვანმა ნიკოლოზ კაპანაძემ ინსტალაცია სახელად: „ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა“ წარმოადგინა. ინსტალაცია ვიზუალურად ურბანული ხასიათის არის, მისი ძირითადი ნაწილი ნაცრისფერი “მონოლითი” და მასში წრიული სიცარიელეა, რომლის კონტურსაც განათება მიყვება. ავტორისგან: „ჩვენი ქალაქი ყოველდღიურად საკუთარ თავში ბადებს […]

არჩიბალდ კორძაია – PLAY

  თემები არჩიბალდ კორძაიას შემოქმედებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მისი ნამუშევარი დღევანდელ რეალობაზეა. მხატვარს აინტერესებს ის, რისი გაგება, მოსმენა და დანახვაც შეუძლია, მთავარი ინსპირაციის წყარო გარშემო მიმდინარე მოვლენებია, ინტერნეტში ნანახი, ტელევიზორში მოსმენილი და ბეჭდური მედიაში წაკითხული. ცხოვრობდე ასეთ საინტერესო და არაპროგნოზირებად რეალობაში, როგორიც ჩვენია, მაგრამ “დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში”, მისთვის მიუღებელი და გაუგებარია. მისი პასუხები იდააფის შეკითხვებზე ამ დამოკიდებულებას ადასტურებს: – რამდენიმე […]

გიორგი ჩხეიძე – ”ისე, როგორც არის”

არტარეაში გალერეა “ერთი”-ს ორგანიზებით გიორგი ჩხეიძემ ახალი ნამუშევრების სერია: „ისე, როგორც არის“ (As It Is) წარმოადგინა. შესრულების ტექნიკები, თემატიკა, ფერები – ჩხეომ ამ ექსპოზიციით თითქოს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სტილსა და მიმართულებას ხელოვნებაში. მოზრდილი ზომის ტილოებზე შესრულების ბასრი ტექნიკა თავიდან პრინტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა კარგად დაკვირვებული თვალი გიორგის პედანტურ და სუფთა ხელწერას მაშინვე შეამჩნევს. […]

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები აფხაზეთიდან

ცნობილმა კანადელმა ფოტოგრაფმა კრისტოფერ ჰერვიგმა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ავტობუსის გაჩერებების მოგროვებას 15 წელი მოანდომა. ეს წლები სავსე იყო საინტერესო თავგადასვლებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი დიზაინის მრავალფეროვნებით. თუ ევროპასთან ახლოს ქვეყნების გაჩერებები ხის მასალასა და უფრო რბილ ფორმებშია გადაწყვეტილი, ამიერკავკასიაში მათ ბეტონსა და მოზაიკაში ჰპოვეს გამოხატულება. აღსანიშნავია, რომ გაჩერებების უმეტესობა ასო: A ფორმის […]

ვერა ფაღავა – ქართული ფერწერის იშვიათი სიმდიდრე

ვერა ფაღავა ქართული ფერწერის უიშვიათესი სიმდიდრეა, განსაკუთრებით საინტერესო კი თავისი მოღვაწეობის წლებით. 20-ე საუკუნის დასაწყისი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგას არქიტექტურაში, ფერწერაში, თეატრში, ლიტერატურასა და სხვა სფეროებში. ასპარეზზეა გალაკტიონ ტაბიძე, ყალიბდება ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა გაერთიანება „ცისფერყანწელები“. მოღვაწეობას იწყებენ და 1920 წელს პარიზში სასწავლებლად ჩადიან დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე, მოგვიანებით […]

ანდრო ერაძის ”ფეიერვერკები”

ხელოვან ანდრო ერაძის გამოფენა Chaos Concept Store-ში 11 ოქტომბერს გაიხსნა და ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლა მნახველებს. ნამუშევრები სათაურით „ფეიერვერკები“ (FIREWORKS) ყვითელი ფერის სივრცეში იყო გამოფენილი და წარმოადგენდა ღამით მრავალფერად აფეთქებულ ცას. ხის ჩარჩოებში ჩასმული ფოტოების „დამცავი“ მინები ისე იყო ჩამსხვრეული, რომ ქმნიდა ეფექტს, თითქოს ფოტოდან ხმაურიანმა ფეიერვერკებმა ამოხეთქეს. „ფოტოგრაფია არის მედიუმი, რომელიც იკვლევს როგორც გარემოს […]

ირაკლი ბუგიანი – ”ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში”

კურატორი: ლევან მინდიაშვილი გამოფენა ორგანიზებულია Project ArtBeat-ის მიერ. ფოტო: სანდრო სულაბერიძე, ანგუს ჯეიმსი, ლედლი ბრაუნი.   „ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“ ირაკლი ბუგიანის პირველი, ინსტიტუციონალური, პერსონალური გამოფენაა საქართველოში და თავს უყრის ხელოვანის საეტაპო ნამუშევრებს, რომლებიც მისი პრაქტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს. ადამიანის ცნობიერებისა და აღქმის მექანზმების გასაანალიზებლად ბუგიანი მთავარ მედიუმად ფერწერის ენას ირცევს. მისი ნამუშევრები მატერიალური სამყაროს უხილავი […]

Lor-K-ის გიგანტური საკვები პარიზის ქუჩებში

რამდენიმე თვეა პარიზის ქუჩებში გიგანტური და მადის აღმძვრელი საჭმელი გამოჩნდა; ქუჩის ხელოვანმა Lor-K-მ გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება გადაყრილი და უსარგებლო ლეიბების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა. ფრანგი არტისტი ბოლო ექვსი წელია მიტოვებულ ნივთებს იყენებს ქუჩის სკულპტურების შესაქმნელად. დასამახსოვრებელი და ორიგინალური ნამუშევრების გარდა, იგი ხალხის ყურადღებას სკულპტურების შინაარსითაც იქცევს. მათში ყოველთვისაა ჩადებული მნიშვნელოვანი იდეა, რომელზე დაფიქრებაც ღირს. ახალ […]

უხილავი ასაკი – ნატა სოფრომაძის ფოტოსერია

ქართველ ფოტოგრაფებში, ჩემთვის ერთი სახე ყოველთვის უფრო მეტად გამოირჩევა. ნატა სოფრომაძე, რომელიც ნამუშევრების ესთეტიკით, თემების მრავალფეროვნებითა და გადაღების მანერით იქცევს ყურადღებას. განსაკუთრებით აღსანიშნავი, ალბათ, მისი ის უნარია, გადმოსცეს ყოველდღიური ხედვის და შექმნას შთაბეჭდილება, ვითომ ისინი არც კი გვინახავს. მიანიჭოს მათ ახალი და საინტერესო სიცოცხლე. ამ სტატიაში წარმოდგენილი ფოტოსერია „უხილავი ასაკი“ ნატას ერთ-ერთი ახალი ნამუშევარია და ზურგით […]

ფრონტის შინაური ცხოველები Moooi-სთვის

2006 წელს დიზაინ ჯგუფ ფრონტმა Moooi-სთვის ცხოველების კოლექცია შექმნა და ნამუშევარი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მათ შეხვდებით ყველანაირ ინტერიერში, პრივატული აპარტამენტებიდან მოყოლებული საგამოფენო სივრცეებით დასრულებული. ფრონტი (Front) შვედური დიზაინ ჯგუფია; მათი ნამუშევრები გამოირჩევა ექსპერიმენტული სტილით, გაბედულობით, არ უშინდებიან ხალხში აჟიოტაჟის გამოწვევას. ჯგუფის წევრები Sofia Lagerkvist, Charlotte von der Lancken და Anna Lindgren შემოქმედებით პროცესში თავიდან […]

ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა ‘ბაუჰაუზი’.1919-1933

  „არქიტექტორებო, მხატვრებო, მოქანდაკენო, ჩვენ ყველა უნდა დავუბრუნდეთ ხელოსნობას! ვინაიდან არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა „პროფესიონალური ხელოვნება“. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ხელოვანსა და ხელოსანს შორის. ხელოვანი განდიდებული ხელოსანია. ღვთის შეწევნითა და შთაგონების იშვიათ მომენტებში, რომელიც ნებელობის ზღვარს სცდება, ხელოვნება მისი ხელების შრომით შეიძლება არაცნობიერად აყვავდეს, მაგრამ ხელოსნობის საფუძველი ყველა ხელოვანისთვის არსებითია. სწორედ აქაა შემოქმედებითობის პირველწყარო. […]

© 2021 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |