Null

Photo: Gio Sumbadze

მოტივტივე პირსი წყლის თხილამურებისთვის ყვარელში

მდებარეობა: ყვარელი, საქართველო სტუდია: დავით გიორგაძე არქიტექტორები ავტორი: დავით გიორგაძე; ივანე ხუჭუა საერთო ფართობი: 440 კვ.მ გამოყენებადი ფართობი: 69 კვ.მ დასრულების წელი: 2015 მოტივტივე პირსი წყლის თხილამურებისთვის სცდება არქიტექტურის ტრადიციულ გაგებას და უფრო მეტად ხელოვნების სფეროს წარმოადგენს. მისი ესთეტიური ღირებულებები ეფუძნება ოქროს კვეთის პრინციპებს. ობიექტი მკაფიო ხასიათს აყალიბებს მსუბუქი და სკულპტურული არქიტექტურისა. ყვარლის ტბა […]

თბილისის ძველი ფოტოები. Old photos of Tbilisi

მკვდარი ადგილები თბილისში და მათი გამოცოცხლების იდეები

„ჩვენი მოვალეობაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი პლანეტა, რომელიც იქნება სახლი არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე.“ – დევიდ ათენბოროუ (პლანეტა დედამიწა II) დასაწყისი მაშინ როცა უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს, პრიცკერის პრიზის 2016 წლის ლაურეატი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა სოციალური სახლების მშენებლობებით ხედავს მსოფლიო სიღარიბისა და საცხოვრებლების პრობლემის გადაჭრის გზას, გერმანელი პატრიკ შუმახერი, […]

Photograph by Tony Webster

დონალდ ტრამპის არქიტექტურული გემოვნება

ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში მილიარდელმა უძრავი ქონების მაგნატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და 2017 წლიდან დაიკავებს შტატების 45-ე პრეზიდენტის სავარძელს. შესაბამისად, მსოფლიოს ყურადღება მთლიანად მისკენაა მიპყრობილი. მედია ობიექტივში ხვდება ტრამპების ოჯახი და მათ შესახებ ნებისმიერი დეტალი ახალი ამბების ჰედლაინერია. სხვადასხვა ბიზნესების მფლობელი ტრამპი თავისი ექსცენტრიულობით გამოირჩევა და საპრეზიდენტო კამპანიის დროს და მერეც უამრავი სკანდალური განცხადების ავტორია. […]

Courtesy of Stipfold

Stipfold-ის გუნდის თეთრი ინტერიერი სახელწოდებით ”მღვიმე”

არქიტექტურა: Stipfold ინტერიერის დიზაინი: ბექა ფხაკაძე ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი მდებარეობა: თბილისი, საქართველო ტიპი: აპარტამენტი ფართობი: 150 კვ.მ წელი: 2015-16   არქიტექტურულმა სტუდია Stipfold -მა ინტერიერის პროექტი დაასრულა თბილისში, რომელიც სითეთრით გამოირჩევა და კონტრასტს ხის მასალასა და წყლის ფერთან ქმნის. დიზიანი, რომელიც გუნდმა ამ კონკრეტული აპარტამენტისთვის შეიმუშავა, მარტივ ფორმებშია გადაწყვეტილი და თვალს არც ერთი დეტალი არ ტვირთავს. […]

Courtery of Foster + Partners

Droneport – ყველაზე პატარა აეროპორტი ნორმან ფოსტერის შემოქმედებაში

დრონის აეროპორტი – ნორმან ფოსტერი მასშტაბებს ამცირებს და ყველზე მცირე ზომის აეროპორტს ქმნის, ამჯერად რუანდაში და ამჯერად დრონებისთვის. 2016 წლის XV არქიტექტურული ბიენალეს კურატორმა, არქიტექტორმა ალეხანდრო არავენამ შეძლო და მესიჯით ‘Reporting from the Front’ ვარსკვლავი არქიტექტორების ყურადღება შორეულ მიწებზე გადაიტანა და განვითარებადი ქვეყნებისათვის საინტერესო იდეებს მოუყარა თავი. ასეთია ნორმან ფოსტერისა და პარტნიორების (Foster + Partners) პროექტი […]

Polish Pavilion 'Fair Building'

პოლონეთის პავილიონი ”Fair Building” მშნებელობაზე მომუშავე ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

სხვა ქვეყნების პავილიონებისგან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა ჰქონდა წამოწეული პოლონეთს. პავილიონი შედგებოდა მეტალის ხარაჩოებს შორის განთავსებული ეკრანებისგან, სადაც გადიოდა განსხვავებული ვიდეოები სამშენებლო მოედნებიდან. ხარაჩოების კომპოზიციას მთელი ოთახი ეკავა. ვიდეოებში მძაფრად იყო გადმოცემული მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ყოფა, იქ მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიური რისკები, რასთანაც მათ უწევთ დაპირისპირება. ვიდეოებში თვითონ იქ მომუშავე ადამიანები საუბრობენსირთულეებზე, ყვებიან […]

© Iwan Baan

მანჰეტენზე ბიარკე ინგელსის VIA 57 West-ის მშენებლობა დასრულდა

მანჰეტენზე, არქიტექტურის ვარსკვლავთბიჭუნა, ბიარკე ინგელსის (BIG) ნახევარ პირამიდა VIA 57 West-ის მშენებლობა დასრულდა , რომელიც ზუსტად ისეთია როგორსაც ველოდით: ბასრი, ზომიერად ამბიციური და „სრულიად უნდა განსხვავდებოდეს ქალაქის სხვა ცათამბჯენებისგან“ სულით გაჯერებული. 2005 წელს დაარსებული დანიური კომპანია (BIG) არქიტექტორებს, დიზაინერებსა და მშენებლებს აერთიანებს და მისი სპეციალიზაცია არქიტექტურა, ურბანიზმი, კვლევა და განვითარებაა. იგი დიდი პოპულარობით და მოწონებით […]

Photo: Nanuka Zaalishvili

ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში #2

საბჭოთა გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება. ამჯერად, მეორე (და არა ბოლო) ნაწილს წარმოგიდგენთ. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ:   გზებზე ფერად და მზიან მოზაიკებს ბეტონის ბრუტალური სტრუქტურები ცვლიან. მათი დიზაინი კონკრეტულ სამხატვრო სტუდიებს უკავშირდება , რომლებსაც ესთეტიკის ინსტიტუტი და სამხატვრო კომბინატი ანაწილებდა და რადგან არც ერთი ეს დაწესებულება დღეს აღარ არსებობს, გაჩერებების ავტორების […]

Photo Courtesy: Villamartin Museum

მატრერას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია ესპანეთში

ესპანეთში, მეცხრე საუკუნეში აგებული მატრერას ციხე-სიმაგრე ქალაქ ვილამარტინთან დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ იდგა მტრის წინააღმდეგ და მრავალ შემოსევასა და ალყასაც გაუძლო,მაგრამ ჟამთა სვლას წინ ვერავინ აღუდგება და ნაგებობაც დროთა განმავლობაში ნანგრევებს უფრო მეტად დაემსგავსა. მატრერამ არსებობის მანძლზე რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი, სანამ 1341 წელს ესპანელებმა ის საბოლოოდ არ დაიბრუნეს. იმის გამო, რომ ბოლო სასაზღვრო ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, […]

Photo Courtesy of designdautore.blogspot.com

რიკარდო ბოფილის La Muralla Roja ანუ წითელი კედელი კალპე, ესპანეთში

ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ კალპეში „წითელი კედელი“ 1968 წლიდანაა „აღმართული“. La Muralla Roja-ს მკვეთრი ფერები ან კონტრასტშია გარემოსთან, ან იდეალურად ერწყმის მას. არქიტექტორ რიკარდო ბოფილის ამ საცხოვრებელ კომპლექსში აშკარად იგრძნობა არაბული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების არქიტექტურის გავლენა. La Muralla Roja-ს მშენებლობა 1973 წელს დასრულდა და მისი დიზაინი ესპანელ არქიტექტორს, ლეგენდარულ რიკარდო ბოფილს ეკუთვნის. არქიტექტორი 1939 წელს ბარსელონაში, […]

Photo: James Mollison
Image courtesy of Surface Magazine

გაუმჯობესების არქიტექტურა: როგორ ცვლის ალეხანდრო არავენა მსოფლიოს ლამაზი და პრაქტიკული შენობებით

იდააფი წარმოგიდგენთ თარგმანს ექსკლუზიური ინტერვიუსი, რომელიც პოპულარულმა გამოცემა SURFACE-მა ჩილელ არქიტექტორ, პრიცკერის პრიზის წლევანდელ ლაურეატ, ალეხანდრო არავენასთან ჩაწერა.   ჩილელი არქიტექტორი, ალეხანრო არავენა არქიტექტურას ხალხის დახმარების გზად მიიჩნევს და არა მათი ფორმებით თვალის მოჭრის გზად. არავენას ფირმის, „Elemental”-ის ეთოსი და პრაქტიკა არსებითად წლევანდელ ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე წარმოდგენილი ყველა ეროვნული პავილიონის მონახაზია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. როგორ […]

© Paulina Lise

Dune – პავილიონი ეასადან ”ჯერ გადაწყვეტილი არ არის”

ტუტორები: ზაკ პულის | კიარა გირი მონაწილეები: უილიამ ო’დონელი | გევინ ქამპბელ | ჯო კიოჰეინ | ლეილა მუსაიევა | ანასტასია პროდრომოუ | მიქაელა პასკალი | ჯორჯ ფერგუსონ | გიო ფხაჭიაშვილი | რიჩარდას ბერტაშიუს | ნანკა ბაღათურია | ლევან მამსიკაშვილი | ჰილდა უუსუტალო | მაგდალენა ბლოკ | კარინა პიჩუს | ოლგა ბერნინგ | ნურია კანოვას ბერნაბეუ […]

Tiny apartment at Tabidze

პატარა და მყუდრო ბინა ტაბიძეზე

  პროექტის ავტორი: ბაჩო ძაგნიძე მდებარეობა: გ. ტაბიძის ქუჩა, თბილისი ფართი: 12მ2 წელი: 2015   ამასწინათ, მცირე ზომის ბურგერ ბარზე სტატიაში ავღნიშნეთ, რომ ნებისმიერი ფართი, თუნდაც ძალიან პატარა, შეიძლება ფუნქციურ და ვიზუალურად საინტერესო სივრცედ გარდაიქმნას. ამჯერად, პატარა ბინას გაგაცნობთ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც თავისუფლად იტევს ორ მაცხოვრებელს და სტუმრის ადგილიც კი რჩება. მეპატრონესა და პროექტის ავტორ ბაჩო ძაგნიძეს რამდენიმე შეკითხვა […]

© Alexandra Kononchenko

Resosseous

ტუტორები: რამინ შამბაიატი | მეჰრან დავარი მონაწილეები: სენად ჯამინი | ემა ვოლკოვსკა | დიანა ფერო | ჰრისტინა სეკულოსკა | ჯოანა ლევანსკა | უილ ჯაჯ | ელა ზდებელ | კარინა არმანდა | თამარა რანგელოვა | ირენა მილოიესკა | მიისა ლეიტინენ გაბარიტები: 3მ x 3.4მ მდებარეობა: ნიდა | ლიტვა ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო ვიდეო: Resosseous გუნდი EASA 2016   ვორკშოფი Resosseous წლევანდელ […]

Photo courtesy of PACE

ბანგკოკში MahaNakhon-ის მშენებლობა დასრულდა და არქიტექტურა ომა/ოლე შირენს ეკუთვნის

  ბანგკოკში 314 მეტრიანი ცათამბჯენის, MahaNakhon-ის მშენებლობა ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა; იგი ყველაზე მაღალი შენობაა ტაილანდის დედაქალაქში, ჩამოართვა რა ეს ტიტული 304 მეტრიან Baiyoke Tower II-ს. მშენებლობის დამთავრება დიდი პრეზენტაციითა და დრამატული შოუთი აღინიშნა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 620 მილიონი აშშ დოლარია და მშენებლობა 2009 წლის 23 ივლისს დაანონსდა. ცათამბჯენის დიზაინი გერმანელ არქიტექტორ ოლე შირენს ეკუთვნის და […]

© 2018 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |