ავტორი: „ქართული პროექტი“

(მაგდა გოლიაძე და კოტე მეფარიშვილი)

მდებარეობა: სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი

საერთო ფართი: 396 მ2

წელი: 2010

ეს ერთ-ერთი ისეთი შემთხვევაა, როდესაც ამ ორი ანტიპოდი ადამიანის, მაგდასა და კოტეს დუეტი, ძალიან ეფექტურად მუშაობს. ერთის მხვრივ გაფრენილი იდეები, ჩანახატები ა.შ. მეორეს მხვრივ შედარებით გაწონასწორებული, მეტად კონკრეტული, პრაგმატულად წინდახედული.
ზოგადი მიმოხილვა ამით მინდა დავამთავრო და მათთან ერთად კომპანია „ქართულ პროექტში“ მუშაობის დროს შექმნილი ნამუშევრის მაგალითზე გადავიდე. „სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის რეაბილიტაციის პროექტი“, ობიექტი თავისთავად შინაარსით ძალიან საინტერესოა თავისი მასშტაბით, ადგილმდებარეობით, ფუნქციით და ა.შ ამასთან ერთად პროექტზე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მუშაობისას თვალნათლივ გამოჩნდა არქიტექტორთა დამოკიდებულება საკუთარი საქმის მიმართ, რაზეც შედეგიც მეტყველებს.
მთლიანად კომპლექსი ბევრი საინტერესო ნაწილისგან შედგება, რომლების არა მხოლოდ არქიტექტურულ ობიექტებს არამედ მღვიმეს, კოლხურ ტყეს, დინოზავრების ნაკვალევს და ზოგადად ულამაზე პარკს, ჩვენი ქვეყნის საგანძურს წარმოადგენენ.

სათაფლიის ეროვნული ნაკრძალის გენ. გეგმა.1.ავტოსადგომი; 2.საექსკურსიოავტობუსებისავტოსადგომი; 3.მთავარიშესასვლელი,სალარო; 4.დინოზავრისნაფეხურებისკონსერვაციისპავილიონი; 5.იურულიპერიოდისპარკი; 6.ექსტრემალურიგადმოსახედიმოედანი; 7.ფუტკრებისსკები; 8.მღვიმეშიშესასვლელი; 9.მღვიმე; 10.საბავშვომოედანი; 11.კაფე; 12.პეტრეჭაბუკიანისმემორიალი; 13.ვიზიტორთაცენტრი, ადმინისტრაცია; 14.სპელეოლოგიურიმუზეუმი; 15.წრიულიბილიკიკოლხურტყეში; 16.ელექტროჯიხური; 17.ბიოტუალეტი; 18.წყლისრეზერვუარი. 19. გამწმენდი ნაგებობა.

ყველა მოცულობა მაქსიმალურად მორგებულია ზოგადად ლანდშაფტის და ტყის კონკრეტული ფრაგმენტის მასშტაბს, გამოყენებული მასალაც შესაბამისად. პროექტის შესრულებისას დაშვებული უზუსტობები საერთო სურათს არ არღვევს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა როდესაც ჩვენს რეალობაში მშენებელთა ჯგუფმა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი დამოკიდებულება გამოიჩინა არქიტექტურული პროექტის მიმართ, რაც საკმაოდ იშვიათი და დასაფასებელია.
ჩემი ფავორიტი კაფეა,
გეგმაში წაგრძელებული ფორმის ულამაზეს მყუდროდ ჩაფლულ ადგილზე განლაგებული შენობა. ის კომპლექსის საერთო კონცეფციის შემადგენელი ნაწილია და ამავე დროს ცალკე აღებული ობოექტი, რომელიც სახეს აბსოლუტურად ინდივიდუალურად ინარჩუნებს.
წამყვანი თემა წახნაგოვანი გადახურვაა, რომელიც არარეგულარულ დახრილ საყრდენებთან ერთად შენობის სილუეტს ქმნის. სახურავი და შენობის სხვა კომპონენტები ისეთი მასალით არის შესრულებული, რომ მაქსიმალურად ეწერება არსებულ გარემოში. ამას ასევე უწყობს ხელს ნაგებობის ორიენტაცია ადგილის მიმართ. მისკენ მიმავალი ადამიანი მოცულობას ერთბაშად არ ეჯახება რადგან შენობა თავისი სიგრძით ბილიკის ამ მონაკვეთის თითქმის პარალელურია, მაგრამ არც იმდენად რომ მის მოსაწყენ გაგრძელებად იქცეს.
შენობას მოცულობის, უფრო სწორად კი სიცარიელიდან სავსე ფორმამდე რამდენიმე ფაზა აქვს. აბსოლუტურად ჰაეროვანი ტერასა, რომელიც მხოლოდ დახრილი საყრდენებისა და გადახურვისგან შედგება. დახრილის საყრდენები ხეების გარემოცვაში ირევა. შემდგომ ორ სართულად განლაგებული აივნები, შემინვა რომელიც ინრერიერს ქმნის და ბოლოს გარკვეულ მონაკვეთში იგივე ჰაეროვანი სახურავის მიწაზე დადებით ფორმირებული მოცულობა. ნაგებობა ერთდროულად მყარად მდგომი და მსუბუქია.
საერთო ჯამში კაფე ისევე როგორც მთელ კომპლექსში შემავალი ყველა ნაგებობა, კონკრეტული შენობების ავტორების და მთელი ჯგუფის მიერ დამკვეთის მხრიდან დასმული ამოცანის გარდა ზოგადად საპროექტო ობიექტის მნიშვნელობის შინაარსის ანალიზის შედეგია. პროექტირების უმნიშვნელოვანესი ნაწილი საბედნიეროდ არ არის გამორჩენილი. აგრეთვე შრომატევადი ტექნიკური ნაწილის შესრულების, სხვა და სხვა პირობების დაკმაყოფილების გარდა, არის არქიტექტურის შექმნაში ნაწილი რომელიც მეტ შინაგან რესურსს მოითხოვს.
დღეს და ყოველთვის ძნელია არ დახარბდე ამა თუ იმ მატერიალურ თუ საზოგადოებრივ-სოციალურ სარგებელს, შეინარჩუნო პოზიცია. ალბათ ეს პოზიცია არის იმის მიზეზი, რომ კარიერის ამ ეტაპზე მაგდა და კოტე კერძო არქიტექტურულ პრაქტიკას მისდევენ და მაქსიმალურად ცდილობენ აერიდონ ნამდვილი არქიტექტურის შექმნის ხელისშემშლელ ფაქტორებს.
და ბოლოს: არქიტექტორმა უნდა შექმნას რაღაც არა მხოლოდ ფუნქციის შესასრულებლად არამედ შექმნას რაღაც სასიამოვნო, შექმნას განწყობა, დაუვიწყარი მოგონებები ადამიანებისთვის და აუცილებლად ისიამოვნოს პროცესით პირველი ჩანახატიდან ბოლო აგურის დადებამდე.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვლი

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest