პროექტი: კაფე თბილისის ზღვაზე

არქიტექტორი: TRIA ჯგუფი (გიორგი პაპასკირი & ლევან სიამაშვილი)

მდებარეობა: თბილისის ზღვა, თბილისი

ფართი: 111.13მ2

წელი: 2014

„კაფე თბილისის ზღვაზე“ ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორების, „ტრია ჯგუფის“ ნამუშევარია – კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი, სადაც საღამოობით დროის სასიამოვნოდ გატარება იქნება შესაძლებელი. „TRIA ჯგუფი“ 2012 წელს ჩამოყალიბდა და ნაბიჯ-ნაბიჯ გახდა კომპანია, რომელიც ცდილობს ჩვენს საცხოვრებელ გარემოში სასიამოვნო სიახლე შემოიტანოს.

ნაგებობა თბილისის ზღვის ნაპირთან მდებარეობს და ამჟამად მშენებლობის პროცესშია. ერთსართულიანი შენობა ბეტონისა და მინის კომბინაციას წარმოადგენს. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული კომპონენტის ერთობლიობა ქმნის კონტრასტს, მასიურისა და მძიმესი, ჰაეროვანისა მსუბუქთან.

ინტერიერში დამატებით კიდევ ორი აქტიური მასალაა გამოყენებული. ეს ხის იატაკი და მეტალის კონსტრუქციით დეკორირებული ჭერია. მთავარი დარბაზი ორი საპირისპირო მხრიდან შემინულია, მზის სხივები და ნიავი ბუნებრივად მოძრაობს სივრცეში. პატარა ტერასა ზღვის მხარეს არის ორიენტირებული ისე, რომ კაფეში მყოფმა ადამიანებმა ხედით დატკბობა შეძლონ. ეს ობიექტი ტიპური მაგალითია თანამედროვე არქიტექტურისა, შესრულებული ბეტონის, შუშისა და რკინის სინთეზით, სტილისა, რომელშიც მსოფლიოში უამრავი არქიტექტორი მუშაობს, თუმცა თავისი სახასიათო მიმზიდველობა მაინც გააჩნია.

ამჟამად, TRIA ჯგუფს რამოდენიმე მიმდინარე პროექტი და მომავლის ბევრი გეგმა აქვს. ჯგუფის წევრი გიორგი პაპასკირი მილანის ექსპო 2015-სთვის ემზადება. მან იქ სანათი „Amaterasu Lighting Tube“ უნდა წარადგინოს.

http://vimeo.com/92117795

 

როგორც თვითონ აღნიშნეს, თითოეული ნამუშევრისთვის კონცეფცია შთაგონებულია შემდეგით:

„დიდებული შენობა უნდა დაიწყოს განუზომელით, უნდა გაიაროს გაზომვადი მნიშვნელობები პროექტირებისას და ბოლოს უნდა გახდეს განუზომელი.“

ლუის კანი

 

TRIA ჯგუფის შესახებ მეტი იმფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.facebook.com/TriaGroup

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest