კარგი ამბავი ამ სტატიის წერისას ის იყო, რომ თბილისში უამრავი მიმზიდველი და დახვეწილი შენობა აღმოჩნდა, რიცხვი 15 ყველაზე ლამაზი შენობების ჩამოთვლითვის პირობითია, რეალურად გაცილებით ბევრი ძვირფასი შენობა გააჩნია დედაქალაქს. არც არქიტექტურული სტილების მრავალფეროვნება აკლია და მათზე წერა ხომ ერთ დიდი სიამოვნებად იქცა. ცუდი ამბავი ისაა, რომ უშნო შენობა უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი ქალაქის ცენტრზე გავაკეთეთ, მაინც ვერსად გავექეცით იმ უგემოვნო ნაგებობებს, რომელიც არაპროფესიონალი არქიტექტორებისა და ჯიუტი ინვესტორების კოლაბორაციის შედეგია.
2015 წლის პირველ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შერჩეულ 10 ყველაზე უშნო და 15 ყველაზე ლამაზ შენობას თბილისში.
10 ყველაზე უშნო შენობა თბილისში
10. საცხოვრებელი კომპლექსი მეტრო „300 არაგველთან“
დააკირდით, როგორ ჰარმონიულად ესადაგება გახუნებული ყვითელი ფასადი ლურჯი ფერის შუშებს. ამბობენ, ამ აივნებზე აკრული რკინის გისოსებიდან თბილისის ხედები ყველაზე ლამაზად ჩანსო.
- Residential Complex in 300 Aragveli. Photo: Nanuka Zaalishvili
9. უნივერსიტეტი „სეუ“
თავიდან ამ უნივერსიტეტის შენობა არაფრით გამორჩეული, უშნო ნაგებობა იყო. მას შემდეგ, რაც მას ჯართის კონსტრუქცია დაადგეს, ის გამორჩეულად უშნო შენობა გახდა.
- SEU University. Photo: Nanuka Zaalishvili
8. საცხოვრებელი კორპუსი პირველი სკოლის უკან.
ეს „მონსტრი“ თავზე აზის პირველ სკოლას და მთლიანად ბლოკავს მთაწმინდის ხედს. უგემოვნო დიზაინითა და ამ საუკუნისთვის შეუფერებელი არქიტექტურით, ის ამახინჯებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და ერთი უბადრუკი რამაა თავისი მდაბიო ფერის ფასადით.
- Residential Complex behind School #1. Photo: Ninuca Kakabadze
7. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
გარეუბანში ეს ნაგებობა მაინც ისეთი უშნო იქნებოდა, როგორც აქაა, მაგრამ ქალაქის ისტორიულ უბანში, სამხატვრო აკადემიას ასეთი შენობა რატომ დაუპროექტეს, წლებია ამოუხსნელ ამოცანად რჩება.
- Tbilisi State Academy of Arts. Photo: Nanuka Zaalishvili
6. „ვისოლის“ შენობა ჭავჭავაძის გამზირზე
ამ შენობაზე საუბრისას ქალაქის მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ის ბანანს ჰგავს, მეორენი კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ტორტი უფროა. მე სადღაც შუაში ვარ, ბანანის ტორტი მგონია, ერთი სული მაქვს, შევჭამო და გავაქრო.
- Wissol Building. Photo: Ninuca Kakabadze
5. „ცენტრ პოინტის“ საცხოვრებელი კომპლექსი
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მორიგი შედევრი და ყველაზე ჰიპსტერი შენობა ქალაქში. ეს არის შავისა და ნაცრისფერის დახვეწილი ტონალობები ჰარმონიულად გამოხატული არქიტექტურაში. სხვათაშორის ის ამწე არ გეგონოთ რამეს აშენებს. საწყალი, უბრალოდ ჩარჩათ, შემოაშენეს გარშემო და ეხლა ვეღარ გამოჰყავთ. #პროფესიონალიზმი
- Center Point Residential Complex. Photo: Ninuca Kakabadze
4. ცენტრ პოინტის საცხოვრებელი კომპლექსი
თბილისის ჰორიზონტს გამორჩეულ მიმზიდველობას სძენს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის “ ეს ოდესღაც ყვითელი და აწ გახუნებული საცხოვრებელი კომპლექსი. არქიტექტურის ცნობილმა კრიტიკოსებმა ის ეკლექტიკურ სტილს მიაკუთვნეს, თავისი მრავალფეროვანი ფორმებითა და მათი ჰარმონიული სინთეზის გამო. ქალაქის მერიის კულუარებში ხმაც დაირხა, მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას აპირებენო.
- Center Point Vera Residential Complex in . Photo: Nanuka Zaalishvili
3. კაზინო „შანგრილა“
10 ქულიანი სისტემით რომ შევაფასოთ ეს შენობა ( თუ შეძლება საერთოდ შენობა ეწოდოს)
გარემოზე მორგება: მინუს 10
არქიტექტურა/დიზიანი: მინუს 10
გარემოზე მორგება: მინუს 10
ამქვეყნიური ამაოება: მინუს 10
გარემოზე მორგება: მინუს 10
სიყვარული და გაგება: მინუს 10
გარემოზე მორგება: მინუს 10
ფუნქცია (ქალაქის ამ ნაწილთან მიმართებაში): მინუს 1000
და ისევ გარემოზე მორგება: მინუს 10
- Casino “Shangrila”. Photo: Ninuca Kakabadze
2. სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
ქალაქიდან გასვლისას გაცილებს და შემოსვლისას გეგებება ეს ყველა ფერით შემკობილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც „რაკიინ დეველოპმენტმა“ რამოდენიმე წლის წინ ხარისხიანად ააშენა. ინტერიერს თავი დავანებოთ, მაგრამ უსამართლობა იქნება ხაზი არ გავუსვათ ბაგა ბაღის აღსაზრდელების მიერ გაფერადებულ ფასადს და მასზე ოთხკუთხა, მარტივ ფორმებს. ამ შენობაზე უთქვამთ თურმე: „ ყველაფერი გენიალური მარტივია, მაგრამ ყველაფერი მარტივი გენიალური არააო“.
- Tbilisi Mall. Photo: www.buro247.ru
1. „კარე“-ს შენობა აღმაშენებლის ხეივანზე
ამ სიის უპირობო და უკონკურენტო ლიდერია „კარე“-ს შენობა აღმაშენებლის ხეივანზე, იგივე „კლაკნილა“. დააკვირდით, როგორი დახვეწილია თითოეული ეს მოკაკვული ზოლი და რამხელა გემოვნებითაა შერჩეული მასალის ფერი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს არქიტექტურული კომპოზიციაც, რომელიც თავისი ღრმა კონცეფციით უნაკლოდ ჯდება ამ ადგილის იერსახეში. ეს შენობა უდაოდ ხვეწს და სრულყოფს გარემოს.
- Kare Building. Photo: Ninuca Kakabadze
15 ყველაზე ლამაზი შენობა თბილისში
15. სავაჭრო ცენტრი „პიქსელი“ ჭავჭავაძის გამზირზე
არქიტექტორი: Wandel Hoefer Lorch
წელი: 2008
- Shopping Center PIXEL. Photo: Nino Alavidze
14. საცხოვრებელი კომპლექსი ჭავჭავაძის გამზირზე
არქიტექტორი: სტუდია “არსი”
წელი: 2013
- Studio ARCI. Photo: Vincent Manalo
13. ეროვნული ბანკი აეროპორტის გზატკეცილზე
არქიტექტორი: სტუდია “არსი”
წელი: 2013
- National Bank by Studio ARCI.
12. ჩეხეთის საელჩო ჭავჭავაძის გამზირზე
- Czech Embassy. Photo: Ninutsa Kakabadze
11. თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლე
არქიტექტორები: ვიქტორ ჯორბენაძე, ვაჟა ორბელაძე
კონსტრუქტორი: გივი ფიცხელაური
წელი: 1984
- Former Marriage House
10. საცხოვრებელი და საოფისე შენობა აბულაძის ქუჩაზე
არქიტექტორი: სტუდია “არსი”
წელი: 2007-2008
- Housing and Office by Studio ARCI
9. მელიქ აზარიანცის სახლი
არქიტექტორი: ნ. ობოლენსკი
წელი: 1900
- Melik Azarianci Building
8. ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა
- Former National Bank Building
7. მე-6 საავტორო სკოლა ასათიანის ქუჩაზე
არქიტექტორი: ალექსანდრე ოზეროვი
წელი: 1893
- The 6th School on Asatiani str. Photo: teasblogi.wordpress.com
6. თბილისის იუსტიციის სახლი
ავტორი: Masimiliano and Doriana Fuksas
წელი: 2010-12
- Studio Fuksas – Justice House in Tbilisi
5. საოფისე შენობა ცაბაძის ქუჩაზე
არქიტექტორი: “არქიტექტურული ბიურო”
წელი: 2012
- Office Building by Architectural Bureau.
4. იუსტიციის სამინისტრო
- Ministry of Justice
3. ავეტიქ ღუკასიანის სახლი
არქიტექტორი: პაულ შტერნი
- Avetik Ghukasiani House.
2. თბილისის პროკურატურის შენობა
ავტორი: Architects of invention
წელი: 2012
- Tbilisi Prosecutors Office by Architects of Invention
1. საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
არქიტექტორი: გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია
წელი: 1975
- Bank of Georgia Head Quarters. Photo: Mwvanevashli.wordpress.com
ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი
მთავარი ფოტო: ბრაიან სოლარსკი


