ზომა: 24x17 სმ
წელი: 2018
გარეკანი: მაგარი /ნაჭრის
გვერდები: 144
ISBN: 978–9941-8-0032-0
ავტობუსის საბჭოთა გაჩერებებზე ჩვენს ინტერნეტ გამოცემაში სტატიის გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არქიტექტორ ნანუკა ზაალიშვილის ეს ფოტო პროექტი ჯერ ფოტო ფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში გალერეა „Project Art Beat” -მა წარმოადგინა, ხოლო შემდეგ Tbilisi Art Fair-ზეც გამოფინა. ექსპოზიციებზე განსაკუთრებული ყურადღება წიგნმა: „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“ დაიმსახურა, რომელშიც ავტორის მიერ 2015-2018 წლის განმავლობაში მოგროვებული ავტობუსის საბჭოთა გაჩერებების ფოტოებია წარმოდგენილი საქართველოს გარშემო.
წიგნში წარმოდგენილია ასზე მეტი გაჩერების ფოტო და აღწერილია მათი არქიტექტურული ღირებულება დღეს.
„ გაჩერებების უმეტესობამ საკულტო ქართველ არქიტექტორ, გიორგი ჩახავას ხელში გაიარა. ჩახავას 1969 – 1987 წლებში გზების მშენებლობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა და გზებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში აქტიურად იყო ჩართული. მისი პროექტების მიხედვით შეიქმნა გაჩერებები სოფელ პატარა ქანდაში, ტეზერის გადასახვევთან, ბორჯომში, ნიგოზა, ნატახტარსა და სოფელ ციხისძირში. ჩახავას მიერ გამოგონილი „სამშენებლო ელემენტით“ აგებულ სამ გაჩერებას პატარა ქანდაში, ტეზერის გადასახვევთან და ბორჯომში უკვე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი თავიაანთი მნიშვნელობდან გამომდინარე.“
წიგნში ასევე გამოქვეყნდა არქიტექტურის მკვლევარ და ჰარვარდის PHD სტუდენტის ანჯელა უილერის ესსე: „გადახვევა ჩვეულებრივისგან – საბჭოთა გაჩერებების არქიტექტურული მემკვიდრეობა“.
“საბჭოთა სატრანსპორტო ხელისუფლება ამ მოკრძალებულ საჯარო სტრუქტურებს უნივერსალური დიზაინით ამუშავებდა – მარტივი, პრაქტიკული და ადვილად ასაწყობი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტობუსის გაჩერება მართლაც ასეთი კონსტრუქციებისგან მზადდებოდა, მცირე ზომისა და კომუნალური შეზღუდვებისგან თავისუფლების გამო, ისინი შემოქმედებითი გამოსავლის მაძიებელი საბჭოთა დიზაინერებისთვის იდეალურ “მიკრო პროექტებად” გადაიქცა სახსრების სიმწირის პირობებში. შედეგად პროექტები, რომელთა უმეტესობა დიზაინზე აშკარა შეზღუდვების გარეშე აშენდა, ადგილობრივი არქიტექტორებისთვის გარისკვის შესაძლებლობა გახდა.“
- Book – Soviet Bus Stops in Georgia. Photo Courtesy: Nanuka Zaalishvili

წიგნი „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“ ამჟამად თბილისში ხელმისაწვდომია:
Black Dog Shop
სანტა ესპერანსა
ეროვნული მუზეუმი
ეროვნული გალერეა
Project Art Beat
FOTOGRAFIA
სტამბას წიგნები
The Why Not Gallery
პროსპეროს წიგნები
სიღნაღი:
ხოხბის ცრემლები