მინდა გაგაცნოთ კოლექცია, რომელიც ბავშვური ბედნიერებისა და პასტელური ფერების გამოსახულებაა ტანისამოსში. ნამუშევარი პირველად წარდგენილი იქნა მოსკოვში, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე. მას ვიზუალთან შესაბამისი სახელწოდებაც აქვს – “Bebe” ss/15.

კოლექცია მრავლის მომცველი და კონცეპტუალურია. მას მერე, რაც პირველად ვნახე მისი დასრულებული სახე, მივხვდი, რომ გარდერობი მას უბრალოდ ითხოვს. ვთვლი, რომ კოლექციის შემკვრელი ფაქტორი, სწორედ მისი ცისფერ-ვარდისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი კოსტუმების მასალაა.

ასიმეტრიული და ფართო მოყვანილობებით გამორჩეული ზედატანები, ბავშვის სათამაშოების პრინტები და საუცხოოდ თავისუფალი, ელეგანტური ხაზები თავის ფოტოებში კიდევ უფრო სრულყოფილად გადმოცა ჯიჯი რეჯინმა.

ამ კოლექციაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება თავისი ჰაეროვნებისა და მრავალფეროვნების გამო, მაგრამ მგონია, რომ რიას ეს ქმნილებები საკუთარი ვიზუალით უფრო მეტს ამბობენ.

 

 

ბოლოს კი გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერთან:

 

1. საიდან წამოვიდა სახელი რია ქებურია?

იაპონურ ანბანს ვსწავლობდი და მივხვდი, რომ ‘ლ’ იგივე ‘რ’ იყო, ამიტომ შევცვალე ჩემი სახლი ‘ლია’-ს პირველი ასო ‘რ’-თი. გამოვიდა ‘რია’. მომწონს ეს ცვლილება.

2. რასთან ასოცირდება შენი შექმნილი ტანისამოსი?

ასოციაცია სიმართლე, რომ გითხრათ არ მაქვს, ეს უფრო საბოლოო ნამუშევრის გააზრებაა, რაღაც, რაც გიყვარს და თვლი, რომ შეიძლებოდა უკეთესიც გამოსულიყო. ყოველთვის კრიტიკული ვარ ჩემი თავის მიმართ.

3. როგორ ფიქრობ, ძნელია იყო ბუნებრივი და თავისუფალი, როდესაც ხარ დიზაინერი?

ჩემს თავს დიზაინერს არ ვეძახი, რადგან მე მივსდევ ისტორიას, რომელიც გადმომაქვს ფორმითა და ქსოვილით. ტრენდებს არ მივყვები, პირიქით, ვიტყოდი, რომ მათ თავსაც კი ვარიდებ. ჯერჯერობით, ინტუიციას ჩემთვის არასდრო უღალატია.

4. საიდან წამოვიდა ამ ამ კოლექციის ინსპიაცია?

ეს ის მომენტი იყო, როდესაც ჩემს ბავშვობაზე დავფიქრდი, თუ როგორ ერთნაირად გამოვიყურებით ამ პერიოდში და მხოლოდ პატარა განმასხვავებელი ნაწილი გვქონდა: ტანსაცმლის ფერი.

5. ახალ კოლექციაში თავისუფლებაა იგრძნობა, რაზე გაამახვილე ყურადღება მასზე მუშაობისას?

თავისუფლება ბუნდოვანი ცნებაა. შეიძლება გამოიყურებოდე უდარდელად-თუმცა თავს ასე არ გრძნობდე. ყველაფერი შედარებითია. ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების სტერეოტიპების მიმართ, ნამდვილად აკმაყოფილებს ჩემს შემოქმედებით სამყაროს. დიახ, მე ვარ მეოცნებე და ეს სიმართლეა, მაგრამ მე ვოცნებობ, რომ ვიყო უფრო თავისუფალი.

6. როგორი ემოცია გქონდა როდესაც მუშაობა დაასრულე, იყო ისამოვისუნთქე“ მომენტი?

არა, არასდროს. ყოველთვის მაქვს ყოყმანის მომენტი, როცა ვანაწილებ კოლექციას როგორც, კომერციულ ისე სპრეზენტაციო ნაწილს. შოუ-რუმის დროს ვფიქრობ დეტალებზე და ციფრებზე. მქონია შემთხვევები, როცა ბოლო წუთას დამიმატებია ცვლილებები.

7. ვისზეა გათვლილი შენი ტანისამოსი?

აზიურ მარკეტზე, გემოვნებიან ადამიანებზე, საშუალო და მაღალ ფენებზე.

8. ფიქრობ ხოლმე, რომ საზოგადოება ვერ აღიქვამ შენს კოლექციას ისე როგორც საჭიროა?

ჩემს კოლექციებში მთლიანად ვიხარჯები, ამიტომ შიშის მომენტი ნაკლებად მაქვს. ვთვლი, რომ ყველამ საკუთარი გემოვნების მიხედვით უნდა ჩაიცვას. მე არ ვქმნი ჩაუცმელ ტანისამოსს, ის არის ჩაცმადი უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ-სად? ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც ჩემს კოსტუმს მოიხდენს.

9. ვის ან რას მიამსგავსებდი შენს კოლექციას?

დიმიტრი შაბალინს, რუსული “ნუმეროს” მთავარი რედაქტორია. ეს ბიჭი იქცა ამ კოლექციის გამოსახულებად: ბავშვური, საყვარელი და ძალიან მიმზიდველი.

10. რომელი ფილმის გმირს ჩააცმევდი კოსტუმს ახალი კოლექციიდან?

არასდროს მქონია სურვილი, გამომეწყო ვინმე. მიყვარს, როცა ადამიანები მოდიან და თავისით ირჩევენ ჩემს მიერ შექმნილ სამოსს.

11. ბოლო დროს ყველაზე კარგი ამბავი შენს კარიერაში რა იყო?

გუშინ, მივიღე წერილი, სადაც მაცნობეს, რომ ანნა დე ლა რუსსომ შეუკვეთა ჩვენი კოლაბორაცია Fakoshima-ს სათვალეებზე, თებერვლის იაპონური ვოგის გამოშვებისთვის. გაოცებული ვიყავი.

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest