ფედერიკო ბაბინამ ცნობილი არქიტექტორების ილუსტრაციები შექმნა, სადაც ისინი გამოსახა პიქსელებში, ზუსტად ისე, თითქოს 80- იანი წლების 8 ბიტიან ვიდეო თამაშში არიან. თითოეული მათგანი გამოსახულია თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის ფონზე. როგორც ბაბინა აღნიშნავს, ამ ილუსტრაციების იდეა წარმოადგენს, პიხელების სიმარტივით გამოიხატოს ფორმებისა და პიროვნებების სირთულე.

ფრენკ ლოიდ რაიტი თავისი სპირალურად დახვეული გუგენჰეიმის მუზეუმის ფონზე დგას ნიუ იორკში, ლუიქ კანი კალიფორნიაში სალკ ინსტიტუტის კამპუსთან პოზირებს, ხოლო კობუზიე საფრანგეთში რონჩამპის სამლოცველოსთანაა გამოსახული.

მის ვან დე როე და ალვაარ აალტო თავიაანთ საკულტო შენობებთან ერთად, იმ სკამების ფონზეც არიან გამოსახულები, რომლებიც მათი დიზაინით გაკეთდა.

ანტონიო გაუდი საგრადა ფამილიას ფონზე დგას, თუმცა არც ამწეების დახატვა დავიწყებია ცნობილ ილუსტრატორს, რომლებითაც გარშემორტყმულია დაუსრულებელი შენობა.

ნორმან ფოსტერი და ჟან ნიუველი პოზირებენ თავიაანთი ცათამბჯენების ფონზე ლონდონსა და ბარსელონაში, იაპონელი ტადაო ანდო კი თავისი, უკვე ლეგენდად ქცეული, სინათლის ტაძრართანაა „პიქსელირიზებული“.

ქალები, იაპონელი კაზუო სეიმა და ერაყელი ზაჰა ჰადიდი იმ მაქსიმალური დიდებულებით არიან წარმოჩენლი, რაც ამ 8 ბიტიანმა პიხელებმა შეძლეს.

ფედერიკო ბაბინა ამ სტილს აღწერს, როგორც ციფრული წერტილიზმი , ანუ როდესაც მაუსმა შეცვალა ფუნჯი: „პიქსელი ჩნდება და ხაზს უსვამს იმ ერთი წერტილის მნიშვნელობას, რომელიც თავისთავად სხვა წერტილებთან კომბინაციაში ერთ რთულ სურათს ქმნის“.

“ეს არქიტექტურის მეტაფორაა, სადაც ყველა პატარა დეტალი ქმნის მთლიან კომპოზიციას“ ამბობს ფედერიკო ბაბინა.

 

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი,

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest