Null

Posts by guga (guga)

POSTER1

WHITE STUDIO

IDAAF-ს გაუმართლა – ბევრ შეკითხვაზე პასუხი მათი დასმის გარეშე მიიღო, რადგან WHITE STUDIO-ში მისული, დამკვეთისა და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელის ურთიერთობას სრულიად მოულოდნელად შეესწრო. მზრუნველობა ადამიანებისა და ნამუშევრების მიმართ, ამ სტუდიის ყველა წევრის ქმედებაში იგრძნობა. მაგალითად, „მოუფრთხილდით ჩვენს გოგოს, შემოგივლით…“ – ხელნაკეთი ნიჟარის მიმართ იყო ნათქვამი და ადვილი მისახვედრია, რაოდენ დიდი სიყვარულითაა თითოეული იქაური ნამუშევარი შესრულებული. […]

10 ახალი ქართული შრიფტი

ის ფაქტი, რომ ადამიანის ხასიათისა თუ პიროვნული მახასიათებლების განსაზღვრა მისი ხელმოწერითაცაა შესაძლებელი, უკვე დიდი ხნის კვლევის საგანია. ანალიზი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, ესაა ასოების ზომა, ნაწერის დახრილობა, გაკრული ხელითაა ნაწერი თუ შედარებით გარკვევითაა გამოხაზული თითოეული ასო. ამ მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება იმსჯელო ადამიანის თავდაჯერებულობასა თუ მის არამდგრად ხასიათზე. მაგალითად, როცა ხელმოწერა მკაფიოა, ყველა ასო თანაბრად დიდია, […]

David Kukhalashvili_Georgia

დავით კუხალაშვილის ურბანული ფერწერა

ხელოვანის სივრცეში სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს,თუ ისგამორჩეული დაარაჩვეულებრივია. idaaf-ისა და დავით კუხალაშვილის შეხვედრაც სწორედ მის საინტერესო ქმნილებებით სავსე სახელოსნოში შედგა. კუხალაშვილის შემოქმედებაშიქალაქის ურბანული გარემო, ერთის მხრივ, დაუნდობელია და რეალობას საკმაოდ მკაფიოდ ასახავს, მეორეს მხვრივ კი, მკაცრი გრაფიკული გამოსახულება ფერით ისეა გაჯერებული, რომ შემზარავი რეალობა არც თუ ისე დამთრგუნველი ხდება. მხატვრის კომპოზიციებში ადამიანები იშვიათად […]

poster2

ესსე – არქიტექტურის ორი სახე

ყველაფერს ორი მხარე აქვსო ნათქვამია და არც არქიტექტურაა გამონაკლისი. მიმზიდველი ფასადების უკან, ხშირად, ულამაზო დეტალები, ხოლო შთამბეჭდავი ინტერიერების მიღმა, გარეშე თვალისგან დამალული „შავ-ბნელი კუნჭულებია“. არქიტექტურა ძალაა! კარგი არქიტექტორი ისაა, ვინც სივრცეზე ღირსეულად გაბატონდება, ხოლო გენიოსია ის, ვინც ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის ემოციებზეც იმოქმედებს. უნარიანი, გავლენა მოახდინოს გარემოსა და გუნება-განწყობაზე, ჰაეროვანი კონტურებიდან დამთრგუნველ შენობებამდე გავლენა ისე […]

Infected Mushroom

მანანიკო კობახიძის ნამუშევრები

მანანიკოს საინტერესო ნამუშვრებზე ადრე Female Week-შიც დავწერე. ბოლო ხანებში კი მას უამრავი ახალი ილუსტრაცია დაუგროვდა, რომელთა ნაწილსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ. თითოელი ნამუშევარი გაჯერებულია ისეთი ახალგაზრდული ემოციითა და თემატურობით, როგორიც მათი ავტორია. გულწრფელი გრძნობებით გადმოცემული თითოეული პერსონაჟი დამოუკიდებელი სამყაროს მატარებელია და საკუთარ ამბავს ყვება, რაც ნამუშევრებს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. მანანიკოს ნამუშევრებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ […]

P03site2

არქიტექტურული ფერი – ლურჯი

  ტალღის ხანგრძლივობა~ 450 – 495nm ტალღის სიხშირე~ 670 – 610THz ლურჯი არის ყველგან. ცისა და ზღვის ფერი, ამავდროულად, ჰაერისა და წყლის ფერია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ლურჯი არის თბილი სიცოცხლის ცივი ფერი. სწორედ ამიტომ, ლურჯი, მთელი სპექტრიდან, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფერია. მას უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, დაწყებული უძველეს დროში სიმდიდრის მნიშვნელობით, დამთავრებული თანამედროვე საზოგადოებაში […]

poster

საქართველოს კუთხეების საინტერესო გენგეგმები სატელიტიდან

  ჭკვიანურად განვითარებულ ქვეყნებს არა და, საქართველოს ურბანული დაგეგმარების პრობლემა ძალიან აწუხებს. პრობლემა კი ისაა, რომ ის უბრალოდ არ არსებობს. ქალაქები და სოფლები თავის ნებაზე, კონკრეტული მოქალაქის სურვილის მიხედვით ვითარდება. ყველა აშენებს იქ, სადაც უნდა, როგორც უნდა და დიზაინერიც თვითონაა და არქიტექტორიც. შედეგი ცხადზე ცხადია: საქართველოს არც ერთ მხარეს „ზემოდან არ დაეხედება“, ეს შთამბეჭდავი ლანდშაფტებისა და ხედების […]

BK-Batumi (16)

ბათუმის „წიგნები“-„BK“

ინტერიერის დიზაინი – ნუკა კორინთელი მდებარეობა: ბათუმი, საქართველო ინიციატორები – პაატა ბეჟანიძე, ნინო ბეჟანიძე, მარი ბოლქვაძე სამუშაოებს კურირებდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საერთო ფართი: 247 მ2 წელი: 2014 ფოტო: Sereley   საპორტო ქალაქი, დროის გარკვეულ მონაკვეთებში საოცრად სწრაფად ვითარდება. ბათუმისთვის ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი XIX საუკუნის ბოლოა. ამ დროს ის, უნდოდა მას ეს თუ […]

POSTER3

არქიტექტურის ფერი – ყვითელი

ტალღის ხანგრძლივობა~ 570 – 590nm ტალღის სიხშირე~ 525 – 505THz ყვითელი არის მზე, ყვითელი არის სუბმარინა, ყვითელი არის შემოდგომა, ყვითელი არის ვინსენტ ვან გოგი, სპანჯ ბობი არის ყვითელი, კვერცხის გული არის ყვითელი და კიდევ ბევრი მხიარული, გემრიელი და მიმზიდველი რამ ამ ქვეყანაზე არის ყვითელი. ეს არის სიხარულისა და ოპტიმიზმის ფერი. ყვითელი მთელი სპექტრიდან ყველაზე მკაფიო ფერია. […]

Andrea Dolidze

ანდრია დოლიძე ბაგირზე

14 დეკემბერს „არტარეა“-ს საგამოფენო სივრცემ ანდრია დოლიძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. „On The Rope” („ბაგირზე“) ნესტან აბდუშელიშვილის კურატორობით ჩატარდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ანდრიას ნამუშევრები ლაკონურად და უბრალოდ გვესაუბრება, მაგრამ მარტივი სტრუქტურის მიღმა ყოველთვის იგრძნობა ძალიან ფრთხილი და დახვეწილი სვლა იმპულსებსა და გამომსახველობითობას შორის. თითქოს მხატვარი მუდმივად ბალანსის დაცვას ცდილობდეს, ბაგირზე გადიოდეს და გარკვეულ […]

©Nato Bagrationi

კაფე ბაუჰაუსი

  თითქმის ერთი წელია, რაც საინტერესო ადგილების რიცხვს თბილისში კაფე „ბაუჰაუსიც“ შეემატა. ამ მყუდრო ადგილმა, გუდიაშვილის სკვერთან ახლოს, აბო თბილელის ქუჩაზე დაიდო ბინა. კაფის მფლობელი და ინტერიერის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორები, ელენე კვინტრაძე და ელისაბედ ზაუტაშვილი არიან. მათივე დიზაინითაა შექმნილი მაგიდები, თაროები და სანათებიც. სხვა დანარჩენი ავეჯი და საინტერესო დეტალები მეორადი ნივთების ბაზრობებზეა შეძენილი. ასეთია, მაგალითად, […]

Many Times

ხუან მონიოზი

დღევანდელო ორშაბათის ინსპირაციაა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი სკულპტორი ხუან მონიოზი ის ადამიანია, რომელმაც თავის ნამუშევრებში ადამიანის სხეული აბსოლიტურად განსხვავებული ფორმითა და ხასიათით წარმოგვიდგინა. ხელოვანი საინტერესოდ გამოსახავს თავის ხედვას რეზინისა და ბრონზის მასალებში. ეს ყველაფერი კი მას ანიჭებს იმ უნიკალურობას, რაც ერთ-ერთ საუკეთესო მოქანდაკედ აქცევს, მის ნამუშევრებს კი კაცობრიობისთვის ღირებულ ნიმუშებად წარმოადგენს. ესპანელი ხუან მონიოზი […]

Bryan Solarski

15 ყველაზე ლამაზი და 10 უშნო შენობა თბილისში

კარგი ამბავი ამ სტატიის წერისას ის იყო, რომ თბილისში უამრავი მიმზიდველი და დახვეწილი შენობა აღმოჩნდა, რიცხვი 15 ყველაზე ლამაზი შენობების ჩამოთვლითვის პირობითია, რეალურად გაცილებით ბევრი ძვირფასი შენობა გააჩნია დედაქალაქს. არც არქიტექტურული სტილების მრავალფეროვნება აკლია და მათზე წერა ხომ ერთ დიდი სიამოვნებად იქცა. ცუდი ამბავი ისაა, რომ უშნო შენობა უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ […]

90x150 acrylic on canvas

თეზი გაბუნიას „ფალსიფიკაცია“

ასლის პარადოქსული მომხიბვლელობა თანამედროვე ხელოვნების დილემა ყველაზე ინტენსიურად ფერწერაზე საუბრისას იგრძნობა. როდესაც ეს ერთი შეხედვით ლიმიტირებული განზომილემა ვერასდროს აძლევს კომუნიკატორს იმის გარანტიას, რომ დღევანდელ პოსტმოდერნულ კოლაჟში სრულად აღიქმება. მედიით დომინირებულ ყოველდღიურობაში შინაარსზე კონცენტრირების სიძნელეზე რომ აღარ ვისაუბროთ, თანამედროვე არტისტისათვის უმთავრესი სირთულე ალბათ ენაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ ხაზთან ერთად ენაზე რაპიდულმა ექსპერიმენტირებამ, მეცხრამეტე საუკუნის […]

Photo: Ninuca Kakabadze

ჭიათურა – დაკარგული ქალაქი

ქალაქი: ჭიათურა მდებარეობა: იმერეთი, დასავლეთ საქართველო კოორდინატები: 42°17′53″ ჩ. გ. / 43°17′56″ ა. გ. ქალაქად ჩამოყალიბდა: 1921 წელს ფართობი: 54,5 კმ² ზღვის დონიდან: 340-500 მ მოსახლეობა: 19,587 (2008)   თბილისიდან 220 კმ-ს მოშორებთ, ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე მდებარეობს ჭიათურა. ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება განაპირობა ხეობაში არსებული მანგანუმის […]

© 2018 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |