ტალღის ხანგრძლივობა~ 570 – 590nm

ტალღის სიხშირე~ 525 – 505THz

ყვითელი არის მზე, ყვითელი არის სუბმარინა, ყვითელი არის შემოდგომა, ყვითელი არის ვინსენტ ვან გოგი, სპანჯ ბობი არის ყვითელი, კვერცხის გული არის ყვითელი და კიდევ ბევრი მხიარული, გემრიელი და მიმზიდველი რამ ამ ქვეყანაზე არის ყვითელი. ეს არის სიხარულისა და ოპტიმიზმის ფერი. ყვითელი მთელი სპექტრიდან ყველაზე მკაფიო ფერია. მისი მაღალი ხილვადობის გამო ის ხშირად გამოიყენება სარეკლამოდ.

ყვითელი – ოქროს საპატიო ფერი. ჩინურ ცივილიზაციაში მას ღრმა კულტურული დატვირთვა აქვს. ის ბედნიერების, სიბრძნისა და დიდების სიმბოლოა. საინტერესოა, რომ ჩინურ კომპასზე ხუთი მიმართულებაა, ოთხი მათგანი ტრადიციულია – ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი და მეხუთე – ცენრტალური. ყოველ მათგანს საკუთარი ფერი აქვს, ცენრტალური მიმართულების ფერი ყვითელია. ყვითელი საიმპერატორო ფერია!

ყველაფერთან ერთად ყვითელი ასოცირდება ღალატთან და ჭორებთან, როგორც, მაგალითად, ყვითელი პრესა. ასეა თუ ისე, ის მაინც არის ტონი, რომელიც მიმზიდველია და ადამიანებში ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას აღძრავს.

ახლა შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყენება ეს ფერი არქიტექტურაში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ის ბიძგს აძლევს პოზიტიურ შეგრძნებებს და სწორედ ამიტომ ის ხშირად ჩნდება სათავსებში, რომლაბიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ასევე სხვა სოციალური დატვირთვისა და საერთო სარგებლობის სივრცეებში, სადაც პოზიტიური და ხალისიანი განწყობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ავტორი:ჯოვანი სკუდიერი

მდებარეობა: საქართველო, თბილისი

წელი: 1851

თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა ნეომავრიტანული არქიტექტურის ტიპიური ნიმუშია. ყვითელი ფერი ხელოვნების ამ მიმართულების და არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. ნაგებობს მდიდრული, საზეიმო და დიდებული ეირი უნდა ჰქონოდა. სწორეს ასეთ ეფექტს ქმნის განსხვავებული მასშტაბის დეკორის და ყვითელი ფერის ერთობლიობა. უნდა აღინიშნოს, რომ ნაგებობის აშენების დროისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ქალაქში. ასე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რაოდებ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ის მაშინ.

 

 

ენცო ფერარის მუზეუმი

ავტორი: Future Systems

მდებარეობა: იტალია, მოდენა

წელი: 2012

ფოტო:ანდრეა მოგანტე

ყვითელი ტრადიციული ფერია სარბოლო ავტომობილებისთვის და ფერარის კორპორატიული სამარკო ნიშანი. ამ შემთხვევაში ფერის გამოყენებისთვის ღრმა მიზეზების ძებნას არანაირი აზრი არ აქვს. ახალი შენობის მოცულობა ითვალისწინებს ძველის არსებობას. ყვითელი გადახურვა ამგვარი გარემოს ფონზე კიდევ უფრო გამორჩეულად გამოიყურება. ე.წ. სქაილაითები მანქანის დეტალებს წააგავს. განსხვავებული ფორმების სინთეზი ძალიან საინტერესოა.

 

 

ყვითელი ალმასი

შენობის ფუნქცია: სავაჭრო, საოფისე, საკონფერენციო.

ავტორები: Jun Mitsui & Associates Architects + Unsangdong Architects

მდებარეობა: სამხრეთ კორეა, სეული
საერთო ფართი: 4,316.9 m2
წელი: 2010
ფოტო: E-Jae-seong, Shinkenchiku

ყვითელი ალმასი მჭირდოდ არის გარშემორტყმული უფერული შენობებით. ამის ხარჯზე დამკვირვებლის თვალისთვის ის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ამ ნაგებობის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობაა. ფასადების ყვითელი შემინვა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში მზის ფერი ალმასს კონცენტრირებული ენერგიის კოლტის სახეს აძლევს.

 

 

Falcon Headquarters

შენობის ფუნქცია: კომერციული, საოფისე

ავტორი: RojkindArquitectos

მდებარეობა: მექსიკა, სან ენჯელი

წელი: 2004

ფოტო: გუდიო ტორესი

Falcon არის სამედიცინო ხელსაწყოების და დანადგარების მწარმოებელი კომპანია. სათაო ოფისის ყვითელი ფერი აბსოლუტურად არატრადიციულია ასეთი შინაარსის ნაგებობისთვის. ყვითელი პანელების შრე შიდა სივრცეში ჩრდილს ქმნის, ამასთან ერთად კლიენტებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის კომფორტული ატმოსფეროს ფორმირებას უწყობს ხელს. ყვითლის სითბო გონივრულად არის გამოყენებული. ამას გარდაიქმნება შთაბეჭდილება, რომ გარშემომყოფი სიმწვანე ინტერიერში შემოდის, რადგან მთელ პერიმეტრზე დაპროექტბულია ორანჭერეა.

 

 

Appartement Spectral

ავტორი: BETILLON / DORVAL‐BORY
მდებარეობა: საფრანგეთი, პარიზი

ფართი: 20 m2
წელი: 2013
ფოტო: BETILLON / DORVAL‐BORY

ბინა არის ყვითლის გამოყენების აბსოლუტურად არატრადიციული მაგალითი. აქ ვერ იპოვით ვერც ერთ მასალას, რომელიც თავისთავად ყვითელი ფერის არის. განათება -გამოყენებული ამ სტუდიოში ხდის მას ასე ყვითელს და გამორჩეულს. შიდა სივრცეში ბუნებრივი სინათლის დეფიციტის გამო ავტორმა განათების ყველა შესაძლო სპექტრიდან ყველაზე შესაფერისად ყვითელი მიიჩნია. თეთრი ინტერიერი კონკრეტული ადგილების ყვითლად განათების მეშვეობით თბილ საცხოვრებლად გარდაიქმნება. აქ დაპროექტებულია ნათების რეჟიმის სხვა და სხვა ინტენსივობა. საოცარია, თუ როგორ ტრანსფორმაციას განიცდის სივრცე სინათლის გამოყენებით.

 

 

 

ესკენაციას საავადმყოფოს ავტოსადგომი

ავტორი: Los Angeles’ Urbana Studio

მდებარეობა: ა.შ.შ. ინდიანაპოლისი, ინდიანა

წელი: 2014

ფოტოს წყარო: www.fubiz.net

http://vimeo.com/97139438

მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობას აქტიური მხოლოდ წინა ფასადი აქვს, ეს ავტოსადგომი დღეს ჩემი ყველაზე საყვარელი ყვითელი შენობაა. ყვითელი ფერის წყალობით ჩვეულებრივი ყოფითი ფუნქციის მქონე შენობა არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში ხდება. მისი მომხიბვლელი ნაწილი ტრანსფორმირებადი ფასადია. ის 7000 დახრილი ლითონის პანელისგან შედგება. ყოველ მათგანს თითოეული მხრიდან განსხვავებული ფერი აქვს. სწორედ ამის ხარჯზე, იმის მიხედვით თუ რა კუთხიდან უყურებ შენობას მისი სახე იცვლება. ყვითლის და ლურჯის კომბინაცია თვალში საცემი და მიმზიდველია. საავარმყოფო არის დატანჯული ადამიანების სამყოფელი, მაგრამ ამავე დროს ეს არის განკურნების ადგილი.

 

 

ყვითელ ოპტიმიზმს მოაქვს სიხარული!

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest