ტალღის ხანგრძლივობა~ 450 – 495nm

ტალღის სიხშირე~ 670 – 610THz

ლურჯი არის ყველგან. ცისა და ზღვის ფერი, ამავდროულად, ჰაერისა და წყლის ფერია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ლურჯი არის თბილი სიცოცხლის ცივი ფერი. სწორედ ამიტომ, ლურჯი, მთელი სპექტრიდან, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფერია. მას უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, დაწყებული უძველეს დროში სიმდიდრის მნიშვნელობით, დამთავრებული თანამედროვე საზოგადოებაში კორპორატიული ფერით. ამ ორ უკიდურესობას შორის კი უამრავი სხვა დატვირთვაა.

ლურჯ ფერზე ფიქრისას ერთ-ერთი პირველი რაც შეიძლება გაიხსენო ბლუზია (Blues), მუსიკა რომელიც ფაქიზად გამოხატავს მელანქოლიას. ჩვეულებრივ, ლურჯის ღია ტონები გამოიყენება საძინებლის ინტერირებში, რადგან ის ისევე ამშვიდებს, როგორც ბლუზის ლურჯი ჟღერადობა. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერება, ვინაიდან გადაჭარბების შემთხვევაში, სიმშვიდე შესაძლოა მოწყენილობასა და სევდაში გადაიზარდოს.

ლურჯის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლური მნიშვნელობაა სტაბილურობა და კონსერვატიზმი. ამიტომ არის ის მიღებული ფერია უნიფორმებისთვის. მიუხედავად ამისა, ლურჯი ტანსაცმელი ხშირ შემტხვევაში ძალიან მიმზიდველადაც გამოიყურებოდეს. ლურჯის სხვადასხვა ტონები, ხშირად, საქმიანი ადამიანების არჩევანი ხდება, თვითდაჯერებული და წარმოსადეგი პიროვნების შთაბეჭდილების შექმნის მიზნით. ყველაფერ ამასთან ერთად, ყველაზე ყოველდღიური და ხალიასიანი მატერია – ჯინსიც ლურჯია. აი ასეთია ლურჯი – მრავალფეროვანი.

როდესაც ამბობენ „ლურჯი არქიტექტურა“, ჩვენს გონებაში მინის შენობის გამოსახულება ტივტივდება. იმისათვის რომ ჩვენი სტატია ძალიან მარტივი არ გამოსულიყო გადავწყიტეთ არ შეგვეყვანა არც ერთი მინის შენობა. ლურჯი ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე გამჭვირვალე და მსუბუქი შუშა. ლურჯი შეიძლება იყოს მასიური, მხიარული, მსუყე, არეკვლადი… ლურჯი ფერი არქიტექტურაში სხვადასხვა ფორმით გვხვდება და ხაზს უსვამს ამ ფერის ხასიათს, შექმნას მშვიდი გარემო ხალისიანი ფერით. გარემოზე გავლენას სწორედ ამ სიმშვიდით ახდენს. ეს ტონალობა ადვილად ახერხებს არქიტექტურაში თვისი თავი სრულყოფილად გამოხატოს და განსაკუთრებულად მძაფრი და სასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს მნახველში. ლურჯი ადამიანების უმრავლესობისთვის საყვარელი ფერია.

 

ჭრელი აბანო

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

XVIII საუკუნე

თბილისის ყველაზე ჯანმრთელი არქიტექტურა ლურჯია, უფრო ზუსტად კი სპარსული ლურჯი. თბილისის უძველეს ნაწილში აგებული გოგირდის აბანოები ირანის კულტურის და ტრადიციული არქიტექტურული სტილის ძლიერი გავლენით აშენდა. ნაგებობის მთავარი ფასადი სხვა და სხვა ტონალობის ლურჯის მეშვეობით შექმნილი ორნამენტით არის შემკობილი. ამჟამად მისი ინტერიერის და ექსტერიერის რესტავრაცია მიმდინარეობს. მალე ლურჯი ფერის სისუფთავე ისევ მიიზიდავს ჩვენს თვალს.

 

დიდენების დასახლება

არქიტექტორები: MVRDV

მდებარეობა: როტერდამი, ნიდერლანდები

წელი: 2006

ისტორიული შენობის ცის ფერი გვირგვინი არაორდინალური არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც დიდენის ოჯახისთვის დაპროექტდა. ის რადიკალურად განსხვავდება გარშემომყოფი გარემსგამ და ამიტომ უცბად იპყრობს ყურადღებას. სახურავზე მოწყობილი საცხოვრებლის სილურჯე კონტრასტში შედის აგურის რბილ ფერთან, მაგრამ მეორეს მხვრივ გამოიყურება როგორც ცის საწყისი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მას არც ერთი ღრუბელი არ ამკობს. ლურჯი ფერი ექსტერიერის დომინანტი თემაა და ის ამკვეთრებს მოცულობების სიმახვილეს. რაც შეეხება ინტერიერს, აქ ლურჯი მოპირკეთება საერთოდ არ არის გამოყენებული და ფერი შიგნით პანორამული ფანჯრების და კარების საშუალებით ფრთხილად შემოდის. ლურჯმა სიცოცხლით სავსე განწყობა შემოიტანა როტერდამის მიძინებულ ნაწილში.

 

ვანანგკურას სტადიონი

არქიტექტორები: ARM Architecture

მდებარეობა:Port Hedland, Australia

წელი: 2013

ფოტო: პეტერ ბენეთს

სტადიონი არის ფუნქცია, რომელიც თავის თავში თავისთავად გულისხმობს მაღალ ტექნოლოგიებს და საინტერესო კონსტრუქციას, მაგრამ არა ფერს. ვანანგკურას სტადიონი გამონაკლისია. ლურჯი ტალღა კუბების კომბინაციით არის ფორმირებული. ნაგებობის კონცეფცია დაკავშირებულია სეზონურ ციკლონებთან, რომლებიც წელიწადის გარკვეულ დროს ბრტყელ და უდაბურ გარემოს ატყდება თავს. საინტერესო ფაქტია ის, რომ აქ ძირითადი სატრანსპორტო საშუალებელი საჰაეროა, აგრეთვე გარშემო უზარმაზარი სივრცეა და ამიტომ შორი დისტანციიდან მოდულებით აწყობილი ფასადი ერთ მთლიან მასად აღიქმება. ასეთი შენობისთვის ლურჯი შესანიშნავი ექსტერიერის ფერია, მაგრამ არა ინტერიერისთვის აქ ის დათრგუნავდა შიგნით მყოფ ადამიანებს. არქიტექტორებმა დომინანტად ამ შემთხვევაში სტაფილოსფერი არჩიეს. რაც არ უნდა იყოს, ლურჯმა ფერმა ამ სტადიონისგან საკულტო ნაგებობა შექმნა.

 

პავილიონი ვენდი

არქიტექტორები:HWKN

მდებარეობა: ნიუ იორკი, აშშ

წელი: 2012

ფოტო: HKWN, ჯესსი ანე, მაიქლ მორან

ვენდის ლურჯი არის ჰაი-ტექ ლურჯი. პივილიონი აგებულია მეტალის ხარაჩოებით რომლებზეც გადაკრულია PVC-ზე დამზადებული მატერია. ლურჯი გარსი ასუფთავებს ჰაერს დაბინძურებისგან უახლესი ტექნოლოგიის წყალობით. დიზაინი საინტერესოა შემადგენელი ნაწილების სიმარტივით და აფეთქებული, წვეტიანი ფორმის გამო. ლურჯი ფერი მისი კიდევ ერთი ღირსებაა. ის ცნობისმოყვარე ადამიანებს იზიდავს სიგრილით და მუსიკით რომელიც პავილიონიდან მოდის, მეტიც – მისი პოზიტიური სილურჯე უბიძგებს მათ შევიდნენ შიგნით. ვენდი ერთდროულად ცოცხალი და ეკო ნაგებობაცაა.

 

Koncerthuset/DR საკონცერტო დარბაზი

არქიტექტორი: ჟან ნუველი

მდებარეობა: კოპენჰაგენი, დანია

წელი:2009

ფოტო: მაიკ დუგენიო ჰანსენ, seier+seier და ვოიტეკ დურაქ

ჟან ნუველი არის არქიტექტორი, რომელმაც ნამდვილად იცის თუ როგორი ძალა აქვს ფერს. DR საკონცერტო დარბაზის ლურჯი ტექსტილის ფასადი უზარმაზარ ეკრანს წარმოადგენს. შენობა შიგნიდან და გარედან ერთნაირად ცოცხალია, ღამის მანძილზე შენობაში მიმდინარე პროცესები მის ფასადზეც იგრძნობა და ჩანს. რბილი ცისფერი გარდაიქმნება დინამიურ ლურჯად და უძრავი კუბი მოძრავი ნაგებობა ხდება. შენობის რთული შიგთავსი მარტივი მოყვანილობის ლურჯი გარსით არის დაფარული. შენობა დაპროექტდა განზრახვით, რომ ის ქალაქის ამ ნაწილისთვის გამორჩეული არქიტექტურის ნიმუში იქნებოდა. სიმარტივის და სირთულის კომბინაციამ სწორედ ასეთი, სასურველი შედეგი გამოიღო.

 

Speedmark Headquarters

არქიტექტორები: ჯო ჰო დიზაინი

მდებარეობა: ჰონგ კონგი, ჩინეთი

წელი: 2013

ფოტო: დიკ ლიუ, რეი ლაუ

Speedmark ოფისის ინტერიერში წამყვანი თემა ლურჯი კონტეინერია. იდეა მარტივია და კონცეფცია ნათელი. ლურჯი ჭერი და სხვა ელემენტები მეტალის გოფრირებულ კედლებში ირეკლება. ამ ხრიკის გამოყენებით სივრცეში ძირითადი ფერის უამრავი ტონი და გრადაცია ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი უხვად არის გამოყენებული ის სიფრთხილით არის გადანაწილებული მთელ სივრცეში. ზოგი ნაწილში მხოლოდ ლურჯი აქსესუარებია შეტანილი. ინტერიერი მშვიდია და სავსე ლურჯი ენერგიით.

 

 

ჩვენ ლურჯ პლანეტაზე ვცხოვრობთ და რა გასაკვირია, რომ ის ერთნაირად საყვარელი ფერია ყველა ასაკის, სქესის და კულტურის წარმომადგენლებისთვის.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest