კარგი არქიტექტურა კარგი ფოტოცაა – სწორი კუთხიდან დანახული ფორმა და ზუსტად გადმოცემული დეტალი. საკულტო შენობები კი სწორედ ფოტო კადრების წყალობით რჩება ისტორიას.

მათიას ჰაიდერიკი ბერლინში მოღვაწე ფოტოგრაფია. ამ ბიჭის თვალით დანახული არქიტექტურა და შენობისდეტალები, მათ თავიდან აღმოჩენას ჰგავს, რადგან ფოტოებში გადმოცემული ფორმები იმდენად განსხვავებულია, შეიძლება ერთი შეხედვით ვერც მიხვდეს მნახველი რომელი ნაგებობის დეტალია, თუნდაც უკვე მრავალჯერ ჰქონდეს ის ნანახი.

ჰაიდერიკის ფოტოგრაფია კვადრატში ჩატეული ფერადი ფორმებია, რომელიც პირველი ნახვისთანავე იქცევს ყურადღებას. ავტორის სახასიათო მრავალფეროვნება კონტურებსა და ფერებში, განსხვავებული რაკუსრის შერჩევისა და კომპოზიციის ზუსტი ემოციით გადმოცემის უნარი, ის ღირსებებია, რაც მის თითოეულ ნამუშევარს ასეთ უნიკალურსა და ღირებულს ხდის.

მათიას ჰაიდერიკის ფოტოები ერთი შეხედვით ტკბილეულს ჰგავს თავისი გამოსახველობით. მთელი მისი შემოქმედება, შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურული ტკბილეულია , გემრიელი და მიმზიდველი ფორმებით, გულგრილს რომ არავის დატოვებს.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest