ARCHessories ეს არის ელისაბედ ზაუტაშვილის ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების ხაზი.

ელისაბედი არქიტექტორია და სახელწოდება ARCHessories ნაწილობრივ აქედან გამომდინარეობს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სამკაულები არქიტექტურული დეტალებისა და მასალებისგან არის შექმნილი.

მეტალი, ტყავი, ზამში, მინა და კიდევ ბევრი სხვა – ეს ის მასალებია, რომელსაც დიზაინერი სასურველი შედეგის მისაღწევად იყენებს.

თვითონ თავის ნამუშევრებს ელისაბედი რომელიმე განსაზღვრულ სტილს არ მიანიჭებს :

“არ მგონია რომ მაინცდამაინც რაიმე სტილს მივეკუთვნები, ალბათ უფრო ინდუსტრიულ-კონცეპტუალურს”. უპირატესობასაც იმ მასალასა და სტილს ანიჭებს, რაც სამკაულის დამზადებისას, იმ მოცემულ მომენტში მოსწონს.

აქ ყველაფერი ხელნაკეთია დაწყებული სამკაულებიდან, ქუდებითა და კოლგოტებით დამთავრებული. დიზაინი არ მეორდება, ასე რომ თითოეულ მის მფლობელს შეუძლია თამამად თქვას, რომ მისი სამკაული ერთადერთი და უნიკალურია.

ARCHessories ფარგლებში რამოდენიმე პროექტი ერთიანდება, ეს არის ქუდების კოლექცია Wear a Hair და კოლგოტების სერია Celestica.

ელისაბედის სამკაულებმა თავიდანვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ისინი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც რამოდენიმე ინტერნეტ მაღაზიაში შეგიძლიათ მოიძოთ.

ელისაბედს უკვე ჰქონდა თავისი ნამუშევრების ორი პერსონალური გამოფენა,

მოცემულ მომენტში კი ის აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ემზადება ზამთრის კოლექციის შესაქმნელად.

 

მისი ნამუშევრებისათვის შექმნილი ვიდეორგოლები იხილეთ აქ:

https://www.youtube.com/user/ARCHessories

 

ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის Archessories -ის სოცილურ ქსელს ეწვიეთ :

https://www.facebook.com/Archessories

 

 

ავტორი: თათა გაჩეჩილაძე

ფოტო: © მარიამ კალანდარიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest