პროექტი: არქეოლოგიის მუზეუმი

არქიტექტორები: Barclay & Crousse

მდებარეობა: აიქა, პერუ

ფართობი: 1170.0 2

წელი: 2016

სამხრეთ ამერიკულ უდაბნოებს ისე არაფერი უხდება, როგორც წითელ პიგმენტ გარეული ბეტონი. სწორედ ასეთია არქეოლოგიის მუზეუმი აიქაში, რომლის არქიტექტურაც Barclay & Crousse-ს ეკუთვნით. შენობის სწორხაზოვნება უდაბნოს ტეხილი კლდეების ფონზე დინამიურ განწყობას წმნის. ფერები ქვიშაში გარდამავალია და ჩამავალი მზის სხივები მართკუთხა ვიტრაჟებში თვალისმომჭრელად ირეკლება.

Julio C Tello-ს სახელობის მუზეუმი პარაკასის ეროვნული ნაკრძალის შესასვლელთან მდებარეობს, ზუსტად იქ, სადაც მისი წინამორბედი შენობა იდგა, რომელიც 2007 წელს მიწისძვრის დროს განადგურდა. ეს ადგილი უძველესი არქეოლოგიური ძეგლია რეგიონში, სადაც 1920-იანი წლების დასაწყისში, არქეოლოგმა ხულიო სი ტელიომ 2 000 წლის წინანდელი სამარხები აღმოაჩინა. აქ მუზეუმში ეს ექსპონატებიცაა წარმოდგენილი.

 

 

შენობის დიზაინი ლიმაში დაფუძნებული არქიტექტორების დუოს, სანდრა ბარკლისა და ჟან პიერ ქრუსეს ეკუთვნით. შენობის ფასადები გაპრიალებული ბეტონისა და გახუნებული წითელი ფერისაა.

„არქეოლოგიურმა მუზეუმმა უნდა შექმნას ბალანსი შესწავლილ ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მიაწოდოს ის საზოგადოებას გარემოსთან მიმართებაში მაქსიმალური სიზუსტით. წითელ პიგმენტ გარეული დაუმუშავებელი ბეტონი უდაბნოს გარემოში ჰარმონიულად ეწერება. ხელოსნების მიერ ფასადის გაპრიალებისას დატოვებული პატინა კი კოლუმბიური კერამიკის, ჰუაკოს (huacos) ფაქტურის იერს ქმნის, რომლებიც შიგნიდან გახსნილი და დაუცველია“, – აღნიშნავენ შენობის ავტორები.

 

 

მუზეუმი ორ ნაწილად იყოფა: ერთში საგამოფენო სივრცეები და კონსერვაციული უბნები, ხოლო მეორეში საგანმანათლებლო ოთახებია განთავსებული. მათ ერთმანეთისგან დერეფანი ყოფს, რომელსაც ავტორები “ბზარს” უწოდებენ. შენობას სამხრეთ ფასადზე ოთხი ცალი ყუთის ფორმის ფანჯარა მიუყვება. ეს ინტერიერში სინათლის წყაროა და ამასთანავე მზის პირდაპირი სხივებისგანაც იცავს მას. შენობაში შესასვლელი კედელი კონტრასტული ლურჯი ფერისაა.

 

მუზეუმის გეგმარება გლუვი და გამჭვირვალეა, ის ლაბირინთული ფორმების დიზაინისა და ამასთანავე, მარტივი წრეების ძიებაცაა, რომლის მსგავსაც უძველესი პერუელები იყენებდნენ.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest