პროექტი: აპარტამენტი L

დიზაინი: ნინო ნოზაძე

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის 83

ფართობი: 190 კვ.მ

წელი: 2016

დახვეწილობის საბოლოო ფორმა სიმარტივეა. – ლეონარდო და ვინჩი

ხმაურიანი ქალაქის ყოველდღიურობისგან დაღლილი ადამიანისთვის, თავისი საცხოვრებლის ინტერიერი ყველაზე კარგი თავშესაფარი უნდა იყოს. არსებულ სივრცეებში ნივთები, ფერები და მასალა ჰარმონიულად თანაარსებობდეს და ქმნიდეს თბილ, სასიამოვნო გარემოს .

აპარტამენტი L თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. მარტივი და ელეგანტური დიზაინი, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აქ მშვიდად არსებობაა შესაძლებელი. არც ერთი დეტალი თვალს არ ტვირთავს და საინტერესო წარმოდგებას ქმნის ყველა იქ არსებულ ნივთზე. ინტერიერი ხის, მეტალისა და ბეტონის მასალების ჰარმონიულ კომბინაციას წარმოადგენს. შუშის გამყოფი ვიტრინა სივრცის დასაყოფად, მაგრამ ამავე დროს ვიზუალურად მისი მთლიანობის შესანარჩუნებლადაა გამოყენებული. მოდერნისტული ავეჯი მწვანე და ღვინისფერი ხავრდისაა. სამზარეულოში ხის მაგიდა შავ ფერსა და ცისფერ კერამიუკულ ფილებთანაა შეხამებული. ამავე გარემოს სიმძაფრეს შავი სანათებიც მატებს.

საძინებლის კედლები ცისფერშია გადაწყვეტილი. სარკეებიან კარადას ყავისფერი საწოლი და თეთრი სანათი ენაცვლება.

შუშის მაგიდას მწვანე ხავერდთან და ხის კრედენზასთან ერთად ინტერიერში ჰაეროვნება შემოაქვს. აქა-იქ გაბნეული მცენარეები კი სივრცეებს ბუნებრივობის განცდას მატებენ. საინტერესოდაა შერჩეული ნამუშევრები კედლებზეც, დაბალანსებული ფერებითა და დინამიური კომპოზიციებით.

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest