ანუკა თავართქილაძე 1984 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. 2009 წელს მაგისტრის ხარისხი ფლორენციის დაიცვა დიზაინის ინსტიტუტში, ხოლო 2010 წლიდან კომპანია „MosuliShvili & Partners”-ში მუშაობს.

წარმოუდგენელია, იყო არქიტექტორი და ამავდროულად არ გიტაცებდეს ნებისმიერი სახის დიზაინი. ეს პროფესია უკვე გულისხმობს ამ სფეროსთან პირდაპირ შეხებას ნებისმიერ პროექტში. ანუკაც ატქიტექტურის პარალელურად ავეჯის დიზაინით დაინტერესდა და პირველი ნივთი 2013 წელს შექმნა.

მას შემდეგ, რაც საკუთარი პროდუქტის კეთება დაიწყო, უამრავ სხვადასხვა პრობლემას წააწყდა, რომელიც ქართული ბაზრის თავისებურებებს უკავშირდება. პირველ რიგში იყო საქართველოში საჭირო მასალების შოვნა მოფიქრებული ნივთის შესაქმნელად. ხშრად უცხოეთიდან უწევს დეტალების გამოწერა, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და პროდუქტის საბოლოო ღირებულებას აძვირებს. ამას გარდა ქართველი მომხმარებელი მაინც უცხოელი დიზაინერების პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას და ჯერ ვერ აცნობიერებს ქართველიების პოტენციალს. მაგრამ ჩემი დაკვირვებით ნელ-ნელა ქართველი დიზაინერებიც იხვეწებიან და ისეთ პროდუქტს ჰქმნიან, რომ მალე გაუწევენ კონკურენციას უცხოურ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე.

„პრინციპში დიზაინი ხელოვნებაა და შესაბამისად ინსპირაციის წყარო შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ხელოვნებისათვის შეიძლება იყოს შთამაგონებელი. დიდ როლს თამაშობს მაგალითად ასოციაციები. თანამედროვე დიზაინში ხშირად ვპოულობთ ფორმებს, რომლებიც სხვადასხვა საგანს გვაგონებს ყოველდღიურობიდან. ამას გარდა საინტერესოდ ხდება ძველი, წინა ეპოქის დიზაინის ახლებური ინტერპრეტაცია და მისი მორგება დღევანდელობაზე. დღევანდელ მომხმარებელსაც ძალიან ხიბლავს ძველისა და ახლის მსგავსი სინთეზი. „ – აღნიშნა ანუკამ -თან საუბარში.

2014 წელს ანუკა ორ გამოფენაში მონაწილეობდა: Olive Design-ის „Concept Gallery“-სა და „Made in Georgia“, რომელიც “ახალი ნათების” მიერ იყო ორგანიზებული და სადაც მხოლოდ ქართველი დიზაინერების პროდუქტები იყო გამოფენილი.

ზოგადად, ქართული ავეჯი, როგორც პროდუქტი, უკვე ყალიბდება ჩვენს გარემოში და ეს უკვე ძალიან კარგი ამბავია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მხარი დავუჭიროთ ყველა დიზაინერს, რათა კიდე ბევრი კარგი ნამუშევარი შექმნან. ასე რომ, სანამ ავეჯის მაღაზიებს დაივლიდეთ და უცხოურ ნაწარმს შეიძენდეთ, იფიქრეთ იმაზეც, რომ ქართველებიც აკეთებენ მსგავს პროდუქტს და ხშირად გაცილებით კარგი ხარისხისასაც. გადაიხადეთ ცოტა მეტი, მაგრამ ხელი შეუწყვეთ ამ სფეროს განვითარებას. შეუკვეთეთ ახალი დიზაინი და ისიამოვნეთ ადგილობრივი პროდუქტით.

„სამომავლო გეგმა შეიძება ასე ჩამოვაყალიბო: მინდა ვიყო მაქსიმალურად პროდუქტიული ჩემს საქმეში და შევქმნა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქტი, არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ბაზრისთისაც“ – აღნიშნავს ანუკა თავართქილაძე.

 

 

“მოლბერტი-სარკე”

მოლბერტ სარკე არის ნივთი, რომელიც გარდაქმნის ყოველდღიურ სივრცეს და წარმოაჩენს მას როგორც სივრცეს ხელოვნებისათვის. მოლბერტის წინ მყოფი პიროვნება არა მხოლოდ ასრულებს ყოველდღიურ რუტინას, არამედ ერთგვარი ხელოვანია. როგორც ღირებულია ის, რაც განთავსებულია მოლბერტზე ისევე ღირებულია ის, რაც ირეკლება მოლბერტი-სარკის ზედაპირზე.

ტექნიკური აღწერა: აქვს 3 უჯრა აქსესუარებისთვის და კოსმეტიკისთვის, სარკე თავისი სანათით. შესრულებულია ხეში.

 

 

“Fleur“

სანათი არის ტორშერი რომელიც არის მრავალ ფუნქციური. მას აქვს ქოთნები მცენარეებისთვის რომლებიც 360 გრადუსი ბრუნავენ, თეფში სხვადასხვა ნივთებისთვის და სანათი.

მასალა: რკინა, პლასტმასი.

 

 

„Gradient“

ჭერის სანათი

მასალა : ხე, შეღებილი პლასტმასი.

 

“ Hexagon“

მაგიდის სანათი

მასალა: კერამიკული მინა, შეღებილი mdf

 

 

ანუკას ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ მის Facebook გვერდზე:

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest