დიზაინერი ანუკა თავართქილაძე მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სამაგიდე სარკეებს სთავაზობს. რვა ცალ ნამუშევარში გამოყენებული მასალა შეღებილი mdf-ი, მასიური ხე და ხის ანათალია. გეომეტრიული ფორმებისგან შექმნილი კომპოზიციები და საინტერესო ფაქტურა, ამ სარკეებს ინტერიერის სასიამოვნო დეტალად აქცევს. ავტორს აქამდე უკვე აქვს სარკეების დიზაინზე ნამუშევარი, რადგან ეს მასალა განსაკუთრებით მოსწონს, ამ სამაგიდე სარკეების იდეაც სწორედ ამ მასალის უფრო მეტად შესწავლის სურვილით გაჩნდა.
- Photo: Mikheil Pitiurishvili
- Photo: Mikheil Pitiurishvili
ვისთვისაა ეს სამაგიდე სარკეები განკუთვნილი?
დიზაინის სფეროში საგნის ფუნქციური მოხერხებულობა და მისი ვიზუალური მხარე თანაბრად მნიშვნელოვანია, ამიტომ ეს პროდუქტი არის იმისთვის, ვისაც ის მოეწონება და იმისთვისაც, ვინც მას მოხერხებულად მიიჩნევს. მე პირადად, მსგავსი სარკე არა მხოლოდ პირად სივრცეში, არამედ,ვთქვათ, ოპტიკის მაღაზიებშიც წარმომიდგენია.
- Photo: Mikheil Pitiurishvili
- Photo: Mikheil Pitiurishvili
რა მნიშვნელობა აქვს დღეს სარკეს ყოველღიურობაში?
დღესაც, ისევე როგორც ყოველთვის, ადამიანი ცდილობს საკუთარი თავის შესწავლას და სარკე ამ პროცესის ყოველდღიური ნაწილია. დღის ნებისმიერ მომენტში სჭირდება ადამიანს იმის ცოდნა, თუ როგორ გამოყურება, ამიტომ, მგონია, რომ სარკე ყოველდღიურობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნივთია, თუმცა ვინაიდან მისი საშუალებით ვაკვირდებით სხვა დანარჩენ საგნებს, თავად ის ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
- Photo: Mikheil Pitiurishvili
- Photo: Mikheil Pitiurishvili


