მსოფლიო სავსეა ცუდი ტატუებით და ისინი თავს ტანსაცმლის ქვეშ მალავენ, მაგრამ არიან არტისტები, რომლებმაც ტატუირება ხელოვნების დარგად აქციეს, სხეულზე მათი ქმნილებები კი იმაზე ბევრად ძვირი ღირს ვიდრე სხვა მხატვრების ნამუშევრები ტილოზე.

ამანდა ვაჩობს ფერმწერის დიპლომი აქვს. განათლების დასრულების შემდეგ გოგონამ არ იცოდა რა მიმართულებით ემუშავა, თუმცა როდესაც ტატუირებით დაინტერესდა და თავის ფერწერულ ნამუშევრებს ტილოზე კი არა, სხეულზე დაუწყო გადატანა, მიხვდა, რომ თავისი თავი იპოვა. „ მე უბრალოდ დამოკიდებული გავხდი ტატუირებაზე, გაუჩერებლად შემეძლო მემუშავა.“- ამბობს ის. მის ნამუშევრებს ადვილად გამოარჩევთ სხვებისგან: მსუბუქი შტრიხები და აკვარელის საღებავის ეფექტით შესრულებული კომპოზიციები. მკვეთრი, ცოცხალი ფერები და ხატვის თავისუფალი მანერა, რაც მთელ ნამუშევარს ჰაეროვანს ხდის. ეს მხოლოდ ტატუ კი არა, ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც მფლობელი სხეულით დაატარებს, ის კი მას უნიკალურს ხდის.

“ყველაზე რთულია შეცვალო ადამიანების აზრი ტატუირებასთან დაკავშირებით”, ამბობს ის , “ არადა იმდენი რამის გაკეთება შეიძლება კანზე და მის მიღმაც.”

ხელოვანს საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფოლიო აქვს: მისი ფერწერული ნამუშევრები ტილოზე, 2004 წლიდან დღემდე, უამრავ გალერიაში იყო წარმოდგენილი. ვაჩობის კრეტიულობა ამ ყველაფერს დიდიხანია გასცდა და მისი კომპოზიციები სხვადასხვა ჯიშის ხილზეც კი შეგიძლიათ იხილოთ.

ამანდა ვაჩობი ნიუ იორკში, ბრუკლინში მოღვაწეობს. მის ნამუშევრებს უკვე უამრავი „მფლობელი“ ჰყავს. ეს აბსტრაქტული ფორმები და შესრულების უნიკალური ტექნიკა არა მარტო ტატუს მოყვარულებს, არამედ მისდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებსაც კი არ ტოვებს გულგრილს.

გაეცანით მისი ნამუშევრების ფოტოებს და ორშაბათიდანვე დაიმუხტეთ განსაკუთრებული ინპირაციით, ხოლო თუ მისი ხელოვნების თქვენს სხეულზე გაზიარება გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ 5 თვით ადრე მოგიწევთ ადგილის დაჯავშნა, რადგან მანამდე ადგილები უკვე შევსებულია. აი ასე, ნამდვილ ხელოვნებას დამფასებელი ყოველთვის ბევრი ჰყავს.

 

 

ამანდა ვაჩობის ოფიციალური საიტი:

http://www.amandawachob.com/

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest