კურატორი: მარიკა აგუ

კონსულტანტი: ფრანცისკო მარტინეზ

მონაწილეები: დავით ბოსტანაშვილი | ჯგუფი ბულიონი | თეა გვეტაძე | ლევან მინდიაშვილი | გიორგი ოქროპირიძე | ნინო სეხნიაშვილი | სოფია ტაბატაძე

ფოტო: ჯოან ჰიუმერინდ

თარიღები: მარტი 24 – მაისი 29 | 2016

მდებარეობა: TARTMUS ტარტუს ხელოვნების მუზეუმი, ესტონეთი

 

 

იდააფი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ესტონეთში რამდენიმე ხნის წინ გახსნილი ექსპოზიციის კონცეფციით. რეპორტიორმა კურატორს ერთადერთი შეკითხვა დაუსვა.

რატომ გახდა ასეთი თემა თქვენი ინტერესის ობიექტი და როგორ შეძელით შეგეკრიბათ ყველა ეს ქართველი ხელოვანი ესონეთში?

– ძალიან საინტერესოა ჩემთვის თუ როგორ გამოიყურება არტისტთა ეს ჩამონათვალი ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში. კონცეფცია შემუშავდა ფრანცისკო მარტინეზთან ერთად 2015 წელს ადგილზე, ჩვენ ვასრულებდით ჩვეულებრივ კვლევას – ვაკვირდებოდით გარემოცვას თბილისში და ვესაუბრებოდით ხელოვანებს, აგრეთვე ჩვენ ვესტუმრეთ GeoAIR-ის არქივს ზოგადი ინფორმაციის მისაღებად. ჯოანა ვარსშას პროექტმა „კამიკაძე ლოჯია“ მოგვცა სერიოზული ბაზა და ათვლის წერტილი, ასე რომ ჩვენი პროექტი აღარ დაფრინავდა ჰაერში. ასევე, თავდაჯერებულობა შეგვმატა ფაქტმა, რომ არტისტთა ჯგუფს აქამდე უკვე ჰქონდა შეხება რემონტის ცნებასთან (მაგალითად სოფია ტაბატაძის „პირიმზე“).

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები შერჩეულია მხოლოდ მათი არსიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა მათი ნაწილი შეესაბამებოდა კონცეფციას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია კურატორულ პრაქტიკაში. მე არ მქონდა არც სახსრები და არც მოტივაცია დამეკვეთა ახალი ნამუშევრები. ფრანცისკომ აღნიშნა, რომ მისი ირენა პოპიაშვილთან საუბრისას, მან თქვა რომ ამ ხელოვანების ერთად წარმოდგენა არც კი შეეძლო, მაგრამ აქ ადგილზე ესტონეთში პროფეიონალების ზოგადი გამოხმაურება მხარდამჭერი და პოზიტიური არის.“

ტარტუს ხელოვნების მუზეუმი მოხარულია წარმოგიდგინოთ საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა “Aesthetics of Repair in Contemporary Georgia”, რომელიც წარმოაჩენს რეკონსტრუქციის და შეკეთების პრაქტიკას სხვა და სხვა ჭრილში: მატერიალური, სიმბოლური, პერსონალური და სოციალური კუთხით. შეკეთება გულისხმობს ცნებებს როგორიცაა „რემონტი“ და „ხალტურა“, რომელიც გამოხატავს მუდმივი დაუმთავრებლობის მდგომარეობას, არასტაბილურობას და პასუხისმგებლობის შეგრძნების დაბალ დონეს. ექსპონირებული ნამუშევრები იჭერენ კოლექტიური დინამიკას და პირად წარმოდგენას ოსტატობისა და მოვლა-მომსახურების შესახებ.

გამოფენის გახსნისას, 28 მარტს, ექვსი წევრისგან შემდგარმა არტისტულმა ჯგუფმა „ბულიონმა“, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა გამართა წარმოდგენა, რომელიც ექსპოზიციაში ინსტალაციის სახით დარჩა. პერფორმანსის დროს ექვსივე ჯგუფის წევრმა ერთმანეთს თმები შეაჭრა. არა იმიტომ რომ ეს მათ უხდებათ, ავად არიან, ან ტილებისგან იტანჯებიან. ასევე, არც იმიტომ რომ ისინი არიან პატიმრები, სამხედროები ან ნეონაცისტები, არც იმიტომ რომ საჯაროდ დასჯილი და თავ გადაპარსული ქალები არიან. ეს სოლიდარობის აქტია, მაგრამ ამავე დროს ცუდი ენერგიისგან განთავისუფლების მეთოდი და საქართველოში გამეფებული „სახალხო პესიმიზმის“ გამოხატულება. ფაქტიური პოსტ-საბჭოთა საზოგადოებიდან გაქცევით, ბულიონს სურს დაიწყოს ყველაფერი თავიდან.

გახსნამდე, ბერლინში მოღვაწე ხელოვანმა სოფია ტაბატაძემ წარმოადგინა მისი პროექტი „პირიმზე“, დაფუძნებული კველვაზე შენობის შესახებ, რომელიც ასრულებდა სხვა და სხვა ნივთების შესაკეთებელი ცენტრის ფუნქციას 1971-დან 2007 წლამდე.

გამოფენას თან ახლდა იმავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია. 26 მაისს ორგანიზება გაეწია „ქართულ სათვისტომოს“ აღნიშნული წიგნის წარსადგენად და ხელოვანებთან ნინო სეხნიაშვილთან და თეა გვეტაძესთან, და ასევე ჯგუფ ბულიონთან შესახვედრად. წიგნის რედაქტორები – ფრანცისკო მარტინესი და მარიკა აგუ, დიზაინერი – ვაჰრამ მურადიანი.

გამოცემა გვაწვდის სოციალური დინამიკის და მატერიალური კულტურის კალეიდოსკოპურ მიმოხილვას თანამედროვე საქართველოში. ავტორების რიცხვში შედიან ნეიშენალ ჯეოგრაფიკის რეპორტიორი და პულიცერის ჯილდოს მფლობელი პაულ სალოპეკი, საერთაშორისო აღიარების მქონე კურატორები ჯოანა ვარშზა და ირენა პოპიაშვილი, ასევე რამდენიმე ისტორიკოსი და მკვლევარი, ლალი პერტანავა, რენე მაიე, ჟული ნავა, აიმარ ვენტსელ, დავით ბოსტანაშვილი, მარკოს ფარიას ფერეირა და კონსტანზა კურრო.

 

 

 

ტექსტის წყარო: მარიკა აგუ

ქართული თარგმანი: ტატა ალხაზაშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest