Null

ვაკანსია - foto

ვაკანსია იდააფში

ინტერნეტ გამოცემა ‘იდააფი’ აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე. განაკვეთი: ნახევარი/დისტანციური მოვალეობები: არქიტექტურის, დიზინისა და ხელოვნების სფეროებში წინასწარ განსაზღვრული თემების მიხედვით სტატიების მომზადება და გამოსაქვეყნებლად დამუშავება. (მოვალეობები დეტალურად განიხილება შეჩეულ კანდიდატთან) აუცილებელი მოთხოვნები: ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენა. ანაზღაურება: შერჩეულ კანდიდატთან განიხილება ინდივიდუალურად. გამოაგზავნეთ თქვენი CV და სტატია, ან გამოწვეყნებული სტატიის ლინკები Contact@idaaf.com-ზე. (დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ […]

Stipfold - Nikozi Art Palace

Ნიქოზის ხელოვნების სასახლის კონკურსი – Stipfold

ტექსტი მოწოდებულია არქიტექტორების მიერ: “კითხვაზე: რა შეუძლია ხელოვნებას აქ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ოკუპაციას? ჩვენი პასუხია განვითარება. კონტექსტიდან გამომდინარე დავაპროექტეთ სრულიად თანამედროვე შენობა, რადგან მესიჯი ხმამაღალი და ადვილად გავრცობადი ყოფილიყო. ხელოვნების სასახლის დანიშნულება აღვიქვით ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად არსებულ გარემოში. შენობა ცდილობს ეს მიზიდულობა გააძლიეროს, საინტერესო შემეცნებითი და კულტურული ცენტრი გახდეს. არქიტექტურა მაქსიმალურად გახსნილია, რადგან არ […]

6

ვილა ‘კო’ – მუა | ნინო ნოზაძე

მდებარეობა: წყნეთი, საქართველო წელი: 2018 არქიტექტურა: MUA ინტერიერის დიზაინი: ნინო ნოზაძე ლანდშაფტის დიზაინი: ტატუკა ჯაფარიძე ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი   არქიტექტორებისგან: “ვილა “KO” დაბა წყნეთში, თბილისიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ლუის კანის კონცეფციის, “servant served” -ის ინსპირაციით, სივრცე ინვერსიულად, შიდა და გარე სივრცეების ერთმანეთში არევითა და შერწყმით დავაპროექტეთ. გეგმარების არსი, მისი სივრცული გადანაწილება, უღიმღამო გარემოსა და კონტექსტიდან […]

2_About Architecture_Nikozi 2nd prize

Ნიქოზის ხელოვნების სასახლე – About Architecture – მე2 ადგილი

არქიტექტორებისგან: “Ნიქოზის ხელოვნების სასახლის პროექტის იდეა რურალური დასახლების ერთ ჭერქვეშ გაერთიანებას ისახავს მიზნად. Ფუნქციების ერთობლიობა ქმნის შიდა ეზოს არქიტექტურულ ტიპოლოგიას, რაც ერთიანობის, მთლიანობისა და სიმშვიდის განცდას ბადებს. Გადახურული სივრცის დანიშნულება კულტურის წარმოებაა და ის მოიცავს მუზეუმს, გალერეასა და საკონცერტო დარბაზს, შიდა ეზო კი თავშეყრისა და წვეულებების ადგილად მოიაზრება, რომლის მიზანიც კულტურის გაზიარებაა. Მოცულობა ითვალისწინებს მიმდებარე […]

Maia Naveriani- New Wave Tourist' (2)

‘ახალი ტალღის ტურისტი’ – მაია ნავერიანი

გალერეა არტბითი მაია ნავერიანის სოლო გამოფენას: “ახალი ტალღის ტურისტი” მასპინძლობს. “ტურისტი – ცნობისმოყვარე მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, დროებითი, შემთხვევითი სტუმარი – ეს ის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მომწონდა და ბევრ ჩემს ნამუშევარში გამომიყენებია. და აი, ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში გამოვიკეტეთ და ყველანაირი მოგზაურობა გაყინულია, ცნება ტურიზმი, ტურისტი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა ჩემთვის და ამ თემაზე ახალი ტექსტის შექმნაზე […]

poster

ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

რა შეუძლია ხელოვნებას აქ? – ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული კონკურსი ამ საფიქრალში იხმობს არქიტექტორებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ღია კონკურსი ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული პროექტისთვის 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მონაწილეებს 3 თვე განესაზღვრათ პროექტების წარსადგენად და გამარჯვებულები 2021-ის 7 მარტს გამოვლინდა.   ორგანიზატორებისგან: „ნიქოზი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ნიქოზისა და ქვემო ნიქოზის ძველი სახელწოდებაა. მდინარე ლიახვის მარჯვენა […]

Andro Eradze Mouth of Darkness (4)

Mouth of Darkness – Andro Eradze

  ‘ხედვა გისოსებიდან ისე დაიღალა, რომ მისთვის აღარ არსებობს მის გარეთ არცერთი სამყარო; როდესაც ისინი დადიან, მათი ნაბიჯები წრეებში არიან დატყვევებულები, მაგრამ ეს მოძრაობა მაინც ჰგავს რიტუალურ ცეკვას, რომელშიც მათი ვნება პარალიზედება. ძალიან იშვიათად, როდესაც მაყურებელი ტოვებს ტერიტორიას, შემოდის გამოსახულება, სადაც ისინი დაძაბული ვარდებიან ძირს; თავიაანთი ჩაკეტილი კუნთებით ეშვებიან საკუთარ გულებში და ქრებიან.’ – რაინერ მარია რილკე […]

Photo: Studio + -

ბინა იპოდრომთან – სტუდიო + –

პროექტი: ბინის ინტერიერი დიზაინი: სტუდიო + – (ნატო ბაგრატიონი, ელისაბედ ზაუტაშვილი) ფართობი: 150 კმ.მ მდებარეობა: თბილისი, საქართველო წელი: 2014-2018   ავტორებისგან: „ეს არის საცხოვრებელი ბინის პროექტი, რომელზეც რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. იმის გამო, რომ განხორციელებისას დიდი დრო დავუთმეთ დამკვეთის სურვილებისა და ცხოვრების სტილის შესწავლას, მუშაობის პროცესი უფრო შემოქმედებითად წარიმართა. ჩვენი ინსპირაციის წყარო არსებული გარემო, იპოდრომის მთის ხედები და განათებაა, რაც ამ […]

Photo: Tornike Aivazishvili

‘სკამი 1+1’ – სანდრო ლომინაშვილი

დასახელება: სკამი 1+1 ზომა: H750; W500; D495 მასალა: ბოჭკოვანი მინა (Fiberglass) წელი: 2020 ქართველმა დიზაინერმა სანდრო ლომინაშვილმა თავისი ახალი ნამუშევარი „სკამი 1+1“ წარუდგინა საზოგადოებას. სანდრო ცნობილია საინტერესო და კონცეპტუალური მიდგომებით დიზაინის მიმართ და განსაკუთრებით იმ მიზნით, რომ კრეატიული სკამები შემატოს დიზაინის თანამედროვე ინდუსტრიას. ავტორისგან: „სკამი 1+1 -ში დეკონსტრუქცია გავუკეთე და შემდეგ ისევ აღვადგინე არქიტიპული სკამი […]

Kvareli Lake Resort  Lobby by Nino Chubika

სასტუმრო ‘ყვარლის ტბის’ ინტერიერი – ნინო ჩუბიკა

  *სტატია დროებით ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. Kvareli Lake Resort Lobby by Nino Chubika Kvareli Lake Resort Lobby by Nino Chubika Kvareli Lake Resort Lobby by Nino Chubika Kvareli Lake Resort Lobby by Nino Chubika Kvareli Lake Resort Lobby by Nino Chubika Kvareli Lake Resort Lobby by Nino Chubika Kvareli Lake Resort Lobby by Nino […]

The funeral. 2019

თამარ ნადირაზე – ინტერვიუ ადამიანებზე, აკვარელსა და გავლენებზე

ქრისტო კლოდმა თქვა: „მჯერა, რომ ხელოვნების ყოველი ნაწარმოების საუკეთესო დროა პერიოდი, როდესაც ის შესრულდა, ამის შემდეგ კი ხდება მისი მუდმივი ტრანსფორმაცია.“ – თამარის ნამუშევრებიც თითქოს ასეა – მათ აქვთ მიზანი, რასაც მხატვარი ნარატივით გადმოსცემს, სიმბოლიკა, რაც მის კომპოზიციებში მსუყედაა მიმოფანტული და პერსონაჟები – რომლებიც თავიაანთი გამომსახველი ფერებითა და ფორმით თითქოს ნამუშევრიდან გადმოსვლას და რეალურ სამყაროში […]

Element Furniture - Nana Zaalishvili

ელემენტი – ასაწყობი ავეჯი

არქიტექტორი: ნანა ზაალიშვილი | იდააფ არქიტექტორები ზომები: 20x5x50 სმ -დან – 30x10x250 სმ -მდე მასალა: მუხა; წაბლი, ნატურალური ქვა (დიაბაზი; ბაზალტი) წელი: 2019 ინსპირაცია: გიორგი ჩახავას ‘სამშენებელო ელემენტი’ ერთი ფორმა, მრავალფეროვანი მასალა და სხვადასხვა ფუნქციის ავეჯი   ავეჯის კოლექცია ‘ელემენტი’ ინსპირირებულია გიორგი ჩახავას ‘სამშენებლო ელემენტით’ (1981) და იდეით რომ მისი ეს გამოგონება მხოლოდ ქართულ საბჭოთა არქიტექტურულ ისტორიაში არ დარჩება და მომავალშიც განვიტარდება. […]

Mental Health Mobile Pavilion Presentation

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონი

პროექტის იდეა: ელენე ქორიძე, თამთა ჭელიძე პავილიონის დიზაინი: თეზი გაბუნია ვიდეო: ნიკოლოზ კაპანაძე გრაფიკული დიზაინერი: გვანცა გაბუნია არქიტექტორი: ლევან მირიანაშვილი ინჟინერი: კახაბერ მეკოშკიშვილი ტექსტი: ქეთი კერესელიძე, ეკა დვალიშვილი, ნინო იმერლიშვილი 2019 წლის 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ორგანიზაციამ „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ თავისი პირველი პროექტის „ნაბიჯი შენკენ“ პრეზენტაცია გამართა „ფაბრიკაში“. პროექტი ხორციელდება ფონდის „გლობალური […]

Coffee Production Plant - Khmaladze Architects

ყავის საწარმო მეამა – ხმალაძე არქიტექტორები

მდებარეობა: თბილისი, საქართველო ტიპი: ყავის ქარხანა და სათავო ოფისი ფართობი: 10 500 კვ.მ სტატუსი: მიმდინარე წელი: 2016 – დღემდე ქალაქის აეროპორტთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარე ეს ობიექტი ნაკლებად ათვისებულ გარემოშია განთავსებული. შენობას გარს მინდვრები და ფიჭვის ხეები აკრავს და მასში განთავსებულია ყავის საწარმო, ოფისები, დასაგემოვნებელი სივრცეები და ყავის ექსპონატების საგამოფენო სივრცე. ინტერიერი უწყვეტი, დაუბრკოლებელი სივრცეა მინის […]

Zviad Gamsakhurdia Presidential Library and Youth Center

ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზდული ცენტრი და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

ავტორი: T-Architects | კოლაბორაცია: ნიკოლოზ მაისურაძე, დავით ცანავა მდებარეობა: ზუგდიდი, საქართველო ფართობი: 1500კვ.მ გუნდი: გიორგი ინასარიძე, ლევან მირიანაშვილი, მიხეილ მაღლაკელიძე, გიგი თავიდაშვილი სტატუსი: კონკურსი (პირველი ადგილი) დამკვეთი: მუნიციპალური განვითარების ფონდი ბიუჯეტი: 5 მლნ. ლარი საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ზუგდიდის ცენტრში, დადიანების სასახლის მიმდებარედ. შენობა რეფლექსირებს ურბანულ გარემოზე და თავისი ჯვარედინი ფორმის საშუალებით ოთხივე მიმართულებით ორიენტირებულია ხედებზე, (დადიანების […]

© 2021 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |