Null

LENVIX / Stipfold

ტიპი: საცხოვრებელი ინტერიერი მდებარეობა: თბილისი, საქართველო ფართობი: 150 მ 2 წელი: 2021 სტატუსი: მიმდინარე პროექტის გუნდი: ბექა ფხაკაძე / გიორგი ბენდელავა / გიორგი ზაქაშვილი / ქეთევან გოგოძე / ნიკო მალაზონია / ლევან გოგავა გადამწერი: მიკა მოწყობილი არქიტექტურულმა და დიზაინ სტუდია Stipfold-მა საცხოვრებელი ინტერიერის ახალი კონცეპტუალური ვიზუალიზაცია გამოაქვეყნა.   ავტორებისგან: „თანამედროვე, ოვალურ ფორმებიანი შენობის ექსტერიერმა […]

MUA-ს ნავსაყუდელი / მუა

მდებარეობა: თბილისის ზღვა, თბილისი ფართობი: 25მ2 წელი: 2021 სტატუსი: დასრულებული ფოტო: Nakanimamasakhlisi Photo Lab გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე, ელენე ედიშერაშვილი   ავტორებისგან: “თბილისი ზღვაზე, საიალქნო კლუბის მიმდებარედ MUA-სთვის კიდევ ერთი საყვარელი ადგილი გაჩნდა. MUA-ს და აფროსნობის კლუბის მეგობრობა ათწლეულებს ითვლის, MUA-ს გუნდის წევრები აქტიურად მისდევენ აფროსნობას, ჩართული არიან კლუბის განვითარების პროცესში და მის […]

ბინა ‘თამარაშვილი’ / იდააფ არქიტექტორები

მდებარეობა: მ. თამარაშვილის ქ., თბილისი ფართობი: 105 მ2 წელი: 2016-2018 ფოტო: გურამ კაპანაძე ავტორებისგან: “ბინა ‘თამარაშვილი’ საბურთალოს მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში მდებარეობს, რამდენიმე წლის წინ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში. ინტერიერში შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის ხედი ძველ იპოდრომზე, რომლის ქედის კონტური და ლანდშაფტის მწვანე ტონალობები განსხვავებული ხასიათით და შუქით შემოდის შიდა სივრცეებში. ბინაში ცირკულაცია დერეფნიდან იწყება. სასადილო და მისაღები […]

Crosty-ს ფეხსაცმლის მაღაზია და სახელოვნებო სივრცე / DODO Designs

დიზაინი: DODO Designs მდებარეობა: ვ. პეტრიაშვილის ქ. 1, თბილისი საერთო ფართობი: 120 კვ.მ წელი: 2021 ქართული ფეხსაცმლის ბრენდის, Crosty-ის პირველი მაღაზია თბილისში, ვ. პეტრიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. Მაღაზიის ინტერიერის დიზაინზე სტუდია DODO designs -მა იმუშავა. სივრცე ორ, სახელოვნებო და სავაჭრო ნაწილადაა დაყოფილი და ფერებისა და ტექსტურების საშუალებით ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამიჯნული. Crosty-ს კონცეპტუალური მაღაზია თეთრი, სტერილური სივრციდან […]

თბილისის ცენტრალური პარკი – პროექტი, პროტესტი, აქტივიზმი

1870 წელს, ფრედერიკ ლოუ ოლმსტედმა, გაავრცელა მიმართვა, სათაურით “საჯარო პარკები და ქალაქების გაფართოება”. ეს გამოსვლა დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ლანდშაფტის დიზაინის სწავლებაში. ტექსტში, ოლმსტედი ცდილობს ლანდშაფტური არქიტექტურის სოციალურ, პოლიტურ და კულტურულ ასპექტებს შეეხოს და მისი მოსაზრებები, მისივე შექმნილი, ნიუ იორკის “ცენტრალ პარკის” პროექტზე დაყრდნობით განამტკიცოს. ოლმსტედი თავისი თანამედროვეობის მახასიათებლებისა და მოქალაქეთა საჭიროებების შეჯერებით, საქალაქო, დემოკრატიული, […]

ფაბრიკა თბილისი – იდააფის არქივი

პროექტი: ჰოსტელი | მულტიფუნქციური ავტორი: MUA მდებარეობა: ე. ნინოშვილის ქ. 8. თბილისი საერთო ფართი: 8000 მ2 წელი: 2016 კონსტრუციები: Benet & Benet მშენებლობის მენეჯმენტი: შპს პროგრესი ტექსტი მოწოდებულია არქიტექტორების მიერ: “თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია, ურბანული კულტურის სიცოცხლით სავსე ცენტრად იქცა, რამაც მდიდარი ისტორიის მქონე მიძინებული უბანი გამოაცოხლა და […]

სკეიტ-პარკი და პარკურის მოედანი მზიურის პარკში

  ავტორი: დავით გიორგაძე არქიტექტორები; მაქსიმე მაჩაიძე; გივი მაღრაძე მდებარეობა: მზიურის პარკი, თბილისი საერთო ფართობი: 1820 კვ. მ წელი: 2020 ბავშვთა ქალაქ მზიურის იდეა 1975 წელს გაჩნდა და ის სხვადასხვა დროს ასოცირდებოდა გამოჩენილ მწერალთან, აქაურ „დისნეილენდთან“, მიტოვებულ ინფრასტრუქტურასთან, მშენებარე გზატკეცილსა და ტრაგიკულ წყალდიდობასთან. შესაბამისად, დაარსების დღიდან, მზიური დედაქალაქისთვის მრავალფეროვანი კოლექტიური მეხსიერების ნაწილი გახდა. სწორედ ამ […]

ორსართულიანი პენტჰაუსი ‘კრწანისი რეზიდენსში’ / ნინო ნოზაძე

პროექტი: ორსართულიანი პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინი “კრწანისი რეზიდენსში” საერთო ფართი: 452 კვ.მ წელი: 2020 “კრწანისი რეზიდენსის“ ამ პენტჰაუსში მოქმედება ხვეული კიბის გარშემო ვითარდება, რომელიც ბინის ორ სართულს აკავშირებს. ზედა სართულის გახსნილი ინტერიერი საერთო მოხმარების სივრცეებს აერთიანებს, სადაც განლაგებულია სამზარეულო, სასადილო, საერთო ოთახი და ტერასა. ქვედა სართულზე მდებარეობს საძინებელები, სამუშაო ოთახი, საერთო ოთახი და აბაზანები. ნათელი ინტერიერის თეთრი […]

Ნიქოზის ხელოვნების სასახლის კონკურსი – Stipfold

ტექსტი მოწოდებულია არქიტექტორების მიერ: “კითხვაზე: რა შეუძლია ხელოვნებას აქ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ოკუპაციას? ჩვენი პასუხია განვითარება. კონტექსტიდან გამომდინარე დავაპროექტეთ სრულიად თანამედროვე შენობა, რადგან მესიჯი ხმამაღალი და ადვილად გავრცობადი ყოფილიყო. ხელოვნების სასახლის დანიშნულება აღვიქვით ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად არსებულ გარემოში. შენობა ცდილობს ეს მიზიდულობა გააძლიეროს, საინტერესო შემეცნებითი და კულტურული ცენტრი გახდეს. არქიტექტურა მაქსიმალურად გახსნილია, რადგან არ […]

ვილა ‘კო’ – მუა | ნინო ნოზაძე

მდებარეობა: წყნეთი, საქართველო წელი: 2018 არქიტექტურა: MUA ინტერიერის დიზაინი: ნინო ნოზაძე ლანდშაფტის დიზაინი: ტატუკა ჯაფარიძე ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი   არქიტექტორებისგან: “ვილა “KO” დაბა წყნეთში, თბილისიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ლუის კანის კონცეფციის, “servant served” -ის ინსპირაციით, სივრცე ინვერსიულად, შიდა და გარე სივრცეების ერთმანეთში არევითა და შერწყმით დავაპროექტეთ. გეგმარების არსი, მისი სივრცული გადანაწილება, უღიმღამო გარემოსა და კონტექსტიდან […]

Ნიქოზის ხელოვნების სასახლე – About Architecture – მე2 ადგილი

არქიტექტორებისგან: “Ნიქოზის ხელოვნების სასახლის პროექტის იდეა რურალური დასახლების ერთ ჭერქვეშ გაერთიანებას ისახავს მიზნად. Ფუნქციების ერთობლიობა ქმნის შიდა ეზოს არქიტექტურულ ტიპოლოგიას, რაც ერთიანობის, მთლიანობისა და სიმშვიდის განცდას ბადებს. Გადახურული სივრცის დანიშნულება კულტურის წარმოებაა და ის მოიცავს მუზეუმს, გალერეასა და საკონცერტო დარბაზს, შიდა ეზო კი თავშეყრისა და წვეულებების ადგილად მოიაზრება, რომლის მიზანიც კულტურის გაზიარებაა. Მოცულობა ითვალისწინებს მიმდებარე […]

‘ახალი ტალღის ტურისტი’ – მაია ნავერიანი

გალერეა არტბითი მაია ნავერიანის სოლო გამოფენას: “ახალი ტალღის ტურისტი” მასპინძლობს. “ტურისტი – ცნობისმოყვარე მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, დროებითი, შემთხვევითი სტუმარი – ეს ის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მომწონდა და ბევრ ჩემს ნამუშევარში გამომიყენებია. და აი, ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში გამოვიკეტეთ და ყველანაირი მოგზაურობა გაყინულია, ცნება ტურიზმი, ტურისტი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა ჩემთვის და ამ თემაზე ახალი ტექსტის შექმნაზე […]

ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

რა შეუძლია ხელოვნებას აქ? – ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული კონკურსი ამ საფიქრალში იხმობს არქიტექტორებს. სახელმწიფოს მხარდაჭერით ღია კონკურსი ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული პროექტისთვის 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მონაწილეებს 3 თვე განესაზღვრათ პროექტების წარსადგენად და გამარჯვებულები 2021-ის 7 მარტს გამოვლინდა.   ორგანიზატორებისგან: „ნიქოზი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ნიქოზისა და ქვემო ნიქოზის ძველი სახელწოდებაა. მდინარე ლიახვის მარჯვენა […]

Mouth of Darkness – Andro Eradze

  ‘ხედვა გისოსებიდან ისე დაიღალა, რომ მისთვის აღარ არსებობს მის გარეთ არცერთი სამყარო; როდესაც ისინი დადიან, მათი ნაბიჯები წრეებში არიან დატყვევებულები, მაგრამ ეს მოძრაობა მაინც ჰგავს რიტუალურ ცეკვას, რომელშიც მათი ვნება პარალიზედება. ძალიან იშვიათად, როდესაც მაყურებელი ტოვებს ტერიტორიას, შემოდის გამოსახულება, სადაც ისინი დაძაბული ვარდებიან ძირს; თავიაანთი ჩაკეტილი კუნთებით ეშვებიან საკუთარ გულებში და ქრებიან.’ – რაინერ მარია რილკე […]

ბინა იპოდრომთან – სტუდიო + –

პროექტი: ბინის ინტერიერი დიზაინი: სტუდიო + – (ნატო ბაგრატიონი, ელისაბედ ზაუტაშვილი) ფართობი: 150 კმ.მ მდებარეობა: თბილისი, საქართველო წელი: 2014-2018   ავტორებისგან: „ეს არის საცხოვრებელი ბინის პროექტი, რომელზეც რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. იმის გამო, რომ განხორციელებისას დიდი დრო დავუთმეთ დამკვეთის სურვილებისა და ცხოვრების სტილის შესწავლას, მუშაობის პროცესი უფრო შემოქმედებითად წარიმართა. ჩვენი ინსპირაციის წყარო არსებული გარემო, იპოდრომის მთის ხედები და განათებაა, რაც ამ […]

© 2021 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |