პროექტი: საცეკვაო დარბაზი და აუდიტორია თეა დარჩიას ქორეოგრაფიული სტუდიისთვის მდებარეობა: თბილისი, საქართველო ფართობი: 300 კვ. მ სტატუსი: დასრულებული გუნდი: დავით გიორგაძე, ედიშერ წოწერია, დარეჯან ბეშქენაძე ავტორისგან: ” შენობა ქალაქ თბილისში ორი ძირითადი ცენტრალური რაიონის, ვაკისა და საბურთალოს საზღვარზე, მდ. ვერეს მიერ ხეობაში მდებარეობს. შენობასთან სამისამართო მისასვლელი ვაკის მხრიდან ურბანული ქსოვილის გავლით ხდება. აქ მოხვედრის დროს […]

იდააფ არქიტექტორები კემერის ვიზიტორთა ცენტრის კონკურსში ფინალისტებს შორის მოხვდა
პროექტი: ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობა: კემერი, ლატვია საპროექტო ტერიტორია: 12 980 კვ.მ შენობის საერთო ფართობი: 530 კვ.მ წელი: 2018 სტატუსი: კონკურსი (ფინალისტი) გუნდი: ნანა ზაალიშვილი, ანნა ნუცუბიძე, ანუკი ბერიანიძე 3დ მხარდაჭერა: რეზი კრაწაშვილი “ჩვენ ბუნებისგან ვთხოულობთ იმ ადგილს, რომელზეც ვაშენებთ” – ტადაო ანდო ავტორისგან: “ჩვენი დიზაინი კემერის ვიზიტორთა ცენტრისთვის მიზნად ისახავს ისეთი შენობის შექმნას, რომელსაც არქიტექტურული ინდივიდუალურობა და მკვეთრი ვიზუალური გამომხატველობა ახასიათებს. ფიჭვნარით გარშემორტყმული მუქი, მართკუთხა ფორმა შენობას გარემოსაგან გამოჰყოფს. მკაცრი […]

სინათლის მაგიდა – ალექსანდრე ლომინაშვილი
მასალა: აკრილი, რკინა, ხე ზომა: 350 მმ x 890 მმ x 1200 მმ ფოტო: კიკალა სტუდია წელი: 2015 ავტორისგან: „მაგიდა ქმნის შთაბეჭდილებას რომ სინათლე, რომელიც მინიატურული კარის გავლით მოძრაობს, თავად გარდაიქმნება ზედაპირად. ეს არის ინტერპრეტაცია იმისა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ და როგორ მუშაობს წარმოსახვა. ნებისმიერი ობიექტის დასანახად, ის უნდა განათდეს სინათლის სხივებით, მზით ან […]

ქალაქ კაუნას ველო და საფეხმავლო ხიდის კონკურსში KILD Architects-მა I პრიზი აიღო
არქიტექტურა: KILD Architects დიზაინ ჯგუფი: Dominykas Daunys, Petras Išora, Ivane Ksnelashvili ინჟინერია: TEC Infrastructure დიზაინ ჯგუფი: Vilius Karieta, Mantas Markevičius ვიზუალიზაცია: Davit Tsanava წელი: 2018/08 ბიუჯეტი: 8 მილიონი € ნემუნას ხიდი: სიგრძე 320მ, კონსოლი: 220მ; ფართობი 3115 კვ.მ. არხის ხიდი: სიგრძე 57მ, კონსოლი: 45მ, ფართობი: 654მ. ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასში ადგილობრივი მერიის ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი ახალი ველო და საფეხმავლო ხიდის დიზაინისთვის. კონკურსი მიზნად ისახავდა ახალი მარშრუტის […]

10 ყველაზე სახალისო ფოტო Norman Foster-ის ინსტაგრამიდან
რამდენად ხშირად გვანებივრებენ ვარსკვლავი არქიტექტორები თავიაანთი ყოველდღიურობის სოციალურ ქსელებში გაზიარებით? სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ძალიან იშვიათად. არ ვიცით რა ხდება ჩვენი საყვარელი შენობების ავტორების ოფისებს მიღმა, როგორია მათი ყოველდღიურობა ან რა არის მათი კრეტიულობის წყარო, ვითომ ძალიან განსხვავდებიან ჩვენნაირი მოკვდავებისგან? „ვერასდროს ჩავიცვამ ან ვატარებ ნივთებს ლოგოთი. ეს არის ის, რაც ძალიან მიჭირს. ისეთი იმედგაცრუებაა, […]

წიგნი – ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში
ზომა: 24×17 სმ წელი: 2018 გარეკანი: მაგარი /ნაჭრის გვერდები: 144 ISBN: 978–9941-8-0032-0 ავტობუსის საბჭოთა გაჩერებებზე ჩვენს ინტერნეტ გამოცემაში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არქიტექტორ ნანუკა ზაალიშვილის ეს ფოტო პროექტი ჯერ ფოტო ფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში გალერეა „Project Art Beat” -მა წარმოადგინა, ხოლო შემდეგ Tbilisi Art Fair-ზეც გამოფინა. ექსპოზიციებზე განსაკუთრებული ყურადღება წიგნმა: „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები […]

ჰენინ ლარსენის დიზაინით აბასთუმანში სასტუმრო შენდება
არქიტექტურა: ჰენნინ ლარსენ არქიტექტორები ლანდშაფტის დიზაინი: ManMadeLand ადგილობრივი არქიტექტორები: DMark ფართობი: 25000 მ2 წელი: 2011 ავტორისგან: „ახალი სასტუმრო და სპა აგობილი ვიზიტორებს მთების სიმშვიდესა და ფუფუნებას სთავაზობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე. მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო დანიელი არქიტექტორი ჰენინ ლარსენის დიზაინის მიხედვით. მე -19 საუკუნეში აბასთუმანი ცნობილი იყო როგორც ფიზიკური და ფსიქიკური გაახალგაზრდავების ადგილი არა […]

ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში
სტატია ჯერ–ჯერობით ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: www.idaaf.com/islamic-architectural-heritage-in-adjara გამოფენის შესახებ ინფორმაცია: www.facebook.com/events მეტი აჭარაში ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით აქ: www.indigenousoutsiders.com None Facebook Comments

პეტრე ოცხელის პავილიონი
2017 წელს, ქართული მოდერნიზმისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული, ალბათ „პროექტი 12“იყო, სადაც 12-მა მიწვეულმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის შემოქმედება თავიდან გადაიაზრა და მას ახალი გამოვლინება უპოვა. ხელოვანებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების თავიაანთი ალტერნატიული ხედვა სხვადასხვა ტექნიკებში წარმოადგინეს: ციფრული ხელოვნება, ნეონის ნათება, […]

არჩიბალდ კორძაია – PLAY
თემები არჩიბალდ კორძაიას შემოქმედებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მისი ნამუშევარი დღევანდელ რეალობაზეა. მხატვარს აინტერესებს ის, რისი გაგება, მოსმენა და დანახვაც შეუძლია, მთავარი ინსპირაციის წყარო გარშემო მიმდინარე მოვლენებია, ინტერნეტში ნანახი, ტელევიზორში მოსმენილი და ბეჭდური მედიაში წაკითხული. ცხოვრობდე ასეთ საინტერესო და არაპროგნოზირებად რეალობაში, როგორიც ჩვენია, მაგრამ “დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში”, მისთვის მიუღებელი და გაუგებარია. მისი პასუხები იდააფის შეკითხვებზე ამ დამოკიდებულებას ადასტურებს: – რამდენიმე […]

გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტი“ და პავილიონები
წინამდებარე სტატიის საგანი არქიტექტორ გიორგი ჩახავას ერთ-ერთი გამოგონება – რკინა ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენებით აგებული ობიექტებია. წინასწარ დამზადებული ასაწყობი პანელების გამოყენების დიაპაზონი ძალიან დიდია – მცირე ფორმები, საცხოვრებელი სახლები და ხიდის ბურჯებიც კი ამ უნივერსალური ელემენტებით ეწყობა და სტატიკურად მყარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კონსტრუქცია თვითმზიდია და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას. ის იდგმება ბეტონის წერტილოვან […]

აპარტამენტი თბილისში – სტუდია YØ DEZEEN
პროექტი: აპარტამენტის ინტერიერის დიზაინი ფართობი: 135 მ2 მდებარეობა: თბილისი, საქართველო წელი: 2015–2017 უკრაინულმა დიზაინ სტუდია YØ DEZEEN–მა თავისი პირველი ინტერიერი დაასრულა თბილისში. არტემ ზვერევისა და არტურ შარფის დუო 2010 წლიდან მოღვაწეობს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით უკვე ბევრი საინტერესო პროექტის ავტორია. მათი სტილი მასალების მრავალფეროვნებითა და ძვირადღირებული ავეჯის კომბინაციებით გამოირჩევა. 135 მ2 […]

მოდის სახლი მატერიელი – ინტერიერის რესტავრაცია
არქიტექტორები: Mosulishvili & Partners | სარემონტო სამუშაოები: Mosulishvili & Partners ფართობი: 142.00 m2 წელი: 2017 მდებარეობა: კოტე აფხაზის ქ.22; თბილისი, საქართველო მოსულიშვილი და პარტიონრებმა ახალი ინტერიერის რესტავრაცია დაასრულეს თბილისის ისტორიულ უბანში. მოდის სახლი მატერიელი თბილისის ისტორიულ უბანში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს. მაღაზია მე-18 საუკუნის თბილისური არქიტექტურისთვის დამახასიაეთებელ შენობაშია განთავსებული, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ინტერიერი მაღალი ჭერითა და თაღური ღიობებით ხასიათდება. სივრცეს არქიტექტორებმა ახალი […]