სერია: concretelamps | polypropylene

მასალა: პოლიპროპილენის მილი | ბეტონი

წელი: 2015

ფოტო: ნანუ გიგლემიანი | სანდრო ლოსაბერიძე

გიორგი მაღრაძის 60watt და ნამუშევრები არ არის უბრალოდ დიზაინ პროდუქტი, მათი უმრავლესობა სკულპტურულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის სანათები უფრო გეომეტრიულია, თითოეულს საკუთარი ხასიათი და ბუნება აქვს. შეიძლება ითქვას, 60watt გამოყენებითი და კომერციული არტ პროექტია, რომელიც ამა თუ იმ სივრცეში საკუთარ ინდივიდუალურ ტალღას აძლევს ბიძგს.

2015 წლის უახლესი ნამუშევრები Concretelamps და Polypropylene ერთ სერიაში ერთიანდება. ისინი კიდევ ერთი ექსპერიმენტის შედეგია, ისევე, როგორც ყველა აქამდე წარმოდგენილი ნივთი, მაგალითად „Insect Lamps”. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიპროპილენის მილების და ბეტონის ერთიანობასთან. მასალები წესით ერთად არ უნდა მუშაობდეს, მაგრამ მოულოდნელი მასალის გამოყენებით მიღწეული ორიგინალური შედეგი სახეზეა.

რატომ შეიცვალა ასე მკვეთრად ხაზი, რომელიც ფორმას ძირითად მიმართულებას კარნახობს? ვგულისხმობ ბიო სხეულებიდან ხაზოვან ობიექტებზე გადასვლას.

„პირველი განათებები “insect lamps”-ის სახელით გავაკეთე. რომლებიც ჩემი კინეტიკური და განათების სკულპტურის გაგრძელება იყო და უკვე უფრო დიზაინ ვარიანტის მიმართულებით წავედი.”insect lamps”-ში მწერის ფომები არის ძირითადად ინტერპრეტირებული. გადასვლა 60 ვატზე ნელნელა მოხდა ნამუშევრის უფრო მინიმალისტურისკენ შეცვლის მიზნით. გადავწყვიტე, ზედმეტი დეტალები უნდა ამომეღო ნამუშევრებიდან და მასალაზე უფრო მეტი ყურადღების გადატანამ თვითონ მიკარნახა ხშირ შემთხვევაში ფორმები. ბოლო განათებებზე ბეტონს ვიყენებ აქტიურად.“

 

 

ხაზი თითოეული სანათის შემთხვევში ძლიან მოძრავია. მათი კომბინაციით დინამიკა კიდევ უფრო მეტ ძალას იკრებს. Polypropylene სავსეა მკვეთრი ფერებით, ხან კორპუსის ტონი და ხან ნათება თამაშობს ამ თვალსაზრისით მთავარ როლს. Concrete Lamps განსხვავებული შემთხვევაა, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურა მონათესავეა, აქ დომინირებს მასალა და მისი ტექსტურა, ნათება უცვლელად თბილია.

60watt-ის მიზნებს რაც შეეხება, მომავალშიც ვაპირებ განათების დიზაინზე მუშაობას, რადგან მისი, როგორც მედიუმის გამოყენება არ არის უცხო. რამდენიმე თვეა, რაც დავიწყე ბრენდზე ფიქრი და მომავალში შეიძლება ავეჯი და ინტერიერის ნივთებიც დაემატოს.“

 

გიორგი მაღრაძის სრული პორთფოლიო, მისი ახალი და ძველი ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest