Null

Courtery of Foster + Partners

Droneport – ყველაზე პატარა აეროპორტი ნორმან ფოსტერის შემოქმედებაში

დრონის აეროპორტი – ნორმან ფოსტერი მასშტაბებს ამცირებს და ყველზე მცირე ზომის აეროპორტს ქმნის, ამჯერად რუანდაში და ამჯერად დრონებისთვის. 2016 წლის XV არქიტექტურული ბიენალეს კურატორმა, არქიტექტორმა ალეხანდრო არავენამ შეძლო და მესიჯით ‘Reporting from the Front’ ვარსკვლავი არქიტექტორების ყურადღება შორეულ მიწებზე გადაიტანა და განვითარებადი ქვეყნებისათვის საინტერესო იდეებს მოუყარა თავი. ასეთია ნორმან ფოსტერისა და პარტნიორების (Foster + Partners) პროექტი […]

Polish Pavilion 'Fair Building'

პოლონეთის პავილიონი ”Fair Building” მშნებელობაზე მომუშავე ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

სხვა ქვეყნების პავილიონებისგან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა ჰქონდა წამოწეული პოლონეთს. პავილიონი შედგებოდა მეტალის ხარაჩოებს შორის განთავსებული ეკრანებისგან, სადაც გადიოდა განსხვავებული ვიდეოები სამშენებლო მოედნებიდან. ხარაჩოების კომპოზიციას მთელი ოთახი ეკავა. ვიდეოებში მძაფრად იყო გადმოცემული მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ყოფა, იქ მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიური რისკები, რასთანაც მათ უწევთ დაპირისპირება. ვიდეოებში თვითონ იქ მომუშავე ადამიანები საუბრობენსირთულეებზე, ყვებიან […]

© Iwan Baan

მანჰეტენზე ბიარკე ინგელსის VIA 57 West-ის მშენებლობა დასრულდა

მანჰეტენზე, არქიტექტურის ვარსკვლავთბიჭუნა, ბიარკე ინგელსის (BIG) ნახევარ პირამიდა VIA 57 West-ის მშენებლობა დასრულდა , რომელიც ზუსტად ისეთია როგორსაც ველოდით: ბასრი, ზომიერად ამბიციური და „სრულიად უნდა განსხვავდებოდეს ქალაქის სხვა ცათამბჯენებისგან“ სულით გაჯერებული. 2005 წელს დაარსებული დანიური კომპანია (BIG) არქიტექტორებს, დიზაინერებსა და მშენებლებს აერთიანებს და მისი სპეციალიზაცია არქიტექტურა, ურბანიზმი, კვლევა და განვითარებაა. იგი დიდი პოპულარობით და მოწონებით […]

Photo: Nanuka Zaalishvili

საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები საქართველოში #2

საბჭოთა გაჩერებებზე ჩემი „ნადირობა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება. ამჯერად მოგროვებული მასალის მეორე (და არა ბოლო) ნაწილს წარმოგიდგენთ. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ: ჯერ-ჯერობით ესა არაა ფოტოპროექტი, ეს უფრო დოკუმენტალიზაციაა იმ მასალის რაც ამჟამად არსებობს. ფოტო პროექტი იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ზოგი გაჩერება ზაფხულში ტყის ფონზეა ლამაზი, ზოგთან მაშინ მომიწია მოხვედრა, როცა კონტრაჟურ განათებაში […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |