Null

© Alexandra Kononchenko

KEKÄLE

ტუტორები: ანნა-ლეენა სალო (FIN) | ჯენი სალომაა (FIN) | ანნი ნოკკონენ (FIN) | ველნა კესკინენ (FIN) მონაწილეები: ალისია იაკობეკ | შარლოტ მიდელველდ | დიმიტრი გავრისოვ | ემრე გუნელ|იონატ პოპა | ირინა სოლოპ | იოანა რუსკოვა | ლაურა ნიკკინენ | ოლეგუერ ტეიქსიდორ | პაველ ოსიპოვს | რომან პიტელ | სინემ ცელენ | ტორფინნ ტრუჩს ერგა საერთო […]

poster article

ეასა 2016 თემით: ”ჯერ გადაწყვეტილი არ არის”

იდააფი უკვე მესამე წელია გთავაზობთ სტატიებს ეასა-ს (ევროპელ არქიტექტორ სტუდენტთა ასამბლეა) პროექტებზე. წელს ჩვენ მათი ოფიციალური მედია პარტნიორი გავხდით და ადგილზე ვადევნეთ თვალ-ყური ვორქშოფების მიმდიანრეობას. ამ სტატიაში წაიკითხავთ ეასა 2016 ლიტვის კონცეფციაზე, თემით: ”ჯერ გადაწყვეტილი არ არის” (NOT YET DECIDED) წლევანდელი ორ კვირიანი შეკრება გაიმართა ლიტვის პატარა ქალაქ ნიდაში კურშის ცელაზე, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების ყურესა და […]

Photo courtesy of nest.co.uk

ფრონტის შინაური ცხოველები Moooi-სთვის

2006 წელს დიზაინ ჯგუფ ფრონტმა Moooi-სთვის ცხოველების კოლექცია შექმნა და ნამუშევარი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მათ შეხვდებით ყველანაირ ინტერიერში, პრივატული აპარტამენტებიდან მოყოლებული საგამოფენო სივრცეებით დასრულებული. ფრონტი (Front) შვედური დიზაინ ჯგუფია; მათი ნამუშევრები გამოირჩევა ექსპერიმენტული სტილით, გაბედულობით, არ უშინდებიან ხალხში აჟიოტაჟის გამოწვევას. ჯგუფის წევრები Sofia Lagerkvist, Charlotte von der Lancken და Anna Lindgren შემოქმედებით პროცესში თავიდან […]

Photo courtesy of dezeen.com

Pudica სკამები პედრო პაულო ვენზონისგან

პედრო ვენზონმა Pudica სკამების ახალი კოლექციის დიზაინი ბრაზილიის კოლონიალურ არქიტექტურაზე დაყრდნობით შექმნა. ბრაზილიელი არქიტექტორი თავისი პროდუქტების საშუალებით ცდილობს ქვეყანაში აქტუალური მოდური ტენდეციები წარმოგვიდგინოს. ახალი კოლექციის შექმნისას ვენზონი პორტუგალიის მიერ ბრაზილიის კოლონიზაციის შედეგად დატოვებულ არქიტექტურას იყენებდა. Photo courtesy of dezeen.com Photo courtesy of dezeen.com Photo courtesy of dezeen.com Photo courtesy of dezeen.com   აღსანიშნავია, რომ ამ […]

Photo courtesy of sagmeister & walsh

ზაგმაისტერისა და ვოლშის პოპ არტი აიზონისთვის

ზაგმაისტერმა და ვოლშმა აიზონის 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის ორიგინალური და ფერადი კამპანია შექმნეს. კოლექცია ანიმაციის მსგავსი ილუსტრაციებითაა გაფორმებული; მათ ვიდეოც ახლავთ თან, რომელშიც კოლექციაში შემავალი ნივთებია გაცოცხლებული. სტეფან ზაგმაისტერისა და ჯესიკა ვოლშის მიერ ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია „ზაგმაისტერი და ვოლში“ კლიენტებს რეკლამებს, ვებ-გვერდებს, ფილმებს, წიგნებსა და სხვა და სხვა სახის ნივთებს სთავაზობს. მათი მუშაობის სტილი გამოირჩევა […]

poster22

ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა ‘ბაუჰაუზი’.1919-1933

  „არქიტექტორებო, მხატვრებო, მოქანდაკენო, ჩვენ ყველა უნდა დავუბრუნდეთ ხელოსნობას! ვინაიდან არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა „პროფესიონალური ხელოვნება“. არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ხელოვანსა და ხელოსანს შორის. ხელოვანი განდიდებული ხელოსანია. ღვთის შეწევნითა და შთაგონების იშვიათ მომენტებში, რომელიც ნებელობის ზღვარს სცდება, ხელოვნება მისი ხელების შრომით შეიძლება არაცნობიერად აყვავდეს, მაგრამ ხელოსნობის საფუძველი ყველა ხელოვანისთვის არსებითია. სწორედ აქაა შემოქმედებითობის პირველწყარო. […]

Photo: Tako Robakidze

ბეტონის ქსოვილი

ქეთი დავლიანიძისა და გიგი შუკაკიძის |WUNDERWERK| „ბეტონის ქსოვილი“ კლაუდიო ვანიონის გამოფენისათვის შეიქმნა, რომელიც სექტემბერში, ქალაქ რომში გაიმართება. კლაუდიო ვანიონი იტალიაში მოღვაწე ინტერიერის დიზაინერი და რომის ხელოვნების აკადემიის პროფესორია, რომელიც პერიოდულად საქართველოშიც მართავს ვორკშოპებსა და მასტერკლასებს. ნამუშევრის შესაქმნელად თეთრი ფერის „პლასტმასის“ სკამი, ქსოვილი და ბეტონია გამოყენებული: სკამს ბეტონით გაჟღენთილი ქსოვილი გადაეფარა, რამაც მისი სილუეტი გააქვავა. ამის […]

poster

კარები კუნძულ პაროსიდან

  საბერძნეთი უარავი პატარა კუნძულისგან შედგება და თითქმის ყველა მათგანის არქიტექტურისთვის დამახასიათებელია თეთრი ფერის მომრგვალებულ კედლიანი შენობები. კუნძული პაროსიც ზუსტად ასეთია. სითეთრე ისე ირეკლავს მზეს, თვალს უზომოდ ღლის, განსაკუთრებით კი ზაფხულში, თუმცა ლურჯი ცის ფონზე ძალიან მიმზიდველ კონტრასტს ქმნის და ადვილი გამოსაცნობია, რატომ აქვს ამ ქვეყანას დროშა თეთრსა და ლურჯ ფერებში. Photo Courtesy of IDAAF […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |