Null

Photo Courtesy of  Egyptian Pavilion

ეგვიპტური პავილიონი ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე

  ვენეციის ბიენალე არქიტექტურული კულტურის განუყრელი ნაწილია. წლევანდელი „რეპორტაჟი ფრონტიდან“ (Reporting from the Front) უნიკალურია და ხაზს უსვამს არქიტექტურის როლის პოტენციალს თემებში, საზოგადოებაში; როგორც ამ გამოფენის კურატორი, ალეხანდრო არავენა (Alejandro Aravena) ამბობს: „არქიტექტურა ეფექტურია, გავლენას ახდენს სხვებზე“. ეგვიპტურ პავილიონს არქიტექტორი აჰმად ჰილალი (Ahmad Hilal) ხელმძღვანელობს და კურატორობს ჯგუფთან ერთად, რომელიც Eslam Salem-ის, Gabriele Secchi-ის, Luca […]

© Louisa

ლუიზა ჩალათაშვილის ფოტოპროექტი – ლურჯი და მოყვითალო კრემისფერი კრეტა

  ლუიზა ჩალათაშვილი თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელსაც ქართველი ფოტომოყვარულები „ქოლგის“ ფოტოკონკურსიდან იცნობენ. უყვარს ფერებისა და ფაქტურების გადაღება, საყვარელი ობიექტებიდან კი სკამებს გამოყოფს, რადგან ყველაზე ხშირად იღებს მათ; როგორც აღმოჩნდა, ქართველი ფოტოგრაფებიდან მის განსაკუთრებულ სიმპათიას ლევან კაკაბაძე და ნატა სოფრომაძე იმსახურებენ. იდააფთან საუბრისას ლუიზამ აღნიშნა, რომ „ფოტომ ემოცია უნდა აღგიძრას ან თვალს უნდა გაუხარდეს“.   © Louisa © […]

Photo courtesy of Ia Kutateladze

Punkt სკამი IAAI -სგან

  ია ქუთათელაძის შექმნილი Punkt სკამი ფინელი დიზაინერების: რუდი მერცისა და პიტერ შმიდის ვოქშოფის შედეგია, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ფინელი დიზაინერები ჩამოვიდნენ საქართველოში, მოხდა ვორქშოფის კონცეფციის განსაზღვრა და ხის მასალის მომზადება. მათ მეორე ჩამოსვლამდე ყველა მონაწილემ შექმნა სკამის იდეა, რომელიც შემდეგ ტუტორებთან ერთად დამუშავდა. Punkt -ზე მუშაობის პროცესი განსხვავებული იყო იასთვის. არსებობდა კონკრეტული ხის მასალა და მას დიზაინის რამდენიმე ვერსია ჰქონდა. […]

poster

ვენეციის არქიტექტურული ბიენალე 2016 -ის მოკლე მიმოხილვა

  2016 წლის არქიტექტურული ბიენალე ვენეციაში 28 მაისს გაიხსნა და27 ნომბრამდე გაგრძელდება. გამოფენებზე, როგორ ყოველთვის, უამრავმა არქიტექტორმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ ისეთი საკულტო სახელები, როგორებიცაა: ტადაო ანდო, ალვარო სიზა, რენცო პიანო, ნორმან ფოსტერი და ბიარკე ინგელსი. ღონისძიება, რომელიც ყოველ ორი წელიწადში ერთხელ ტარდება, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ყველა ადამიანისათვის, ვისაც არქიტექტურა და დიზაინი აინტერესებს. გასხნის პირველ დღეებში აქ უამრავი […]

Photo courtesy of afasiaarchzine.com

ლონდონში ჰერცოგ დე მეირონის ‘ტეიტ მოდერნ სვიჩ ჰაუსი’ გაიხსნა

  2016 წლის 17 ივნისს ტეიტ მოდერნის ახალი, დამატებითი შენობა მუზეუმისთვის ოფიციალურად გაიხსნა და დამთვალიერებლებს ახლი სახით წარუდგა. ნაგებობის დიზაინი ცნობილ არქიტექტურულ დუოს, ჰერცოგ დე მეურონს ეკუთვნის და ამით უკვე ნათქვამია, რომ ტეიტ მოდერნი კიდევ ერთხელ განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი საკულტო მუზეუმი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელ არქიტექტორებს წარსულშიც უმუშავიათ ტეიტ მოდერნისთვის. სწორედ მათი […]

© OMA

OMA-მ ვენეციაში Fondaco dei Tedeschi თანამედროვე სავაჭრო ცენტრად გარდაქმნა

  დიდხნიანი ლოდინის შემდეგ OMA-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასასრულს მიუახლოვდა – მეთექვსმეტე საუკუნის Fondaco dei Tedeschi თანამედროვე სავაჭრო ცენტრად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად გარდაიქმნა. OMA (The Office for Metropolitan Architecture) 1975 წელს დაარსეს ოლანდიელმა და ბერძენმა არქიტექტორებმა, Rem Koolhaas და Elia Zenghelis-მა. კომპანიას საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი პოზიცია უკავია და მისი პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული. აღსანიშნავია, […]

poster

ტიპური საცხოვრებელი სახლები მსოფლიოს ათი ქვეყნიდან

  კაცობრიობის იტორიის მანძილზე, ადამიანის შესაძლებლობებისა და იარაღების განვითარებასთან ერთად, მისი საცხოვრებელიც იცვლებოდა: გამოქვაბულიდან ნეოლითის ხანის ქოხამდე თუ რომაული სასახლეებიდან თანამედროვე ვილამდე. შედეგად მივიღეთ სახლების არქიტექტქურის მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისა და კულტურის მიხედვით განსხვავდება. ამ საგანძურიდან იდააფი ათი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტიპურ საცხოვრებელ სახლს წარმოგიდგენთ.   თურქული საკიზი თურქეთში გავრცელებული საცხოვრებელი სახლებიდან […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |