Null

SUNFLOWER_2005

მერაბ აბრამიშვილის ფერწერა

  იდააფის დღევანდელი ორშაბათის ინსპირაცია თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელიც შუა საუკუნეების ფრესკებისთვის დამახასიათებელ ტექნიკას იყენებდა დაზგური ფერწერის შესაქმნელად. მერაბ აბრამიშვილის პირველი შთაგონება ატენის სიონის ფრესკები იყო, რომლებსაც მამის ხელმძღვანელობით შემდგარი ექსპედიციისას შეხვდა. ასლების ხატვისას უძველეს ტექნიკას დეტალურად გაეცნო და შემდგომში ის საკუთარი სტილის შექმნაში ოსტატურად გამოიყენა. ლევკასის ტექნიკით შესრულებული დაზგური ფერწერა განსხვავებულ თემატიკას მიუძღვნა და ოთხმოციანელების […]

Chonkadze_13

თბილისის მისტიური პორტალები – თაღები

  სტატია ეძღვნება მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე, შეუმჩნეველ და ცოტათი ჯადოსნურ არქიტექტურულ ელემენტს – თაღს. ერთ-ერთი უძველესი არქიტექტურული ელემენტი – თაღი დღესაც პროექტირების, ექსტერიერისა და ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. მრავალი წლის მანძილზე ის უამრავი სხვა და სხვა ფორმით იქნა ინტერპრეტირებული. ეზოს შიდა და ქუჩის გარე სივრცეებს შორის, ხშირად შეუმჩნეველი და უბრალოდ კავშირის ფუნქციის მატარებელი „არკები“, დღეს ჩვენს სტატიაში […]

Photo: Mikheil Pitiurishvili

ანუკა თავართქილაძის ახალი პროდუქტი – სამაგიდე სარკეები

  დიზაინერი ანუკა თავართქილაძე მომხმარებელს ახალ პროდუქტს, სამაგიდე სარკეებს სთავაზობს. რვა ცალ ნამუშევარში გამოყენებული მასალა შეღებილი mdf-ი, მასიური ხე და ხის ანათალია. გეომეტრიული ფორმებისგან შექმნილი კომპოზიციები და საინტერესო ფაქტურა, ამ სარკეებს ინტერიერის სასიამოვნო დეტალად აქცევს. ავტორს აქამდე უკვე აქვს სარკეების დიზაინზე ნამუშევარი, რადგან ეს მასალა განსაკუთრებით მოსწონს, ამ სამაგიდე სარკეების იდეაც სწორედ ამ მასალის უფრო […]

WATER 3 PHASES

ლუკა აქიმიძის ზღვა მზეა, მთვარე – ქვა ALLISALI

  ახალგაზრდა არტისტმა, ლუკა აქიმიძემ გამოფენა : “ზღვა მზეა, მთვარე – ქვა ALLISALI” თავისივე სახლის ინტერიერში, კაკლებში წარმოადგინა. სხვა და სხვა ფაქტურის, ზომის, კონცეფციისა და ფერთა საინტერესო გამის მქონე ნამუშევრები, მინიმალისტურ სივცეში იყო გამოფენილი და მნახველისთვის ძალიან კარგად აღსაქმელ ექსპოზიციას წარმოადგენდა. ლუკა თითოეულ ნამშევარს დეტალურად უხსნიდა მნახველებს, რამაც ამ გამოფენის აღქმა უფრო გაადვილა და მთავარი სათქმელი ადრესატებამდე […]

Source: dezeen.com

10 წლის შემდეგ კალატრავას ოკულუსმა როგორც იქნა „ფრთები გაშალა“

  10 წლიანი სამუშაოების შემდეგ სანტიაგო კალატრავას ჩანაფიქრმა საბოლოოდ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ფრთები გაშალა. ჯერ-ჯერობით შენობის მხოლოდ ნაწილია მნახველებისთვის გახსნილი, მაგრამ წლის ბოლოსთვის მთლიანი ტერმინალი დაიწყებს ფუნქციონირებას და მოსახლეობას შეეძლება არა მარტო მეტროთი, არამედ საქალაქთაშორისო მატარებლითაც სარგებლობა. კალატრავა ესპანელი ნეოფუტურისტი არქიტექტორი, სტრუქტურული ინჟინერი, სკულპტორი და მხატვარია. იგი ცნობილია თავისი უნიკალური დიზაინითა და ინჟინრული ნამუშევრებით […]

Courtesy of Graft Architects

ვარდების მოედანზე გამოცხადებულ კონკურსში Graft Architects-მა გაიმარჯვა

  ცნობილმა არქიტექტურულმა საიტმა designboom.com -მა გამოაქვეყნა სტატია, საიდანაც ირკვევა, რომ გრაფთ არქიტექტორებმა გაიმარჯვეს თბილისში, ვარდების მოედნაზე გამოცხადებულ კონკურსში და აღნიშნული სივრცე მალე შეცვლილი იერსახით წარსდგება თბილისის მაცხოვრებლების წინაშე. ის დასვენებისა და გართობის, სეირნობისა და საჯარო საქმიანობების მოყვარულთა საყვარელი ადგილი გახდება. ვარდების მოედანი ერთ-ერთი იმ საზოგადოებრივ სივრცეთაგანია, რომელთა რაოდენობაც ასე მცირეა ჩვენს ქალაქში. ხელსაყრელი, კარგი […]

Nanuka Zaalishvili

საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები საქართველოში

დაახლოებით 1 წელია, რაც საქართველოს გარშემო ავტობუსის გაჩერებებს ვაგროვებ. ჩემს ობიექტივში უკვე მოხვდა კომპოზიციები თიანეთი, კახეთი, სამცხე- ჯავახეთი, მესხეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და ქართლიდან. ყოველ ჯერზე უფრო მეტად საინტერესო მოცულობებს ვპოულობ ხოლმე და ამისთვის მიყრუებულ სოფლებამდეც კი მივდივარ, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე საინტერესო გაჩერებები ცენტრალურ გზებზე გვხვდება, რადგან საბჭოთა დროს საზოგადოებრივი ტრანპორტი უფრო აქტიურად […]

post

წელს პირველად, სერპენტინის გალერეა ერთდროულად ხუთ არქიტექტორს უმასპინძლებს

  სერპენტინის გალერეა მნახვლების გაოცებასა და საინტერესო კომპოზიციების შეთავაზებას ისევ აგრძელებს. წლევანდელი პავილიონის შესაქმნელად, მათ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე საკმაოდ ცნობილი პროგრამა უფრო გააფართოვეს და ერთდროულად ხუთ არქიტექტორთან დაიწყეს მუშაობა. პროგრამის ფარგლებში არქიტექტორებმა 25 კვ.მ. სიდიდის საზაფხულო სახლის დიზაინი უნდა შექმნან და ააგონ კიდეც. კანდიდატების შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ინგლისში მათ მიერ შექმნილი პერმანენტული შენობის არ […]

© Sini Rahikainen, Hannele Cederström, Inka Norros, Kirsti Paloheimo, Maria Kleimola

ალვარ აალტოს მუზეუმების დასაკავშირებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

  ალვარ აალტოს მუზეუმის გაფართოების კონკურსის გამარჯვებულები ახალგაზრდა ფინელი არქიტექტორები გახდნენ. კონკურსის მთავარი მიზანი იყო ერთმანეთთან დაეკავშირებინა და გაეერთიანებინა ალვარ აალტოს ორი შედევრი: მისი მუზეუმი და ფინეთის ცენტრალური მუზეუმი. კონკურსში 689 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებული პროექტი მაქსიმალურად ადაპტირებულია გარემოსთან და ამავდროულად, ბუნებრივად აკავშირებს ალვარ აალტოს არქიტექტურას ერთმანეთთან. © Sini Rahikainen, Hannele Cederström, Inka Norros, Kirsti […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |