Null

LA#3_Metro Module

არქიტექტურის ლაბორატორია #3 – მეტრო მოდული მოსკოვში

  ამ სტატიაში იდააფი წარმოგიდგენთ პროექტს, რომელსაც განხორციელება მოცემული ფორმით არ უწერია, თუმცა საკუთარი შინაარსით და ჩანაფიქრით, რიგ განხორციელებულ პროექტებზე მეტი მნიშვნელობა აქვს. პროექტი მოსკოვის ერთ-ერთი მეტრო სადგურის, ტერეხოვოას რენოვაციის საკონკურსო ნამუშევარს წარმოადგენს და მასზე ქართულმა არქიტექტურულმა სტუდია Laboratory of Architecture #3-მა იმუშავა. „ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილი და ინფორმაცია ძირითადი მოცულობის შესახებ მოცემული იყო. ჩვენ არ გვინდოდა ინტერიერის უბრალოდ […]

Source: Worldwidearchitecture.com

ჰამბურგში ჰერცოგ დე მეირონის საკონცერტო დარბაზის10 წლიანი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

  10 წლიანი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება – 2017 წლის 11 იანვრიდან, მუსიკის მოყვარულებს უკვე შეეძლებათ ჰამბურგის ახლად აშენებულ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი კომპოზიტორების მოსმენით დატკბნენ. კონსტრუქცია თითქმის დასრულებულია; დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს 6000 კვ.მ. სიდიდის კედლისა და ჭერის მოპირკეთებაზე, ასევე მონტაჟდება ორღანი. დასრულებულ მდგომარეობაში საკონცერტო დარბაზი ყველაზე მაღალი დასახლებული შენობა იქნება ჰამბურგში, 110 მეტრი სიმაღლით. პროექტზე მუშაობა […]

Courtesy of teamLab

მომავლის სამყაროს პოეზია

  „სამყაროს სჭირდება შექმნა და არა კრიტიკა“ – ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმ გრძელი წერილიდან, რომელიც „თიმლაბის“ კომუნიკაციების დირექტორმა – კუდო ტაკაშმა მომწერა დასმული კითხვების პასუხად. კითხვა სულ რამდენიმე იყო და ბწკარედული, მაგრამ პასუხები ძალიან გრძელი და დეტალური გამოუვიდა. ისინი იაპონელი არტისტები არიან, ქვიათ „თიმლაბი“ და დაარსების ასეთი მოკლე ისტორია […]

Source: skyscrapercity.com

ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, ”432 პარკ ავენიუ”-ს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

  ნიუ-იორკის ცათამბჯენებს ახალი წევრი, 432 პარკ ავენიუ შეემატა. ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაში წლის ბოლომდე დაიწყება შესახლება. მსოფლიოს მასშტაბით იგი მეასე ცათამბჯენია. შენობის დიზაინი ნიუ-იორკში მომუშავე, ცნობილ ურუგვაელ არქიტექტორ რაფაელ ვინოლის ეკუთვნის, დეველოპერები “CIM Group” და “Macklowe Properties” არიან, ხოლო სტრუქტურული ინჟინერი WSP Cantor Seinuk-ია. პროცესები 2011 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ადგილის გასათავისუფლებლად 1926 წელს […]

wind of changes

ესტაკადა პუშკინი-კოლმეურნეობის ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად და უფრო მეტი ავტომანქანა თბილისს

კიდევ ერთი ბოდიში, რომლის მოხდაც მომავალი თაობისთვის მოგვიწევს, პუშკინის სკვერთან დაგეგმილი ესტაკადაა, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და მწვანე საფარის ნაცვლად შენდება და რომლითაც თავისუფლების მოედნიდან კოლმეურნეობამდე, ორმხრივი სამანქანო მოძრაობა აღსდგება.   რა სარგებლობა მოაქვს ესტაკადებს? ესტაკადის სარგებელი ისეთი ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის, როგორიც თბილისია – ნულია. ისინი უფრო მეტ ავტომანქანებს იზიდავს, რომლებიც, თავის მხრივ, მოძრაობას უფრო ტვირთავენ […]

Source: dezeen.com

იტალიური საგვარეულო სახლი ”GG Loop”-მა თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშად გარდაქმნა

  ძველის გაცოცხლება ან მისთვის ახალი სულის ჩაბერვა, ორიგინალურ ხედვასა და უსაზღვრო ტალანტს საჭიროებს, რის ნაკლებობასაც არქიტექტორი Giacomo Garziano ნამდვილად არ უჩივის. მან სამხრეთ იტალიის ქალაქ ალტამურაში მდებარე მშობლების სახლის განახლება გადაწყვიტა. შენობა Giacomo-ს ბაბუამ 1950-იან წლებში ააშენა და უკვე 40 წელია, რაც Cherubino Garziano და Rosa Giorgi-ის საცხოვრებელი რეზიდენციაა. შენობა, ასევე, ხელოვანთა კოლექტივის Elephants […]

© Ana Chorgolashvili

საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის წიგნი-გზამკვლევი თბილისში

  1955 წელს საბჭოთა კავშირში გამოდის დადგენილება „არქიტექტურაში ზედმეტობებთან ბრძოლის“ შესახებ. ამ ბრძანებამ რადიკალურად შეცვალა საბჭოთა არქიტექტურის განვითარების კურსი. ამ დროის ძირითადი გამოწვევა მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილება იყო. არქიტექტურულ საპროექტო ინსტიტუტებში შემუშავებული ტიპური საბინაო პროექტებით დაიფარა საბჭოთა რესპუბლიკების ახალი რაიონები და მიკრორაინები. თუმცა, ამავდროულად, მუშავდება ინდივიდუალური პროექტებიც, სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების მქონე შენობებისთვის. საბჭოთა რესპუბლიკების არქიტექტურაში […]

Source: architecturaldigest.com

ტომას ჰეზერვიკის არქიტექტურა სინგაპურის სასწავლო ცენტრისთვის

  გარემო, სადაც ხშირად გვიწევს ყოფნა, დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე; გამონაკლისს არც სასწავლო სივრცეები წარმოადგენს. კარგად დაგეგმილი და საინტერესო გარემო, რომელიც ზუსტად ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, დადებითად განგვაწყობს სწავლისადმი და უფრო შრომისუნარიანს გვხდის. სწორედ ასეთი სივრცეა შექმნილი სინგაპურში, ნაიანგის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის პროექტზე მუშაობისასაც, ტომას ჰეზერვიკი დადგენილ ჩარჩოებს ნამდვილად გასცდა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ტომას ჰეზერვიკი […]

Courtesy of Filip Hodas

ციფრული აბსტრაქციები ფილიპ ჰოდასის ლანდშაფტებში

  ფილიპ ჰოდასი 23 წლის გრაფიკული დიზაინერია პრაღიდან. ის თავისუფალ დროს შთამბეჭდავ, კონცეპტუალურ კომპოზიციებს ქმნის 3D პროგრამებში, სადაც წარმოსახვით პეიზაჟებს ძალიან დეტალური და რეალისტური ტექსტურები აქვთ. არტისტის სურრეალისტური ვიზუალები მნახველს ჰიპერრეალურ სივრცესთან აკავშირებს. მკვეთრი ფერები, პეიზაჟები, რომლებიც ხშირად სხვა პლანეტის ლანდშაფტებს ჰგავს და საინტერესო ფაქტურის გეომეტრიული ფორმები არის ის, რაც ჰოდასს სხვებისგან გამოარჩევს. მის ნამუშევრებში […]

Death of an Image © Andrea Galvani

ანდრეა გალვანის ”დასასრული” და ნადირობა მკვდარ წამზე

  ანდრეა გალვანი იტალიელი ხელოვანია. იგი 1973 წელს ვერონაში დაიბადა, დღესდღეობით კი ნიუ იორკში მოღვაწეობს. მისი ძირითადი პროფილი ფოტოგრაფიაა, მაგრამ კვლევის პროცესში ხშირად მიმართავს ინტერდისციპლინურ მიდგომას და იყენებს სხვადასხვა მეთოდოლოგიას. არტისტი ეგზისტენციალურ თემებზე მუშაობს და ექსპერიმენტის გრძელ და ბნელ გვირაბს ძალადობის დოკუმენტალისტიკით, ყოფის სიმყიფისა და დროებითობის ამსახველი ინსტალაციებითა და ენიგმატური ნახატებით მიუყვება. მისი იდეები ხან სკულპტურის […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |