Null

Source: jankalab.com

იან კალაბის ფერადი გრაფიტი და დედამიწა, რომელიც სახეს იცვლის

იან კალაბი გრაფიტის ჩეხი მწერალი 1978 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. დღეს მისი ნამუშევრების სოლო გამოფენები სხვადასხვა გალერეაში იმართება, მაგრამ მანამდე, როგორც ქუჩის მხატვარმა, ყველა ის საფეხური გაიარა, რომელიც გრაფიტის სრულფასოვანი წერისთვის არის საჭირო. იანი საბჭოთა სივრცეში დაიბადა, სადაც გრაფიტის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობდა. 90-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საზღვრები გაიხსნა და დასავლური ამბები ადვილად შევიდა ქვეყანაში, […]

accessories (dezeen.com)

რუსული ავანგარდული არქიტექტურის გავლენით შექმნილი სამაგიდე აქსესუარები

  რუსმა დიზაინერებმა ნასია კოპტევამ და საშა ბრაულოვმა, მაგიდის აქსესუარების დიზაინი ახალ საფეხურზე აიყვანეს. მათი შთაგონების წყარო რუსული ავანგარდული არქიტექტურის ღირსშესანიშნაობები გახდა. ეს მიმდინარეობა ხელოვნებაში მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო და 1930 წლამდე გაგრძელდა. კოლექციაში არსებული ნივთები ზუსტად ეხმიანება ამ პერიოდის რამდენიმე საკულტო შენობას. ისინი მყარი, მუხის ხის მასალისგანაა დამზადებული, რომელიც დიზაინერებს სხვა პროექტებზე მუშაობისას შემორჩათ. […]

17th CENTURY WAREHOUSE RECONSTRUCTION, OLD RIGA

მე-17 საუკუნის სასაწყობე შენობის რეკონსტრუქცია რიგაში

  ავტორები: Sudraba arhitektūra | Arhitektes Lienes Griezītes studija არქიტექტორები: ლიენე გრიეზიტე, ლიგა ალპინე, რეინის ლიეპინშ, აიგა როიზენტალე, კარლის ლიიცის, რობერტს ვალდმანის კონსტრუქციები: SIA ”ARRA”, აივარს ვილმანიშ ფოტო: Sudraba arhitektūra | Arhitektes Lienes Griezītes studija მდებარეობა: რიგა, ლატვია ფართი: 777m2 წელი: 2011   ლატვიელი არქიტექტორების გუნდმა, მე-17 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი, თანამედროვე, მრავალფუნქციურ შენობად გარდაქმნა. მიუხედავად […]

(c) messynessychic

ნიუ-იორკის პირველი მეტრო სადგური

  მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში და მეოცე საუკუნის დასაწყისში, ევროპაში აქტიურად დაიწყეს უკვე არსებული მეტროს სადგურების გაფართოება და ახალი სადგურების დაპროექტება. არქიტექტორებისა და ხელოვანების როლი ახალი სისტემების შექმნაში მნიშნელოვანი გახდა და ევროპაში დაწყებულმა ცვლილებებმა ნიუ-იორკის მეტროს განვითარებაზეც იქონია გავლენა. ევროპელი დიზაინერები ხშირად ატარებდნენ ექსპერიმენტებს და იმ პერიოდისთვის მოდურ, ახალ მიმდინარეობა არტ ნუვოს, თამამად იყენებდნენ მეტროს […]

2 (timdietrich.me)

ორშაბათის ინსპირაცია: ალექსანდრე ქალდერი – ‘შემდეგი ნაბიჯი სკულპტურაში მოძრაობაა’

ალექსანდრე ქალდერის ნამუშევრები 2015-ის ზამთრის სეზონის მთავარი ექსპოზიცია იყო ტეიტ მოდერნში, ლონდონში. კურატორებმა მნახველის წინაშე მსუყე მასალა და ხელოვანის უამრავი საკულტო ნამშევარი წარმოადგინეს, სადაც კარგად ჩანდა ამ უდიდესი შემოქმედის საწყისი, განვითარებისა და კულმინაციის მომენტები. უსაზღვრო ნიჭით დაჯილდოებული არტისტი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას და მისი შემოქმედება მრავალი ხელოვანისთვისაა შთაგონების წყარო. ქალდერმა ქანდაკებასთან მუშაობის ინოვაციური მეთოდები […]

© Idaaf

პირველი სკანდინავიური რესტორანი თბილისში და ბუნებრივი მასალებით შექმნილი ინტერიერი

  თბილისში პირველი სკანდინავიური რესტორანი სოლოლაკში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გაიხსნა. საკვების მაღალი ხარისხისა და დახვეწილი გემოს გარდა, ამ ადგილს სხვებისგან ინტერიერიც გამოარჩევს, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი მასალებით, ახალგაზრდა არქიტექტორმა და იდააფის დამფუძნებელმა ნანუკა ზაალიშვილმა შექმნა. „თავიდან მეც და დამკვეთებიც ტრადიციულ ნორდიკულ დიზაინზე ვფიქრობდით, თუმცა ადგილმა სხვა კონკრეტული იდეები გვიკარნახა. როდესაც კედლები გალესილი ფენისგან გავათავისუფლეთ, ამ ისტორიული შენობის […]

Soviet Textiles

საბჭოთა ფოლკლორი – ტექსტილი ტანკებითა და ტრაქტორებით

  საბჭოთა კავშირმა ბევრი ცუდი მოგონება დატოვა ისტორიაში, თუმცა შექმნა სახასიათო სტილი და მიმართულება ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი დიზაინში, რომელსაც ახლაც ვიკვლევთ, გავინტერესებს და უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია; უდიდესი პოპულარობით სარგებლობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ავტობუსის გაჩერებები, მონუმენტები, ავეჯი და თითქმის ყველა დეტალი, რაც ამ დროის განმავლობაში შეიქმნა. ყველას […]

Courtesy of  Zaha Hadid Architects

მომავლის ტენდენცია: ხის არქიტექტურა – ზაჰა ჰადიდი კამბოჯაში ინსტიტუტს აშენებს

  ბოლო წლების ტექნოლოგიური პროგრესი არქიტექტურაში ხის გამოყენების სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ხე, როგორც მასალა, წინა წლებთან შედარებით ბევრად დახვეწილი და მდგრადია ბუნებრივი პირობების მიმართ, რაც ერთგვარი ბიძგია ამ მასალით ამბიციური არქიტექტურული პროექტების განსახორციელებად. ერთ-ერთი ასეთი პროექტი ‘’ზაჰა ჰადიდ არქიტექტორების“ მიერ შესრულებული სლეუკ რისის ინსტიტუტის პროექტია კამბოჯაში, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყება. ხის ფასადების მქონე […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |