Null

post

საბავშვო არქიტექტურა

ყველაზე კრიტიკულად განწყობილი, გულახდილი, უკიდეგანო ფანტაზიის მქონე და მეოცნებე ადამიანთა ჯგუფისთვის – ბავშვებისთვის, რაიმე განსაკუთრებულის შექმნა ძალიან რთულია. მიუხედევად იმისა, რომ მათთვის ბევრი რამ ახალია და სამყარო აღმოჩენებით სავსე, მაინც ძნელია ბავშვების გაკვირვება და მათზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ მათ პატარა თავებში ფანტაზიის უსაზღვრო რესურსი ეტევა.     ამისდა მიუხედავად, ათასწლეულების […]

Sakurami by Surgula

სილამაზის სალონ „საკურამი“ -ს ინტერიერი

პროექტი: სილამაზის სალონი „საკურამი“ არქიტექტორი: ზვიად სურგულაძე მდებარეობა: თბილისი, საქართველო საერთო ფართი: 270 მ2 ფოტო: მარიამ სიჭინავა სილამაზე გემოვნებიან გარემოში, ვფიქრობ, უფრო თავისუფლად იქმნება. დიზაინერ ზვიად სურგულაძის მიერ შექმნილი „საკურამის“ ინტერიერი ნამდვილად განგაწყობს რაღაც ახლისა და დახვეწილის შესაქმნელად. ის საინტერესოა სტრუქტურით, ფერით, ტექსტურითა და კიდევ სხვა ბევრი დეტალით. მაგალითად, თაროები მოდულური სისტემით არის აწყობილი […]

მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფცია

მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფცია

  პროექტი: მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფცია მდებარეობა: გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდ. მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალი არქიტექტორები: ნუცა ნადარეიშვილი, ოთო ნემსაძე, ლუკა კიკიანი წელი: 2015   გუშინ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდ. მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციის […]

Louisa Chalatashvili

მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეული შ/ზ 15-16

მინდა გესაუბროთ მერსედეს ბენცის მოდის დღეებზე, რომელმაც საქართველოშიც აიღო სათავე. ის მეტად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი კოლექციებითა და დიზაინერთა სიუხვით. მის ფარგლებში მრავალი ჩვენება და ღონისძიება ჩატარდა, რაც მოდის მოყვარული ყველა ადამიანისთვის ერთ დიდ დღესასწაულად იქცა. ჩვენს წინაშე არა ერთი ცნობილი ქართველი დიზაინერი წარსდგა თავისი ახალი შემოდგომა-ზამთრის 15/16 კოლექციით. მათ შორის ყველაზე გამორჩეული გვანცა ჯანაშიაა, […]

12247714_579878002166566_2076082856589063317_o (1)

თბილისის მერია და Wendy’s ანუ ზღვარი, რომელიც კუჭზე გადის

    ამ სტატიის დაწერა ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, როდესაც რამოდენიმე თვის წინ, 26 მაისის სკვერში რკინის კონსტრუქცია შევნიშნე და tas.ge -ზე თბილისის მერიის მიერ გაცემული ნებართვა მოვიძიე, რომელშიც ნებას რთავენ და მთლიან სკვერს უთმობენ კომპანია Wendy’s -ს კვების ობიექტის ასაშენებლად. აღსანიშნავია, რომ აქ ადრეც იყო რესტორანი, რომელიც 90-იანი წლების შავ-ბნელ პერიოდში უკანონოდ აშენდა. თბილისს კიდევ […]

10 ახალი ქართული შრიფტი

ის ფაქტი, რომ ადამიანის ხასიათისა თუ პიროვნული მახასიათებლების განსაზღვრა მისი ხელმოწერითაცაა შესაძლებელი, უკვე დიდი ხნის კვლევის საგანია. ანალიზი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, ესაა ასოების ზომა, ნაწერის დახრილობა, გაკრული ხელითაა ნაწერი თუ შედარებით გარკვევითაა გამოხაზული თითოეული ასო. ამ მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება იმსჯელო ადამიანის თავდაჯერებულობასა თუ მის არამდგრად ხასიათზე. მაგალითად, როცა ხელმოწერა მკაფიოა, ყველა ასო თანაბრად დიდია, […]

WillWilliam Blake and Smithsons

უილიამ ბლეიკის დემონები და სმიტსონების მონსტრი

მართლა თუ გაინტერესებთ მთელი ეს ბრუტალური ხარახურა და არქიტექტურულ ჭრილში მათი მიმოხილვა, მაშინ ყველაფერს სულ თავიდან დავიწყებ. პრინციპში, თავაიდან კი არა, იმ დროიდან, როცა 1757 წელს, მეორადი ტანსაცმლის გამყიდველ, ბატონ ჯეიმს ბლეიკის ოჯახში პატარა უილიამი დაბადა. მაშინ მისი მომავალი, ცხადია, არავინ იცოდა და სკოლაშიც მხოლოდ იმიტომ მიაბარეს, რომ ელემენტარული წერა-კითხვა ესწავლა. ბავშვს კი აშკარა მოდრეკილება […]

MariLebanidze

ექსპერიმენტული წიგნების ფესტივალი

ექსპერიმენტული წიგნების ორკვირიანი ვორკშოპი თბილისში ჩატარდა და მასში რამოდენიმე საინტერესო ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა. იდეა „წიგნის ხელოვნების“ წევრებისგან წამოვიდა, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ემუშავათ მსგავს ალტერნატიულ წიგნებზე და თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. წიგნის ხელოვნების ცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოცხადდა მიღება ორკვირიან ვორკშოპზე, რის შედეგადაც შეირჩა რვა მონაწილე, პორტფოლიოსა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ვორკშოპის პირველი კვირა […]

უეს ანდერსონის კაფე პრადას ცენტრში

მდებარეობა: იტალია, მილანი წელი: 2015 ინტერიერი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, არც მეტი არც ნაკლები „გრანდ ბუდაპეშტის“ რეჟისორ, უეს ანდერსონს ეკუთვნის. მისი დიზაინით შექმნილი ეს უნიკალური სივრცე, 9 მაისს მილანში გაიხსნა. კიდევ უფრო საინტერესო ფაქტია ის, რომ ეს კაფე OMA-ს დაპროექტებულ პრადას ცენტრში მდებარეობს. ხელოვნებისთვის განკუთვნილი 19000 მ2 სივრცე ძველ და ახალ ნაგებობებს აერთიანებს, მათ შორის 1900-იანი […]

The Chicken Lamp

ქათამი სანათი

ნიუ-ორკში მოღვაწე დიზაინერმა სებასტიან ერაზურიზმა „ქათამი სანათი“ (the Chicken Lamp) მაშინ შექმნა, როდესაც მუზეუმის ნაგავში ქათმის თავმოტეხილი ფიტული იპოვა. ეს განსხვავებული სანათი მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სანათით დიზანერი ცდილობს იპოვოს საზღვარი სკულპტურასა და ფუნქციურ თვისებებს შორის, როგორც ხელოვნებაში, ისე დიზაინში. „ როდესაც „ქათამი სანათი“ წარმოვადგინე, ყველაზე ძალიან საზოგადოების რეაქციის მეშინოდა. ფიტულების […]

Janashia

ჯანაშია შემოდგომა-ზამთარი 15/16

ქართველი დიზაინერი გვანცა ჯანაშია თავის ახალ, შემოდგომა-ზამთრის 15/16 კოლექციას, ამჯერად მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოგვიდგენს, რომელიც ამჯამად თბილისში მიმდინარეობს. ფოტო ნამუშევრები რომელიც თან ერთვის აღნიშნულ კოლექციას, სავსეა ნაზი და ამავდროულად, „მამაკაცური“ უხეში სილუეტებით, რაც ვიტყოდი რომ საუკეთესო კომბინაცია არის კარგი კოლექციისათვის. ის გამორჩეულია ყოველდღიური ტანისამოსისაგან და ამავდროულად სავსეა ელეგანტური ელემენტებით. ნებისმიერ ქალს გაუხარდება ამ სილუეტების […]

post

თბილისის მოდის კვირეული შ/ზ 15/16

მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში ყოველწლიურად ტარდება თბილისის მოდის კვირეული, არც ეს მე-11 სეზონი ყოფილა გამონაკლისი. 15/16 შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ამჯერადაც გამორჩეული და მრავლის მომცველი იყო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მოდის სახლი „მატერიალი“ -ს დიზაინერების ალექსანდრე ახალკაციშვილისა და ლიკუნა ჩიტაიას კოლექციებს, რომლებიც შავ-თეთრ და მინიმალისტურ ფრომებში იყო გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, ანუკი არეშიძის ახლად შექმნილი კოლექციაც, რომელიც სავსე იყო […]

matthais

მათიას ჰაიდერიკის არქიტექტურული ტკბილეული

კარგი არქიტექტურა კარგი ფოტოცაა – სწორი კუთხიდან დანახული ფორმა და ზუსტად გადმოცემული დეტალი. საკულტო შენობები კი სწორედ ფოტო კადრების წყალობით რჩება ისტორიას. მათიას ჰაიდერიკი ბერლინში მოღვაწე ფოტოგრაფია. ამ ბიჭის თვალით დანახული არქიტექტურა და შენობისდეტალები, მათ თავიდან აღმოჩენას ჰგავს, რადგან ფოტოებში გადმოცემული ფორმები იმდენად განსხვავებულია, შეიძლება ერთი შეხედვით ვერც მიხვდეს მნახველი რომელი ნაგებობის დეტალია, თუნდაც უკვე […]

Ingrid Verner

“EAT CAKE” ინგრიდ ვერნერისგან

ავსტრალიურ ბრენდს, რომელიც 2012 წელს ინგრიდ ვერნერმა შექმნა, დღემდე იგივე სახელი, „ვერნერი“ ქვია. ამ ქალბატონის წარსულში იყო ლეიბლი, საინტერესო სახელით „TV“, რომელიც ასევე ავსტრალიური პროდუქტია. სამწუხაროდ, ის დაიშალა, თუმცა მანამდე ამ ბრენდმა შექმნა საინტერესო ნამუშევარი „ტოპშოპის“ კაპსულის 2011 წლის კოლექციისთვის. ამ სტატიაში წარმოდგენილი ნამუშევარი გაზაფხული/ზაფხული14/15 წლის კოლექციაა. ონლაინ ჟურნალ „ოისტერ“-თან საუბარში ინგრიდმა აღნიშნა, რომ ეს კოლექცია […]

David Kukhalashvili_Georgia

დავით კუხალაშვილის ურბანული ფერწერა

ხელოვანის სივრცეში სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს,თუ ისგამორჩეული დაარაჩვეულებრივია. idaaf-ისა და დავით კუხალაშვილის შეხვედრაც სწორედ მის საინტერესო ქმნილებებით სავსე სახელოსნოში შედგა. კუხალაშვილის შემოქმედებაშიქალაქის ურბანული გარემო, ერთის მხრივ, დაუნდობელია და რეალობას საკმაოდ მკაფიოდ ასახავს, მეორეს მხვრივ კი, მკაცრი გრაფიკული გამოსახულება ფერით ისეა გაჯერებული, რომ შემზარავი რეალობა არც თუ ისე დამთრგუნველი ხდება. მხატვრის კომპოზიციებში ადამიანები იშვიათად […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |