Null

poster3

არქიტექტურის ფერი – შავი

ფერის არარსებობა. შავი შთანთქავს სინათლეს – არ აქვს ტალღა და სიშირე. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შავი შთანთქავს სინათლეს და აბსოლუტურად არ ირეკლავს მას. შეიძლება ითქვას, ის საერთოდაც არ არის ფერი, არამედ ამ უკანასკნელის არარსებობაა. შავი მთელი სპექტრიდან ყველაზე უფრო მისტიური ტონია. ეს განპირობებულია მისი სიბნელესთან ასოცირებითა და კავშირით. თანამედროვე ადამიანისათვის შავი არის ბოროტი ძალის – […]

03d017da51dd210bb0273136fe150dbd

სებასტიან კოქსი ანუ „ ტყის ბიჭი“

ასე მგონია, ამ ბიჭმა ტყე შემოიტანა ინტერიერში: ამდენი ხის ნივთი, ტრადიციული ბრიტანული ინსტრუმენტებით დამზადებული მის მიერვე, ელეგანტური ფორმებითა და თანამედროვე დიზაინში გადმოცემული, არის ის, რაც სებასტიან კოქსს სხვა უამრავი დიზაინერისაგან გამოარჩევს. უბრალოება და ფორმათა იდილია მის ნამუშევრებში კარგად იგრძნობა, რომლებიც ამ ახალგაზრდა ბიჭს, სხვათაშორის, უკვე მრავლად დაუგროვდა. უამრავი კონკურის გამარჯვებული და წლევანდელი “ლონდონის დიზაინის ფეტივალის“ […]

MetroTbilisi (7)

თბილისის მეტრო – მიწისქვეშა არქიტექტურა

მეტროზე სტატიის დაწერა მას შემდეგ მომინდა, რაც ჩემი მეგობრის ძალიან საინტერესო ჩანაწერი წავიკითხე. ის სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილს, სადაც ჩვეულებრივ ადამიანს ყოფნა სიამოვნებს. ასე რომ, დიდი მადლობა კონსტანტინს. მართალია, ჩემი ინტერესი საკითხის მიმართ ემოციურის გარდა პროფესიულ მხარესაც მოიცავს, უნდა აღინიშნოს, რომ მეტრო მართლაც საოცარი სივრცეა. ეს ერთ-ერთი იშვიათი რამ არის, […]

©KikalaStudio

სანდრო ლომინაშვილის ‘სკამი 3/4’

პროეტი: 3/4 სკამი ავტორი: სანდრო ლომინაშვილი შესრულება: ArchDesigne წელი: 2014 ფოტო: Kikala Studio სკამი – ყოფითი მოხმარების ნივთი. სკამი 3/4 – დიზაინ პროდუქტი! სკამი 3/4 ამ სახით ფართო აუდიტორიის წინაშე 2014 წლის ლონდონის დიზაინის ფესტივალზე წარსდგა. სანდრო ლომინაშვილი ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინით არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაკავდა. მისი პროფესია მანქანათმშენებლობაა, რაც ავტორს პროექტირებისას ბევრ საკითხში […]

poster4

არქიტექტურის ფერი – წითელი

ფერის ტალღის ხანგრძლივობა ~620-740nm ფერის ტალღის სიხშირე ~480-400 THz ნებისმიერი ფერი და მისი აღქმა დამოკიდებულია ჩვენი მხედველობის და ნერვული სისტემის მდგომერეობაზე. საერთოდ კი ყველა ფერი არის არეკლილი სინათლის ტალღა, რომელსაც კონკრეტული სიხშირე და ხანგრძლივობა აქვს. მაშინ როდესაც ხელოვანები ფერებს ცივ და თბილ ტონებად ყოფენ, ფსიქოლოგები მათ პასიურ და აქტიურ კატეგორიებად ახარისხებენ. წითელი ფერი, რაღათქმაუნდა, აქტიურთა […]

ორშაბათის ინსპირაცია – ეერო საარინენი

ეერო საარინენი ის კაცია, თავის ქმნილებებში არქიტექტურა, კონსტრუქცია და დიზაინი ერთ განუყოფელ ცნებად რომ აქცია. ყოველთვის იყო და არის კამათი იმაზე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია – არქიტექტურა თუ კონსტრუქცია, რომელი მათგანი ვერ არსებობს მეორეს გარეშე. მე მაინც მგონია, პასუხი ნაწილობრივ საარინენის შემოქმედებაა, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და სადაც არც ერთი მათგანი ერთმანეთისგან არ გამოიყოფა. არც […]

AQUEOUS CHROMA

ლეიფ პოდასკი

ლეიფ პოდასკი ავსტრალიელი ხელოვანია, რომლიც ამჟამად ლონდონში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები წარმოადგენს კვლევას თემებისა, რომლებიც ურთიერთკავშირებს ეხება. მათში მკაფიოდაა გამოხატული ბუნებისა და ფსიქოდელიური ექსპერიმენტების შერწყმა. ობიექტების გამოყენებით, მათი სარკული მოძრაობითა და ფერთა თამაშით, პოდავსკი იღებს შედეგს, რომელიც მნახველზე ზეგავლენას ახდენს თავისი მრავალფეროვანი იერსახით, რომელიც თავისთავად სინთეზია ჰარმონიულად შერჩეული ფერთა გამისა და განსხვავებული საგნებისა, რომლებიც ჩვენს გარშემო […]

Ctrl+Z (25)

Ctrl+Z (გეოდეზიური გეომეტრია)

პროექტი: Ctrl+Z (გეოდეზიური გეომეტრია) ხელმძღვანლი: ჯანლუკა სტასი მონაწილეები: აფონსო მირანდა (პორტუგალია), ალექსანდერ ტიბარი (მოლდოვა), ალინა სიდარევიჩ (ბელორუსია), ანა ბერტოლ (ესპანეთი), ანნა მასლოვა (რუსეთი), სესილი ვენდეურე (საფრანგეთი), ელიზავეტა ჩუხლანცევა (რუსეთი), ევა ლოგონდერი (სლოვენია), მარჩელა რაცჟოვა (სლოვაკეთი), მარკო სიმსიო (ფინეთი), ნასტია ბელოუსოვა (რუსეთი), სანდრა ჰურეკ (პოლონეთი), ვიქტორია პაოვა (ბულგარეთი) ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო სპონსორი: ISTITUTO ITALIANO DI CULTURA – […]

tamosulaqvelidze

თამო სულაქველიძის

ყველაფერი მარტივად დაიწყო, დიზაინერ თამარ სულაქველიძის ნამუშევრები IDAAF-ის რედაქტორმა, ნანუკამ მაჩვენა პირველად და ორივე შევთანხმდით, რომ ის საინტერესოდ გადმოცემდა საკუთარ თავს ახლად შექმნილ ტანისამოსსში. კოლექცია ძირითადად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის, რადგანაც ცნობილია, რომ თეთრი წარმოსახვაა ელეგანტურობისა. თამარს შემოდგომის მშვიდ საღამოს შევხვდი თბილისის ერთ–ერთ კაფეში, მალევე მოვნახეთ საერთო ენა და მისგან ვეცადე […]

CafebyTriaGroup

კაფე თბილისის ზღვაზე TRIA ჯგუფისგან

პროექტი: კაფე თბილისის ზღვაზე არქიტექტორი: TRIA ჯგუფი (გიორგი პაპასკირი & ლევან სიამაშვილი) მდებარეობა: თბილისის ზღვა, თბილისი ფართი: 111.13მ2 წელი: 2014 „კაფე თბილისის ზღვაზე“ ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორების, „ტრია ჯგუფის“ ნამუშევარია – კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი, სადაც საღამოობით დროის სასიამოვნოდ გატარება იქნება შესაძლებელი. „TRIA ჯგუფი“ 2012 წელს ჩამოყალიბდა და ნაბიჯ-ნაბიჯ გახდა კომპანია, რომელიც ცდილობს ჩვენს საცხოვრებელ […]

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |